ჭდე: ფილიპე კოუტინიო

კოუტინიომ ბაიერნზე პირველი კომენტარი გააკეთა

კოუტინიომ ბაიერნზე პირველი კომენტარი გააკეთა

ფილიპე კოუტინიო ერთწლიანი იჯარით მიუნხენის ბაიერნს შეუერთდა და სეზონის ბოლოს ბაიერნს მისი გამოსყიდვის უფლება ექნება, რაც მიუნხენელებს 120 მილიონი დაუჯდებათ. კოუტინიომ განაცხადა რომ მისთვის ბაიერნში თამაში დიდი პატივია და ის ყველაფერს გააკეთებს რომ ამ გუნდთან ერთად ტიტულები მოიგოს: ”ბაიერნი მსოფლიო ფეხბურთის გრანდია და ამ გუნდს დიდი ამბიციები აქვს, ისევე როგორც მე. შევეცდები რომ ბაიერნს მაქსიმალურად […]

კოუტინიოში 115 მილიონის გადახდა არავის უნდა

ფილიპე კოუტინიო ოფიციალურად ბარსელონას ფეხბურთელია

ბარსელონა ცდილობს ბრაზილიელი ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო სარფიანად გაყიდოს, მაგრამ ჯერჯერობით კოუტინიოს მსურველები არ ჰყავს. უფრო სწორედ 115 მილიონის გადახდა არავის უნდა, ბარსელონა კი სწორედ ამ თანხას ითხოვს. ფასის დაკლებას კატალონიელები არ აპირებენ, ამიტომ შესაძლოა კოუტინიო ბარსელონაში დარჩეს. ბარსელონას ხელმძღვანელობა კოუტინიოს თამაშით უკმაყოფილოა და მისი გაყიდვაზე საუბრები ლივერპულთან წაგების შემდეგ დაიწყო.

კოუტინიო ბარსელონადან წასვლას არ აპირებს

ფილიპე კოუტინიო ოფიციალურად ბარსელონას ფეხბურთელია

ბარსელონას ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ფილიპე კოუტინიომ ერთ-ერთ ინტერვიუში უარყო ის ფაქტი, რომ ის ბარსელონას დატოვებას აპირებს. კოუტინიოს თქმით პრესაში გავრცელებული ინფორმაცია მხოლოდ ჭორებია და სიმართლეს არ შეესაბამება: ”ჩემზე ბევრი რამ იწერება და მინდა ვთქვა, რომ ეს ყველაფერი ტყუილია. ბარსელონაში ბედნიერი ვარ, თუმცა მინდა რომ უკეთესად ვთამაშობდე და ამისთვის ვარჯიშებზე ბოლომდე ვიხარჯები. იმედი მაქვს, ბარსელონაში კიდევ დიდხანს […]

ფილიპე კოუტინიო: ”მინდა რომ ნეიმარი დაბრუნდეს”

ფილიპე კოუტინიო: ”მინდა რომ ნეიმარი დაბრუნდეს”

ბარსელონას ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ფილიპე კოუტინიომ ნეიმარის ბარსელონაში დაბრუნებაზე ისაუბრა და თქვა რომ მას ძალიან გაუხარდება ნეიმართან ერთად გუნდში თამაში: ”ნეიმარი შესანიშნავი ფეხბურთელია და თუ ის ბარსელონაში დაბრუნდა, ეს ძალიან გამიხარდება. ჩვენ ნაკრებში ერთად ვთამაშობთ და ნეიმარი ყოველთვის ახერხებს ჩემს გაოცებას. გარდა ამისა, ის კარგი ადამიანი და მეგობარია”–განაცხადა ფილიპე კოუტინიომ. ნეიმარის დაბრუნებაზე თანახმაა ივან რაკიტიჩიც, რომელმაც […]

ფილიპე კოუტინიომ მესიზე ისაუბრა

ფილიპე კოუტინიომ მესიზე ისაუბრა

ბარსელონას ბრაზილიელმა ახალწვეულმა ფილიპე კოუტინიომ ლიონელ მესიზე ისაუბრა და თქვა, რომ მესი მას ყოველდღე აკვირვებს თავისი ოსტატობით. კოუტინიომ აღიარა რომ მესისთან ერთად თამაშზე ყოველთვის ოცნებობდა: ”როდესაც მოედანზე მესისთან ერთად გამოდიხარ, ეს უდიდესი ბედნიერებაა. ყოველთვის ვიცოდი მისი შესაძლებლობები, მაგრამ ლეო ყოველდღე მაოცებს. ინიესტაც შესანიშნავი ფეხბურთელია, რომლისგანაც ბევრ რამეს ვისწავლი”–განაცხადა ფილიპე კოუტინიომ. ფილიპე კოუტინიო ბარსელონას ფეხბურთელი 2018 […]

