ჭდე: ტრაქტორი

რუსთაველზე ტრაქტორი ჩავარდა

რუსთაველზე ტრაქტორი ჩავარდა

რუსთაველის გამზირზე ცოტა ხნის წინ საავტომობილო გზის მონაკვეთი ჩავარდა, შემდეგ კი სპეციალური სამუშაოებისთვის მიყვანილ მძიმე ტექნიკას მიწა გამოეცალა და ისიც ჩავარდა. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები. ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. პრაიმ ტაიმი

საგარეჯოში 60 წლის მამაკაცს ტრაქტორი დაეჯახა და მოკლა

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

საგარეჯოში 60 წლამდე კაცი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში მოხდა. კაცს პირველადი დათვალიერებით დაზიანებები აღენიშნებოდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მოგვიანებით გაირკვა, რომ მას თანასოფლელი ტრაქტორით დაეჯახა და  შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ის მიყენებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გამოკითხეს ტრაქტორის მძღოლი, რომელიც აღიარებს დანაშაულს. საქმეზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები.

ქობულეთში 10 წლის ბიჭი ტრაქტორზე ჩამომხრჩვალი იპოვეს

ქობულეთში 10 წლის ბიჭი ტრაქტორზე ჩამომხრჩვალი იპოვეს

ქობულეთში 1 ოქტომბერს 10 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვის ცხედარი ბათუმში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადმოასვენეს. „ბათუმელებს“ სამხარაულის ბიუროსთან ოჯახის ახლობლებმა უთხრეს, რომ ბავშვი ტრაქტორზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო 115-ე მუხლით – თვითმკვლელობამდე მიყვანა. ბათუმელები

“ალბათ საჭესთან ჩაეძინა” – ხულოში ტრაქტორი ხევში გადავარდა, მძღოლი დაიღუპა

"ალბათ საჭესთან ჩაეძინა" - ხულოში ტრაქტორი ხევში გადავარდა, მძღოლი დაიღუპა

ხულოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ტრაქტორის 29 წლის მძღოლი გარდაიცვალა. მძიმე ტექნიკა ხულოს ცენტრალურ გზაზე გადაადგილდებოდა, როდესაც ხევში გადავარდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადას ადგილზე მისვლისას მძღოლი დაღუპული დახვდა. გარდაცვლილი სოფელ პაქსაძეების მკვიდრი იყო. ის გოდერძის უღელტეხილზე გზის გამწმენდ სამუშაოებს ასრულებდა, როდესაც ტრაქტორი ხევში გადაიჩეხა. „ზუსტად რა მოხდა, არავინ იცის, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ჩაეძინა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გურამ […]

ხობში ტრაქტორმა კაცს გადაუარა და მოკლა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

ხობში, ტრაქტორის ქვეშ კაცი მოჰყვა და მიღებული დაზიანებებისგან ადგილზე დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ნიუპოსტი

მარტვილში ტრაქტორის ქვეშ 44 წლის მამაკაცი ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

მარტვილში ტრაქტორის ქვეშ 44 წლის მამაკაცი ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ინციდენტი დღეს სოფელ სალხინოში მოხდა. მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. შს სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს

გიგი უგულავა საარჩევნო უბნიდან ტრაქტორით წავიდა

გიგი უგულავა საარჩევნო უბნიდან ტრაქტორით წავიდა

ევროპული საქართველოს კანდიდატმა გიგი უგულავამ ვანში საარჩევნო უბანზე ხმა უკვე მისცა. მან ჟურნალისტებთან კომენტარიც გააკეთა. მისი თქმით, დღეს ვანელები და ხონელები პირველ „წითელ ბარათს“ აჩვენებენ „ქართულ ოცნებას“. – ეს წითელი ბარათი იქნება შეხსენება, რომ ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც მოდის დაპირებებით, ვალდებულია, შეასრულოს ეს დაპირებები. სხვა შემთხვევაში მას ხალხი გადაირჩევს., – განაცხადა კანდიდატმა. გიგი უგულავამ, ხმის მიცემის […]

ბათუმში მუშა ტრაქტორის ქვეშ მოჰყვა

ბათუმში მუშა ტრაქტორის ქვეშ მოჰყვა

ბათუმში, იუსტიციის სახლის მიმდებარედ, მუშა მძიმე ტექნიკის ქვეშ მოჰყვა. შემთხვევა კომპანია „ორბის“ მშენებარე ობიექტზე მოხდა. ამ წუთებში ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე მაშველები, პოლიციის და სასწრაფო დახმარების ბრიგადები არიან მობილიზებულნი. ეს ის ტერიტორიაა, სადაც სასპორტო სკოლის „ბასკოს“ ერთ-ერთი სპორტდარბაზი მდებარეობდა, მისი დემონტაჟი მოხდა და კომპანია „ორბი“ სავარაუდოდ, აქ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს. ნიუპოსტი