ჭდე: ფეიქრების ქუჩა

ფეიქრების ქუჩაზე ერთმანეთს 4 მანქანა შეეჯახა – 3 ადამიანი დაშავდა

ფეიქრების ქუჩაზე ერთმანეთს 4 მანქანა შეეჯახა - 3 ადამიანი დაშავდა

თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე ერთმანეთს 4 მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, დაზიანება კი მსუბუქი ხასიათისაა. “ნიუპოსტს” შს სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის ან წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ხანძარი ფეიქრების ქუჩაზე ლიკვიდირებულია

ხანძარი ფეიქრების ქუჩაზე ლიკვიდირებულია

შეტყობინებაზე რეაგირება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ფეიქრების ქუჩაზე, GWP-ს საწყობში ხანძარი ლიკვიდირებულია. “შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112″-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე არსებულ საწყობში, შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი. შეტყობინებაზე რეაგირება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაუყონებლივ მოახდინა. ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს დაახლოებით 200 კვ/მ ფართობზე გავრცელებული ხანძარი დახვდათ. არსებობდა […]

ფეიქრების ქუჩაზე ხანძარია

ფეიქრების ქუჩაზე ხანძარია

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონში,  ფეიქრების ქუჩაზე ხანძარია. ცეცხლი კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ფაუერის“ საწყობში გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე სამი სახანძრო მანქანა მუშაობს და კიდევ რამდენი ჯგუფია გაგზავნილი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებს ქარი ართულებს, თუმცა ცეცხლის სხვა შენობებზე  გავრცელების საფრთხე არ არსებობს. პირველი არხი

ფეიქრების ქუჩაზე ავტომობილების ნაწილების მაღაზიები დაიწვა

ფეიქრების ქუჩაზე ავტომობილების ნაწილების მაღაზიები დაიწვა

თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე ავტომობილების მეორადი ნაწილების რამდენიმე მაღაზია დაიწვა.საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ადგილზე 6 სახანძრო- სამაშველო ჯგუფი მუშაობდა და დამწვარია 100 კვ.მ ფართობი. ნიუპოსტი

თბილისში ფეიქრების ქუჩაზე მანქანამ კაცი მოკლა

ფოთის ”კოლხეთის” ფეხბურთელებით სავსე მანქანა შავშვებთან ამოტრიალდა - დაიღუპა მძღოლი, დაშავდა 6 მგზავრი

ავტოსაგზაო შემთხვევას თბილისში ქვეითის სიცოცხლე ემსხვერპლა. ფეიქრების ქუჩაზე მსუბუქი ავტომანქანა შუახნის მამაკაცს დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც შს სამინისტროში „რუსთავი2“-ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

თბილისში მანქანა ამოტრიალდა – დაშავდა 3 ადამიანი

ზემო ფონიჭალის საბავშვო ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე. შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. სამივე მათგანს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ. მათ კლინიკაში გადაყვანაზე უარი განაცხადეს. თვითმხილველთა თქმით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, გარე განათების ბოძს შეეჯახა და ამოტრიალდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ნიუპოსტი