ჭდე: უკრაინა

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში მძევლად საქართველოს მოქალაქეები აიყვანეს

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში მძევლად საქართველოს მოქალაქეები აიყვანეს

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში მძევლად საქართველოს მოქალაქეები აიყვანეს. ქართველების ვიდეომასალა რომელთა ვინაობას ჩვენ არ ვასახელებთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. კადრებით დგინდება, რომ ქართველ მებრძოლებს რუსი ოკუპანტები კამერის წინ მათთვის სასურველი ტექსტის წაკითხვას აიძულებენ, აუდიო სკანირებით მარტივად დგინდება, რომ ეს ჩანაწერი სიტყვა-სიტყვა არის დამონტაჟებული . საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში “პირველებს” უთხრეს, რომ საკითხის მოკვლევა მიმდინარეობს. რაც შეეხება ტყვედ […]

უკრაინელი სამხედროები ბახმუტის მიმართულებით წინ მიიწევენ

კიევის ოლქში სულ 900 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინელი სამხედროები ბახმუტის მიმართულებით წინ მიიწევენ. “უკრაინელი სამხედროები შეტევით ოპერაციებს აგრძელებენ და ბახმუტის მიმართულებით წინ მიიწევენ. ერთ-ერთი რუსი სამხედრო მეთაურის თქმით, უკრაინულმა ძალებმა სრულად განდევნეს რუსული ჯარები ანდრიივკადან, ბახმუტიდან სამხრეთ-დასავლეთით 10 კილომეტრში, თუმცა ჯერჯერობით, არ არსებობს ვიზუალური დადასტურება იმისა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სოფელი გაათავისუფლეს”, – აცხადებს ომის კვლევის ამერიკული […]

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში ქართველი მებრძოლი არკადი კასრაძე დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლი ქართველები იტყობინებიან. “პირველებისთვის” გარდაცვლილის ვინაობა ცნობილია, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა, ოჯახს ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდეს, ქართველი გმირის ვინაობას არ ვასაჯაროვებთ. ის 47-ე ქართველი მებრძოლია, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომს შეეწირა.

კიევში რუსული სადაზვერვო თვითმფრინავი ჩამოაგდეს

კიევში რუსული სადაზვერვო თვითმფრინავი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით კიევში რუსული სადაზვერვო თვითმფრინავი ჩამოაგდეს – ამის შესახებ ცნობას კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, სერგეი პოპკო Telegram-ზე ავრცელებს. „ბოლო საჰაერო განგაშის დროს, კიევის საჰაერო სივრცეში მტრის სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს. დრონი გაანადგურეს საჰაერო თავდაცვის ძალებმა და აქტივებმა“,- ნათქვამია განცხადებაში. პოპკოს თქმით, მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება, […]

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 464 ბავშვი დაიღუპა

"ბავშვების დაჩოქება სკოლის ტერიტორიაზე არ მომხდარა" - მანდატურის განცხადება

უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან დღემდე 464 ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. ამავე ცნობით, 935-ზე მეტი ბავშვი სხვადასხვა ხარისხით დაშავდა. პროკურატურა გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ ეს რიცხვები არ არის საბოლოო. ამასთან, ერთი წლის განმავლობაში რუსული ძალების მიერ დაბომბვის შედეგად 3 126 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა.

ამერიკის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

ამერიკის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. ვიდეო და ფოტო მასალას უკრაინული მედია ავრცელებს. ვიდეოში ჩანს, რომ ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად კიევის ცენტრში, მიხაილოვსკაიას მოედანზე გადაადგილდება. ვიდეოში ისმის საჰაერო განგაშის ხმაც. ვიზიტის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გავრცელებული არ იყო. ცნობილი იყო, რომ უკრაინაში რუსეთის ომის წლისთავთან დაკავშირებით ბაიდენი პოლონეთში ჩასვლას აპირებდა.

სამი რუსი ავტორიტეტი, რომელიც „ვაგნერის“ წევრი იყო, უკრაინაში მოკლეს

სამი რუსი ავტორიტეტი, რომელიც „ვაგნერის“ წევრი იყო, უკრაინაში მოკლეს

ellingcat-ის საგამოძიებო ჯგუფი ამბობს, რომ სამი რუსი კრიმინალური ავტორიტეტი დაიღუპა უკრაინაში ომში. ისინი კოლონიებში კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერმა” გაუშვა. მათი ცნობით, დაღუპულები არიან 59 წლის სერგეი მაქსიმენკო, 55 წლის ანდრეი ბერეჟნიხი და 55 წლის იგორ კუსკი. Bellingcat წერს, რომ ანდრეი ბერეჟნიხს 2013 წელს, რუსეთის უზენაესმა სასამართლომ 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მას მკვლელობას, ასევე მრავალ სხვა […]

ავიაკატასტროფას კიევის ოლქში შს მინისტრი და კიდევ ორი უკრაინელი მაღალჩინოსანი ემსხვერპლა

ავიაკატასტროფას კიევის ოლქში შს მინისტრი და კიდევ ორი უკრაინელი მაღალჩინოსანი ემსხვერპლა

ბროვარში მომხდარ ავიაკატასტროფას, რა დროსაც უკრაინელი სახელმწიფო მოხელეები, მათ შორის, შს მინისტრი დენის მონასტირსკი დაიღუპა, უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო ეხმაურება და წერს, რომ მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ის უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს: “ჩემი მეგობრები, უკრაინის სახელმწიფო მოხელეები – შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, ჟენია ენინი [მოადგილე] და იურა ლუბკოვიჩი [სამინისტროს სახელმწიფო მდივანი] დაიღუპნენ ბროვარში სახელმწიფო […]

გუშინ ღამით რუსებმა ხერსონი 46-ჯერ დაბომბეს

აზოვსტალის ქარხანაზე რუსების გუშინდელ შეტევას 2 ქალი ემსხვერპლა

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადამინისტრაციის ხელმძღვანელის, იაროსლავ იანუშევიჩის განცხადებით, გუშინ ღამით რუსებმა ხერსონი 46-ჯერ დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა. „რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის ტერიტორია 46-ჯერ დაბომბეს. გასული დღის განმავლობაში, რუსული დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ხერსონის რეგიონის კიდევ 2 მცხოვრები სხვადასხვა სიმძიმით დაშავდა”, – თქვა ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. იანუშევიჩის თქმით, რუსი ოკუპანტები იყენებდნენ […]

„დაჭრილია მეთაური, დანარჩენი ბიჭები ალყაში არიან”

აზოვსტალში ქართველი მებრძოლი, ტატო ბიგვავა დაიღუპა

ცნობილი ხდება, რომ უკრაინაში ქართველი მეთაური დაიჭრა, – ამის შესახებ „მთავარ არხთან” უკრაინიდან პირდაპირი ჩართვისას, რომეო ფარულავამ ისაუბრა. მისივე ინფორმაციით, ქართველი მებრძოლების ნაწილი უკრაინელებთან ერთად, ბახმუტთან, ახლა ალყაში არიან მოქცეული. „დაჭრილი არის მეთაური… დანარჩენი ბიჭები, ვინც არიან, ჩვენს უკრაინელ ძმებთან ერთად ალყაში არიან მოქცეული. ამ დროისთვის მიმდინარეობს ბრძოლა, ამ ბიჭების გამოსაყვანად, ვინც ცოცხლები არიან და […]