ჭდე: ფოთი

ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში – დაღუპულია 19 წლის ახალგაზრდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში - დაღუპულია 19 წლის ახალგაზრდა

ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – ჯავახიშვილის ქუჩაზე ავტომობილი გაჩერებულ ტრაილერს დაეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. უბედურ შემთხვევას მანქანის მძღოლის, 19 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა.

11 წლის ბიჭი ფოთში ავარიაში დაიღუპა

ისნის მეტროში ყრუ-მუნჯ მამაკაცზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

ფოთში, ავტოსაგზაო შემთხვევას 11 წლის ბიჭი ემსხვერპლა. შემთხვევა გურიის ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, მოზარდს მანქანა მაშინ დაეჯახა, როდესაც გზაზე ველოსიპედით გადაადგილდებოდა. ფოთის ჰოსპიტლის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, 11 წლის მოზარდი კლინიკაში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმებით მოათავსეს, მას რეანიმაციული ღონისძიებები ჩაუტარდა, თუმცა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ფოთში ახალგაზრდა მამაკაცი უროთი მოკლეს

ისნის მეტროში ყრუ-მუნჯ მამაკაცზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

მკვლელობა მოხდა ფოთში – კაკულიას ქუჩაზე 30 წლამდე კაცი უროთი მოკლეს. შემთხვევას წინ შელაპარაკება უძღოდა. ირკვევა, რომ მკვლელობაში ბრალდებული და გარდაცვლილი მეზობლები იყვნენ. ისინი გვიან ღამით სუფრაზე იმყოფებოდნენ, სადაც არაფხიზელ მდგომარეობაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მოგვიანებით, ბრალდებულმა მოკლულს სახლში მიაკითხა და ურო თავში ჩაარტყა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად […]

ფოთში ახალშობილის მკვლელობაში ბრალდებულ დედას პატიმრობა შეეფარდა

ფოთში ახალშობილის მკვლელობაში ბრალდებულ დედას პატიმრობა შეეფარდა

ფოთში, ახალშობილის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო. დაცვის მხარემ პროცესზე გირაოს შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატმა თქვა, რომ ქალს არასრულწლოვანი შვილი ჰყავს და მისი ოჯახური მდგომარეობა მძიმეა. ადვოკატი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, რომელმაც უნდა დაადგინოს, რა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი. პროკურატურა ამბობს, რომ ქალმა შვილი ჯერ გაგუდა, შემდეგ საკანალიზაციო […]

ფოთში საკანალიზაციოში ნაპოვნი ბავშვის დედა დააკავეს

"უცბად წყალმა გაჭედა" - ფოთში კორპუსის მილში გარდაცვლილი ახალშობილი იპოვეს

ფოთში, საკანალიზაციო მილში ნაპოვნი ახალშობილის დედა სამართალდამცავებს უკვე იდენტიფიცირებული ჰყავთ. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ბავშვის დედა დააკავეს, თუმცა, ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ. ცნობისთვის, ახალშობილის ცხედარი დევნილთა დასახლებაში მას შემდეგ ნახეს, რაც მილი გაიჭედა და ადგილობრივებმა დასახმარებლად ხელოსანი გამოიძახეს.

“უცბად წყალმა გაჭედა” – ფოთში კორპუსის მილში გარდაცვლილი ახალშობილი იპოვეს

"უცბად წყალმა გაჭედა" - ფოთში კორპუსის მილში გარდაცვლილი ახალშობილი იპოვეს

ფოთში, ახალ რაიონში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის საკანალიზაციო სისტემის მილში გარდაცვლილი ახალშობილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, იქ მცხოვრებმა ქალმა ბინაში იმშობიარა. როგორ აღმოჩნდა ახალშობილი საკანალიზაციო მილში, ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. “კანალიზაციის მილმა წყალი არ გაატარა, მოიყვანეს სპეციალისტი და გაწმენდის დროს ახალშობილი იპოვეს. ვინ ჩაიდინა ან ვინ შეიძლება იყოს მეზობელი, არ […]

ფოთში ბინა დაიწვა

ფოთში ბინა დაიწვა

ფოთში, კოსტავას ხუთ ნომერში მდებარე ოთხ სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართულზე ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად ბინა, რომელშიც ცეცხლი გაჩნდა, სრულად დაიწვა, მის გვერდით მდებარე ბინა კი – ნაწილობრივ. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი გაზის გამათბობელი იყო. ადგილზე მეხანძრე-მაშველების ექვსი ეკიპაჟი მუშაობდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. „ცეცხლი დაახლოებით დილის 5 საათზე გაჩნდა. ოჯახის წევრებმა დროულად მოახერხეს […]

ფოთში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ფოთში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ფოთში, კუნძულის უბანში, ზღვის სანაპირო ზოლზე ცხედარი იპოვეს. 73 წლის მამაკაცი სავარაუდოდ ტერიტორიას ასუფთავებდა და გულის შეტევით გარდაიცვალა. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები იმყოფება. მამაკაცის ცხედარი იდენტიფიცირებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ს 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. რუსთავი 2

ფოთში პირველების ჟურნალისტი სოფო ნიაური “ოცნების” აგიტატორმა ცემა

ფოთში პირველების ჟურნალისტი სოფო ნიაური "ოცნების" აგიტატორმა ცემა

ფოთში “პირველების” ჟურნალისტი სოფო ნიაური “ქართული ოცნების” კოორდინატორმა სცემა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები, რომლებიც დაზარალებულ ჟურნალისტს ჰკითხავენ. არსებული ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირების შემსწრე კრიმინალური პოლიციაც გახდა, თუმცა მას მომხდარზე რეაგირება არ მოუხდენია. ტვ პირველი

ფოთში ქალმა ქალი დაჭრა

ფოთში ქალმა ქალი დაჭრა

ფოთში, ნაბადის უბანში, ურთიერთშელაპარაკების შედეგად ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. დაზარალებული მარკეტ “იოლის” თანამშრომელია. მას ზურგის არეში ჭრილობები შუშის ბოთლით აქვს მიყენებული. სავარაუდო დამნაშავე 30 წლამდე ქალია. არსებული ინფორმაციით, ის პოლიციამ უკვე დააკავა. კონფლიქტის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მთავარი