ჭდე: ტყე

ქუთაისის კლინიკიდან დაკარგული მამაკაცის ცხედარი ტყეში იპოვეს

ქუთაისის კლინიკიდან დაკარგული მამაკაცის ცხედარი ტყეში იპოვეს

ქუთაისში კლინიკიდან დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც “კურიერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პაციენტის ცხედარი კლინიკასთან ახლოს, ტყეში სამართალდამცველებმა იპოვეს. ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. 76 წლის მამაკაცი ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან  27 ნოემბერს გაუჩინარდა. მან კლინიკა უკანა კარიდან დატოვა. კლინიკაში აცხადებდნენ, რომ მამაკაცს კლინიკა 28 ნოემბერს უნდა დაეტოვებინა, თუმცა ღამით კლინიკიდან გაიპარა. მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.

დაჭრილი მონადირე მაშველებს ტყიდან გამოჰყავთ – რა მოხდა დაბა ჯვარში

დაჭრილი მონადირე მაშველებს ტყიდან გამოჰყავთ - რა მოხდა დაბა ჯვარში

მეხანძრე-მაშველებს ტყიდან დაჭრილი მონადირე გამოჰყავთ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შევიდა შეტყობინება, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, დაბა ჯვარის მიმდებარე ტყეში, მონადირეს იარაღი გაუვარდა, თვითდაზიანება მიიყენა და დახმარება სჭირდებოდა. „შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გაემგზავრნენ მეხანძრე-მაშველები. პარალელურად, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. უამინდობისა და რთული რელიეფის […]

“სატელიტის კადრებში ბაჩალიაშვილის მანქანა 19-ში ტყეში არ დგას” – მიხეილ რამიშვილი პროკურატურაში დაიბარეს

"სატელიტის კადრებში ბაჩალიაშვილის მანქანა 19-ში ტყეში არ დგას" - მიხეილ რამიშვილი პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ სატელიტის კადრებში, 19 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა არ დგას იქ, სადაც ის რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს. მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ კადრები მან თავად მოიპოვა და დასტურდება, რომ თეთრიწყაროს ტყეში, ბაჩალიაშვილის მანქანა მიყვანილია. მიხეილ რამიშვილმა პირველად ინფორმაცია “ფორმულას” ეთერში გაასაჯაროვა. რამდენიმე წუთის წინ კი ის პროკურატურაში დაიბარეს. შეგახსენებთ, რომ […]

მარსელთან ტყე იწვის

მარსელთან ტყე იწვის

ძლიერი ხანძარი საფრანგეთში – ცეცხლი მარსელთან ახლოს ტყის მასივს უკიდია. ახლომდებარე ადგილებიდან მაშველებმა ასობით ადგილობრივის ევაკუაცია განახორციელეს. ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში 1.200-ზე მეტი მეხანძრე და ვერტმფრენებია ჩართული. ცეცხლი გასულ საღამოს გაჩნდა და 500 ჰექტარზე არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწები და ტყის მასივი გაანადგურა. რუსთავი 2

სენაკის ტყეში 30 წლის მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს

გორში 16 წლის თანაკლასელმა ქალ-ვაჟმა თავის მოკვლა სცადა

სენაკის მუნიციპალიტეტში 30 წლამდე მამაკაცი ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს. იგი შემთხვევით აღმოაჩინეს. თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, მიმდინარეობს რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. რეზონანსი

რუსთაველი წყვილი ტყეში კარავში ცხოვრობს – ვიდეო

რუსთაველი წყვილი ტყეში კარავში ცხოვრობს - ვიდეო

შუაგულ ქალაქში წყვილმა ცივილიზაცია მიატოვა და ტყეში ცხოვრება გადაწყვიტა. რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, დასახლებულ პუნქტთან არც თუ ისე შორს, ანუ ჩვენთან, კორპუსებისა და კერძო სახლების მაცხოვრებლებთან ახლოს, მტკვრის სანაპიროზე არსებულ ტყეში ახალგაზრდა, რუსთაველი წყვილი ცხოვრობს. “ინფო რუსთავი” მითითებულ ტერიტორიაზე მივიდა და საინტერესო ფაქტს წააწყდა. შემოღობილ ნაკვეთი და კარავი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ყოველდღიური მოხმარების საგნები, ასევე შინაური […]

ნინოწმინდაში ტყეში 33 წლის მამაკაცი ჩამომხრჩვალი ნახეს

გურიაში 16 წლის გოგომ თავი ჩამოიხრჩო

ნინოწმინდის სოფელ დიდი ხანჩალის ტყეში 33 წლის მამაკაცი ჩამომხრჩვალი ნახეს. გვამი ადგილობრივებმა 6 ოქტომბერს, დაახლოებით ღამის თორმეთ საათზე იპოვნეს. მამაკაცი 1985 წელს არის დაბადებული. შსს–ს ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სამხრეთის კარიბჭე

“ცრემლებს ძლივს ვიკავებდი” – ბექა გოჩიაშვილმა და ნიკოლოზ რაჭველმა კონცერტი უღრან ტყეში ჩაატარეს

"ცრემლებს ძლივს ვიკავებდი" - ბექა გოჩიაშვილმა და ნიკოლოზ რაჭველმა კონცერტი უღრან ტყეში ჩაატარეს

ბექა გოჩიაშვილისა და ნიკოლოზ რაჭველის ერთობლივი კონცერტი პირველად ახალ სივრცეში „უღრან ტყეში“ შედგა. ეს სივრცე წყნეთში მდებარეობს, იქ ამფითეატრი ბუნებაშია მოწყობილი. საღამოს, ლამაზი განათების პირობებში, ასეთ კომფორტულ გარემოში კარგი მუსიკის მოსმენა დიდი სიამოვნებაა, რომელიც ამიერიდან ხელმისაწვდომი იქნება. ნიკოლოზ რაჭველმა ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსებთან ერთად, შედარებით მცირე შემადგენლობით, ხოლო ბექა გოჩიაშვილმა დრამერ ზაზა ცერცვაძესთან და ბასისტ […]

ქვეყნის მასშტაბით ტყეს 63 კომპანია ჩეხავს

ქვეყნის მასშტაბით ტყეს 63 კომპანია ჩეხავს

თანდათან ირკვევა, რომ მსხვილი კომპანიები უფრო მეტ ტყეს ანადგურებენ, ვიდრე მოსახლეობა. არადა, წლების განმავლობაში ხე-ტყის ჩეხვა სწორედ ხალხს ბრალდებოდა და შეშის მოპოვება ლამის ეკოლოგიურ კატასტროფად ფასდებოდა. ბოლო 3 წელიწადში 63 ლიცენზირებულმა კომპანიამ ქვეყნის მასშტაბით 12 მლნ კბ/მ-ზე მეტი ხე მოჭრა. ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით მოჭრილი ხის მერქნის სანაცვლოდ ბიზენსკომპანიებმა სახელმწიფო ბიუჯეტში (2018 წლის […]

წალენჯიხის ტყეში 19 წლის ბიჭი მოკლული იპოვეს

რუსთავი2-ის გადამღები ჯგუფი რუხის ციხესთან გაქურდეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში 19 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ის სანადიროდ იყო წასული. გარდაცვლილს ჭრილობა თოფის გასროლის შედეგად აქვს მიყენებული. ერთ-ერთი ვერსიით, მას იარაღი გაუვარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევას თვითმხილველი არ ჰყავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ცხედარს ქუთაისში ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. იმედინიუსი