ფილიპე კოუტინიო დროებით ლივერპულში დაბრუნდება

ფილიპე კოუტინიო დროებით ლივერპულში დაბრუნდება

ბარსელონას ახალწვეული ფილიპე კოუტინიო თავის ყოფილ თანაგუნდელებს გამოემშვიდობება და ის ლივერპულში წვეულების გამართვას აპირებს. ამის შესახებ კოუტინიოს ყოფილმა თანაგუნდელმა ადამ ლალანამ დაწერა სოციალურ ქსელში. თვითონ კოუტინიომ ასევე განაცხადა რომ მას სურს დროებით ლივერპულში დაბრუნება და თავის თანაგუნდელებთან დამშვიდობება. ჯერჯერობით ცნობილი არ არის თუ როდის გამართავს კოუტინიო გამოსამშვიდობებელ წვეულებას ლივერპულში.

ფილიპე კოუტინიომ ბარსელონას შემადგენლობაში პირველი შეხვედრა ჩაატარა

ფილიპე კოუტინიომ ბარსელონას შემადგენლობაში პირველი შეხვედრა ჩაატარა

ბარსელონას ბრაზილიელმა ახალწვეულმა ფილიპე კოუტინიომ თავისი გუნდის შემადგენლობაში პირველი შეხვედრა ჩაატარა. კოუტინიოს დებიუტი ესპანიოლის წინააღმდეგ შედგა და ბრაზილიელი ნახევარმცველი თამაშში მე-60 წუთზე ჩაერთო. აღსანიშნავია ის რომ კოუტინიო 2012 წელს ესპანიოლის შემადგენლობაში თამაშობდა. მატჩის შემდეგ კოუტინიომ აღიარა რომ ძალიან ღელავდა, თუმცა როდესაც მოედანზე შევიდა, მაშინვე დამშვიდდა: ”გულშემატკივრები იმდენად თბილად შემხვდნენ რომ ღელვამ გამიარა და თამაშისგან სიამოვნება […]

კოუტინიო ტრავმის გამო 3 კვირას გამოტოვებს

ფილიპე კოუტინიო ოფიციალურად ბარსელონას ფეხბურთელია

ბარსელონას ახალწვეული ფილიპე კოუტინიო ტრავმის გამო სამ კვირას გამოტოვებს და სავარაუდოდ მისი დებიუტი ბარსელონას შემადგენლობაში თებერვლის დასაწყისში შედგება. კოუტინიოს ტრავმა ბარსელონაში ჩამოსვლამდეც აწუხებდა და ამის გამო მან ლივერპულის რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა. მიუხედავად ტრავმისა კოუტინიომ განაცხადა რომ ის ძალიან ბედნიერია. ”ბარსელონა უდიდესი კლუბია და ძალიან ბედნიერი ვარ რომ ამ გუნდის წევრი გავხდი. მესის უკვე ვესაუბრე და […]

ფილიპე კოუტინიო ოფიციალურად ბარსელონას ფეხბურთელია

ფილიპე კოუტინიო ოფიციალურად ბარსელონას ფეხბურთელია

ბრაზილიელი ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო ოფიციალურად ბარსელონას ფეხბურთელია და მალე ის ბარსელონაში ჩავა, სადაც 5 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. კოუტინიოს ყიდვა ბარსელონას ზაფხულშიც სურდა, მაგრამ მაშინ ეს ტრანსფერი არ შედგა. ამჯერად კატალონიელებმა 140 მილიონი ფუნტი გადაიხადეს და ლივერპულმა უარი აღარ თქვა. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ კოუტინიო წელს ბარსელონას შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან […]

კოუტინიოს ნომერი ბარსელონაში უკვე ცნობილია

კოუტინიოს ნომერი ბარსელონაში უკვე ცნობილია

ფილიპე კოუტინიოს ბარსელონაში ტრანსფერზე უკვე დიდიხანია საუბრობენ და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მას ბარსელონაში უკვე ნომერიც შეურჩიეს. კოუტინიო  მე-7 ნომერი იქნება, ხოლო არდა ტურანი კი რომელიც ამჟამად არის ამ ნომრით, ზამთარში ბარსელონას დატოვებს. მიუხედავად ასეთი ინფორმაციისა, ჯერჯერობით არც ლივერპულს და არც ბარსელონას ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ რომ ისინი ტრანფერზე შეთანხმდნენ. უახლოეს დღეებში ბევრი რამ უნდა გახდეს ცნობილი. […]