ჭდე: ტყიბული

ტყიბულის მაღაროში დაშავებული ვიტალი ტურძილაძე გარდაიცვალა

ტყიბულის მაღაროში ნახშირის მასამ 2 ადამიანი მოიყოლა

მამაკაცი, რომელიც ტყიბულში კარიერის ჩამონგრევის შედეგად დაშავდა, გარდაიცვალა. ვიტალი ტურძილაძე ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. მას გულ-მკერდის და ფილტვების დაჟეჟილობა ჰქონდა. ექიმების თქმით, მდგომარეობა კრიტიკული იყო და გადარჩენა ვერ მოხერხდა. ტყიბულში ღია კარიერი ორი დღის წინ ჩამოინგრა. მიწის მასაში ორი ადამიანი მოყვა. ერთი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს, მეორე კი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში მოათავსეს. მომხდარზე გამოძიება […]

ტყიბულში გზაზე ესროლა ზ.ს.-ს – მკვლელობისთვის ზ.ჩ. დააკავეს – ვიდეო

ტყიბულში გზაზე ესროლა ზ.ს.-ს - მკვლელობისთვის ზ.ჩ. დააკავეს - ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტყიბულში 9 აგვისტოს მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს. დაკავებულია, წარსულში ყაჩაღობისა და ძალადობისათვის ნასამართლევი – 1986 წელს დაბადებული ზ.ჩ. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 აგვისტოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ […]

ტყიბულში 40 წლის ზაურ სოფრომაძე მანქანაში ჩაცხრილეს

ტყიბულში 40 წლის ზაურ სოფრომაძე მანქანაში ჩაცხრილეს

ტყიბულში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით მამაკაცი ტყიბულის საავადმყოფოში შეყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. მამაკაცს იმ დროს ესროლეს, როდესაც საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა. მას რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი. მას ქალაქის შესასვლელში  ესროლეს. დაღუპული ზაურ სოფრომაძეა, იგი წარმოშობით თერჯოლის რიონის სოფელ რუფოთიდანაა. მთავარის ინფორმაციით, სოფრომაძეს მისივე თანასოფელმა ესროლა, რომელთანაც მას ადრე […]

ტყიბულში მეშახტემ დირექტორის კაბინეტში ვენები გადაიჭრა

ტყიბულში 30 მეშახტე შახტიდან არ ამოდის

ტყიბულში მეშახტემ დირექტორის კაბინეტში ვენები გადაიჭრა. დაშავებული ამ წუთებში საავადმყოფოში გადაყავთ. ჯერჯერობით უცნობია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. “მთავარის” იმერეთის კორესპონდენტის მოპოვებული ინფორმაციით, მეშახტე მძიმე სამუშაო პირობებს აპროტესტებდა და ხელფასის გაზრდას მოითხოვდა. “მთავარი” დეტალებს ადგილზე არკვევს. შეგახსენებთ, რომ ტყიბულელი მეშახტეები უსაფრთხოების ზომების გაძლიერებასა და ხელფასების ზრდას უკვე რამდენიმე კვირაა მოითხოვენ. შახტის თანამშრომლებმა 10 ივნისს მუშაობაზე უარი განაცხადეს, მას შემდეგ, […]

ეკა ისაკაძე – “13 წლის გოგონაზე არ მიძალადია”

ეკა ისაკაძე - "13 წლის გოგონაზე არ მიძალადია"

იმერეთის კრიმინალური პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელს არასრულწლოვანის მიმართ ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებენ. საუბარია ტყიბულში მომხდარ შემთხვევაზე, როცა ოჯახური კონფლიქტის დროს ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. ოჯახის მტკიცებით, გამომძიებელი ეკატერინე ისაკაძე 13 წლის გოგონას დაემუქრა შემაკავებელი ორდერის გამოწერით და დაკავებით, რის მერეც მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. ასატუროვების ოჯახის წევრები დღეს იმყოფებოდნენ, ასევე, ტყიბულის პოლიციასთან და მათ განაცხადეს, რომ ქალი, რომელსაც ისინი ადანაშაულებენ ძალადობაში, ისევ […]

