ჭდე: ფეხის მოტეხვა

ჯო ბაიდენმა ძაღლთან თამაშის დროს ფეხი მოიტეხა

ჯო ბაიდენმა ძაღლთან თამაშის დროს ფეხი მოიტეხა

ჯო ბაიდენმა ფეხი მოიტეხა. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს. არჩეულ პრეზიდენტს გამოკვლევის შედეგად ტერფის ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა. მან დაზიანებები იმ დროს მიიღო, როდესაც საკუთარ ძაღლს ასეირნებდა. ბაიდენს დონალდ ტრამპმა მალე გამოჯანმრთელება უსურვა. რუსთავი 2

შხარადან ფეხმოტეხილი ალპინისტი ჩამოიყვანეს – ვიდეო

შხარადან ფეხმოტეხილი ალპინისტი ჩამოიყვანეს - ვიდეო

მესტიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს სამთო მაშველებმა შხარას მყინვარიდან ფეხმოტეხილი ალპინისტი ჩამოიყვანეს. დაშავებული უზბეკეთის მოქალაქეა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ​მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პირველი https://www.facebook.com/EmergencyManagementService/videos/1835590543411836/

ჟურნალისტ გიორგი საკარულს ფეხი აქვს მოტეხილი – ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევამ 10-ზე მეტი ადამიანი დააზიანა

ჟურნალისტ გიორგი საკარულს ფეხი აქვს მოტეხილი - ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევამ 10-ზე მეტი ადამიანი დააზიანა

ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ჟურნალისტის, გიორგი საკარულის, ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჯი ეიჩ-ენის ჟურნალისტი ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება. მას ფეხი აქვს მოტეხილი და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. მეტრო ”ვარკეთილში” მომხდარი შემთხვევის შედეგად ”ამტელ ჰოსპიტალში” თავის ტვინის შერყევის დიაგნოზით 4 პაციენტი მკურნალობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ”ამტელ ჰოსპიტალის” კლინიკურმა დირექტორმა ლაშა მაჭარაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, დაშავებულთა ასაკი […]