უფლისციხის ნასოფლარის მხარეს კლდეში გამოკვეთილი ეკლესია ამჟამად მიუვალია. 10-წლის წინ ჩამოშლილმა კლდეებმა მისასვლელი გზა საბოლოოდ დააზიანა. საფეხურები, რომლებიც კლდეში იყო ამოჭრილი, ნალექებმა წაშალეს და ზედ ეკალ-ბარდი ამოვიდა. ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში 90-იან წლებამდე ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო მატყლით შეკერილი საბნები, რომლებიც უშვილო ქალების ღამის გასათევად იყო გათვალისწინებული. უფლისციხელებს ახსოვთ, რომ ეკლესია მოქმედი იყო. ფიცრებისგან გამოქვაბულის გარეთ […]