ტყიბულში 13 წლის გოგონამ ვენები გადაიჭრა და მე-4 სართულიდან გადახტომა სცადა

ტყიბულში 13 წლის გოგონამ ვენები გადაიჭრა და მე-4 სართულიდან გადახტომა სცადა

იმერეთის კრიმინალური პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელს არასრულწლოვანის მიმართ ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებენ. საუბარია ტყიბულში მომხდარ შემთხვევაზე, როდესაც ოჯახური კონფლიქტის დროს ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. ოჯახის მტკიცებით, გამომძიებელი ეკატერინე ისაკაძე 13 წლის გოგონას დაემუქრა შემაკავებელი ორდერის გამოწერით და დაკავებით, რის მერეც მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. ბავშვი ჯერ ჩაიკეტა საპირფარეშოში და ვენების გადაჭრა სცადა, შემდეგ კი საცხოვრებელი სახლის მე-4 სართულიდან გადმოხტომას ცდილობდა. დაწყებულია გამოძიება […]

ტყიბულში 30 მეშახტე შახტიდან არ ამოდის

ტყიბულში 30 მეშახტე შახტიდან არ ამოდის

მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირების ინფორმაციით, დღეს დილიდან ტყიბულში პროტესტი განახლდა – 15-მდე მეშახტე მინდელის, ხოლო ამდენივე ძიძიგურის სახელობის შახტში ჩავიდნენ და უარს ამბობენ ამოსვლაზე მანამ, სანამ არ მოხდება მიმდინარე ხელფასების გაცემა და მეშახტეების სრული ინფორმირება ნახშირმოპოვების პროცესის აღდგენის პერსპექტივებთან დაკავშირებით. მეშახტეებს, როგორც წესი, შრომის ანაზღაურება 15 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ, თუმცა კომპანიამ ისინი სასწავლო წლის […]

ტყიბულში, ქვანახშირის კარიერში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ტყიბულში, ქვანახშირის კარიერში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ტყიბულში ქვანახშირის კარიერში ჩამოშლილი მიწის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. სამაშველო სამუშაოები ქვანახშირის ღია მოპოვების კარიერზე მთელი ღამის მანძილზე მიმდინარეობდა. ტყიბულში, ქვანახშირის კარიერში მიწა და ქვანახშირის მასა გუშინ ჩამოიშალა და 55 წლამდე მამაკაცი მოიყოლა. ტყიბულის კარიერზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, „საქნახშირმა“ გუშინ განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2018 წლის 16 ივლისის შემდეგ ტყიბულში ნახშირის მოპოვებითი სამუშაოები […]

ტყიბულის კარიერში მიწა ჩამოიშალა და 55 წლის მამაკაცი მოიყოლა

ტყიბულის კარიერში მიწა ჩამოიშალა და 55 წლის მამაკაცი მოიყოლა

უბედური შემთხვევა ტყიბულში – ქვა-ნახშირის კარიერში მიწა ჩამოიშალა, რომლის ქვეშაც 55 წლამდე მამაკაცი მოჰყვა. ინფორმაცია “რუსთავი 2”-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურმა დაუდასტურა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ტყიბულში, ქვა-ნახშირის კარიერში ერთ-ერთი მუშის შესვლის დროს მიწისა და ქვა-ნახშირის მასა ჩამოიშალა, რომელმაც 55 წლამდე მამაკაცი ქვეშ მოიყოლა. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე უმოკლეს დროში მოხდა […]

ტყიბულის საავადმყოფოში სკოლის 16 მოსწავლე გადაიყვანეს

H1N1-ის ვირუსით გორში 48 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ტყიბულის საავადმყოფოში, სავარაუდოდ, ალერგიის დიაგნოზით სკოლის 16 მოსწავლე გადაიყვანეს. კლინიკაში ამბობენ, რომ მოსწავლეები ტყიბულის N1 საჯარო სკოლიდან შეიყვანეს. მედიკოსების თქმით, მათ გამონაყარი, ქავილი და თავბრუსხვევა აღენიშნებოდათ. როგორც “ნიუპოსტს” ტყიბულის კლინიკის ადმინისტრაციაში განუცხადეს, რა გახდა მოსწავლეების მოწამვლის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. მათივე ცნობით, კლინიკაში ამჟამად 1 მოზარდი რჩება ხოლო, 15 მოსწავლე უკვე გაწერილია ბინაზე. “შემოყვანილი იყო 16 […]