ჭდე: ფეხსაცმელი

დემნა გვასალიამ ლიფისგან ფეხსაცმელი შეკერა – ის 936 დოლარი ღირს

დემნა გვასალიამ ლიფისგან ფეხსაცმელი შეკერა - ის 936 დოლარი ღირს

მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ, საზოგადოებას გუშინ ახალი კოლექცია წარუდგინა. კოლექციაში შესულია ქალის თეთრეულისგან შექმნილი ფეხსაცმელი, რომლის ღირებულებაც 936 დოლარია. ფეხსაცმელი ლიფისგან არის შეკერილი და მასში ყველა მაქმანია გამოყენებული. ფეხსაცმლის ზომის დარეგულირება მის მფლობელს ხელით შეუძლია.

თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს ფეხსაცმელები არ ეცვა – ვიდეო

თამარ ბაჩალიაშვილის საბანკო ანგარიშებზე დიდი ფულია ნაპოვნი - ვიდეო

საინფორმაცო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, მაშინ, როცა თამარ ბაჩალიაშვილი მაწევანის მიმდებარე ტერიტორიაზე საკუთარი ავტომობილის უკანა სავარძელზე გარდაცვლილი იპოვეს, ფეხსაცმელები არ ეცვა. ის, რომ გარდაცვლილს ფეხსაცმელები არ ეცვა, ჩანს მისი ცხედრის ავტომობილიდან გადმოსვენების ამსახველ ვიდეო კადრებშიც. ინფო რუსთავს აღნიშნული ფაქტი ბაჩალიაშვილების ოჯახის ინტერესების დამცველმა მიხეილ რამიშვილმაც დაუდასტურა. ჩვენს კითხვას, ამოიღო თუ არა თამარ ბაჩალიაშვილის ფეხსაცმელები გამოძიებამ […]

ფეხსაცმელში დამალული ჰეროინისთვის აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

ფეხსაცმელში დამალული ჰეროინისთვის აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, 1976 წელს დაბადებული მამაკაცი ზემო ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს. პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო 4 შეკვრად დაფასოებული 324.93 გრამი ჰეროინი, რომელიც ბრალდებულს ფეხსაცმელში ჰქონდა დამალული. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის […]

ქართულ ჯარს ფეხსაცმელებს თურქული კომპანია შეუკერავს

ქართულ ჯარს ფეხსაცმელებს თურქული კომპანია შეუკერავს

საქართველოს შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობას ფეხსაცმელს თურქეთში შეუკერავენ. თავდაცვის სამინისტრომ თურქულ კომპანია yakupoglu-სთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, თურქულმა კომპანიამ 22.500 წყვილი მაღალყელიანი ფეხსაცმელი უნდა შეკეროს. შეკვეთის საერთო ღირებულება კი 832.500 დოლარია. აღსანიშნავია, რომ შეიარაღებულ ძალებზე გაცემულ მაღალყელიან ფეხსაცმელებს, ვადა 2017 წლის ბოლოს ამოეწურა. გასულ წელს ფეხსაცმელების შეძენაზე გამოცხადებლი ტენდერი კი ჩაიშალა. ამიტომ შეიარღებულ ძალებს […]