ჭდე: ტურიზმი

საქართველო ITB Berlin 2023-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება  

საქართველო ITB Berlin 2023-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება  

ტურიზმის სფეროში  ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენასთან თანამშრომლობის შესახებ  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ITB Berlin-ის გამოფენის დირექტორმა დევიდ რუცმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი. „თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერით საქართველომ ოფიციალურად დაადასტურა ბერლინის საერთაშორისო გამოფენაში მასპინძელი ქვეყნის რანგში მონაწილეობა. ჩვენ განაცხადი ჯერ კიდევ პანდემიამდე გავაკეთეთ და […]

ესპანეთში ტურისტების რაოდენობა 97,7%-ით შემცირდა

ესპანეთში ტურისტების რაოდენობა 97,7%-ით შემცირდა

ესპანეთმა, მიმდინარე წლის ივნისში 204.926 საერთაშიროსო ტურისტი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 97.7%-ით ნაკლებია, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ქვეყნის სტატისტიკის ეროვნულ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, ტურისტების მიერ აღნიშნულ პერიოდში დახარჯული თანხის საერთო მოცულობა წინა წელთან შედარებით 98.6%-ით შემცირდა. გარდა ამისა, თითოეულმა ტურისტმა, საშუალოდ, 755 აშშ დოლარი დახარჯა, რაც წინა წლის […]

ნათია თურნავა – “ტურიზმს სხვა ქვეყნებზე ადრე აღვადგენთ”

ნათია თურნავა - "ტურიზმს სხვა ქვეყნებზე ადრე აღვადგენთ"

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავა,ს განცხადებით, კრიზისის დროს ყველაზე დიდი ზიანი ტურიზმის სფეროს მიადგა. როგორც ნათია თურნავამ “დღის კურიერში” სტუმრობისას განაცხადა, სახელმწიფო ყველა მექანიზმს გამოიყენებს, რათა წლის ბოლომდე ქვეყანაში შიდა ტურიზმი აღდგეს. ნათია თურნავას ინფორმაციით, ოთხშაბათს დადეგმილია ტურიზმის სექტორთან შეხვედრა, სადაც მნისვნელოვანი საკითხები იქნება განხილული. “ბიზნესის სტიმულირების გეგმა დეტალური და საკმაოდ ეფექტური ახლა იქმნება და ეს არის უკვე პოსტ-კრიზისული ეკონომიკის სტიმულირების  გეგმის ნაწილი. […]

ივნისში ტურისტების რაოდენობა 18%-ით გაიზარდა

რუსების გარეშე 2019 წელს ვიზიტორების რაოდენობა 8.3 მლნ იქნება

2019 წლის ივნისში, საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 471,979 შეადგინა, რაც 71,990-ით მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე (ზრდა +18%). ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამავე თვეს საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ კი 873,966 შეადგინა (ზრდა +20.2%) 2019 წლის იანვარი-ივნისი ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2,127,142 შეადგინა, რაც 193,368-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე-ზრდა +10%. ამასთან, 6 თვეში საქართველოში 3,862,444 საერთაშორისო მოგზაურის […]

სექტემბერში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 9.1%-ით გაიზარდა

ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი იზრდება

სექტემბერში საქართველოში 892,463 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +5%-ია. საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 763,529 შეადგინა, ზრდა +5.7%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 536,302 შეადგინა, რაც 44,724-ით მეტია 2017 წლის სექტემბერთან შედარებით. (ზრდა +9.1%). ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საქართველოში საერთაშორისო […]

ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი იზრდება

ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი იზრდება

საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი იზრდება. 2018 წლის პირველ 6 თვეში ქვეყანამ ტურიზმიდან $1,36 მილიარდის შემოსავალი მიიღო. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ყველაზე მეტი შემოსავალი ივნისზე მოდიოდა და ის 325 მლნ დოლარს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 22%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივნისში, 2017 წლის ივნისთან შედარებით, საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობა 21%-ით გაიზარდა. […]

დავით ჭიჭინაძე – ”ტურიზმის ზრდა ყველაზე ნაკლებადაა მთავრობის დამსახურება”

დავით ჭიჭინაძე - "სუფრა ვინც გაშალა, მის გვერდით უნდა დაჯდე და მასპინძლად გამოჩენას არ შეეცადო"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით ჭიჭინაძის აზრით, ტურიზმის გიგანტური ზრდა ყველაზე ნაკლებად არის მთავრობის დამსახურება. როგორც დეპუტატმა BM.ge-ის განუცხადა, ტურიზმის ზრდაში მთავრობის დამსახურება არის ის, რომ ქვეყანაში სტაბილური გარემოა. „დანარჩენს მთავრობა ნუ დაიბრალებს. ეს არის ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის, კლიმატის, სამზარეულოს, ქართველი ხალხის და ზოგადად, ქართული სტუმართ-მასპინძლობის დამსახურება“, – ამბობს პარლამენტარი. მისივე თქმით, სწორედ ტურიზმში არსებული „გიგანტური […]

გიორგი მარრი – “ტურისტულ ბაზარზე თუ ერთხელ რამე გაფუჭდა, შემდეგ ძნელია გამოსწორება”

გიორგი მარრი - "ტურისტულ ბაზარზე თუ ერთხელ რამე გაფუჭდა, შემდეგ ძნელია გამოსწორება"

– ტურისტულ ბაზარზე თუ ერთხელ რამე გაფუჭდა, მერე ძნელია გამოსწორება,- ამის შესახებ სილქ როუდ გრუპის უძრავი ქონების მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი მარრი აცხადებს. მისი თქმით, სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით რეგულაციების შემოღება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ამ მიმართულებით რამდენიმე უბედური შემთხვევა მოხდა. – ტურისტული ბაზარი იმ სპეციფიკით გამოირჩევა, რომ თუ ერთხელ რაიმე გაფუჭდა, მერე ძნელია გამოსწორება. თავიდანვე უნდა […]

გასული წელი ტურისტების რაოდენობის მხრივ რეკორდული იყო – გიორგი კვირიკაშვილი

გასული წელი ტურისტების რაოდენობის მხრივ რეკორდული იყო - გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდაზე იასუბრა და განაცხადა, რომ გასული წელი ამ მხრივ რეკორდული იყო: „ტურისტების ზრდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების მისაღწევად. გასული წელი ტურისტების რაოდენობის მხრივ რეკორდული იყო. საქართველოს 7.5 მლნ-ზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია. ტურისტების მაჩვენებლის ზრდამ 28 %-ს მიაღწია, რაც ვფიქრობთ, რომ არის მართლაც ზრდის უპრეცედენტო მაჩვენებელი. 2018 […]

იანვარში საქართველომ ტურიზმიდან $159.3 მილიონის შემოსავალი მიიღო

იანვარში საქართველომ ტურიზმიდან $159.3 მილიონის შემოსავალი მიიღო

იანვარში საქართველომ ტურიზმიდან $159.3 მილიონის შემოსავალი მიიღო. იანვარ-თებერვალში ტურისტების რაოდენობა 25%-ით, ხოლო ვიზიტორების რაოდენობა 17.2%-ით გაიზარდა. თებერვალში ყველაზე მეტი (103 981) ვიზიტორი აზერბაიჯანიდან შემოვიდა. მეორე ადგილზეა სომხეთი 102 707 ვიზიტორით, ხოლო მესამეზე თურქეთია 92 234 ვიზიტორით. გასულ წელს საქართველომ ტურიზმიდან 2,7 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო. ბიზნესმედია