ჭდე: უეფა

უეფა სეზონის განახლების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მაისის ბოლოს მიიღებს

ევროპის ჩემპიონატი 2021 წლის ზაფხულამდე გადაიდო

უეფა 27 მაისს ვიდეო კონფერენციას ჩაატარებს, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს იმის შესახებ თუ როდის განახლდება ევროპაში შიდა ჩემპიონატები და ევროტურნირები. მანამდე კი ევროპის წამყვანი ქვეყნები შეაჯამებენ მიმდინარე პროცესებს და უეფას თავიანთ გეგმას შესთავაზებენ. ყველაზე ახლოს ჩემპიონატის განახლებასთან გერმანია არის, რომელიც ამის გაკეთებას 9 მაისს აპირებს, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალური გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

ევროპის ჩემპიონატი 2021 წლის ზაფხულამდე გადაიდო

ევროპის ჩემპიონატი 2021 წლის ზაფხულამდე გადაიდო

უეფამ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც ევროპის ჩემპიონატი წლევანდელ ზაფხულს არ ჩატარდება და ის 2021 წელს გაიმართება. ეს გადაწყვეტილება ოფიციალურია, თუმცა უეფა ჯერ კიდევ განიხილავს როგორ შეიძლება ამ საკითხის მოგვარება, რადგან 2021 წელს სხვა საფეხბურთო ღონისძიებები იყო დაგეგმილი. უეფას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი რომ საკლუბო ტურნირები დაასრულოს და სავარაუდოდ ეს სწორედ ზაფხულში ევროპის ჩემპიონატის არჩატარების ხარჯზე მოხდება. […]

“მე ყოველთვის ადამიანების თანასწორობის მომხრე ვიქნები, მინდორზეც და მინდვრის მიღმაც”- კაშია უეფას მადლობას უხდის

"მე ყოველთვის ადამიანების თანასწორობის მომხრე ვიქნები, მინდორზეც და მინდვრის მიღმაც"- კაშია უეფას მადლობას უხდის

ლგბტ თემის ურყევი მხარდაჭერისთვის თანასწორი თამაშის ჯილდოს მიღებას, საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია ეხმაურება. ქართველი ფეხბურთელი უეფას მადლობას უხდის და აცხადებს, რომ ადამიანების თანასწორობის მომხრე იქნება როგორც მინდორზე ასევე მინდვრის მიღმაც: „მე ყოველთვის ადამიანების თანასწორობის მომხრე ვიქნები , მინდორზეც და მინდვრის მიღმაც“- განაცხადა გურამ კაშიამ. შეგახსენებთ, უეფა-ს გადაწყვეტილებით, Equal Game-ის ჯილდოს პირველი მფლობელი საქართველოს […]

გურამ კაშია უეფამ დააჯილდოვა

გურამ კაშია უეფამ დააჯილდოვა

გურამ კაშიამ უეფას მიერ ახალდაწესებული equal game-ის ჯილდო მოიგო. ეს ჯილდო იმ ფეხბურთელებს გადაეცემათ, რომლებიც ხელს უწყობენ ფეხბურთის ხელმისაწვდომობის და თანასწორუფლებიანობის პოპულარიზაციას ევროპაში. კაშიამ 2017 წლის ოქტომბერში მხარზე ცისარტყელის ფერის სამკლაური გაიკეთა, რითიც დაგმო ლგბტ პირებზე განხორციელებული ძალადობა. სავარაუდოდ ეს გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც უეფამ კაშია დააჯილდოვა. ქართველი ფეხბურთელი თავის ჯილდოს 30 აგვისტოს […]

საქართველოს 2020 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე მოხვედრა გაუადვილდება – უეფამ საქართველოსთვის მისაღები პროექტი დაამტკიცა

საქართველოს 2020 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე მოხვედრა გაუადვილდება - უეფამ საქართველოსთვის მისაღები პროექტი დაამტკიცა

2018 წლის სექტემბრიდან უეფა-ს ახალი ტურნირი, ერთა ლიგის გათამაშება დაიწყება. ორგანიზაციის წევრი 55 ქვეყანა ოთხ ლიგაში განაწილდება – ეს 2017 წლის 11 ოქტომბერს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებისას არსებული ფიფა-ს რეიტინგის მიხედვით მოხდება. ამით უეფა-მ გადაწყვიტა, შედარებით დაბალრეიტინგულ ქვეყნებს სტიმული მისცეს, ხოლო ნაკლებად მნიშვნელოვანი ამხანაგური მატჩები იმ თამაშებით შეცვალოს, რომლებიც ქვეყნებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ახალ შანსს მისცემს. ამ ეტაპზე შესაძლო განლაგება […]