ჭდე: ფონიჭალა

16 წლის გოგონა 6-მა ნიღბიანმა საკუთარი სახლიდან გაიტაცა 

16 წლის გოგონა 6-მა ნიღბიანმა საკუთარი სახლიდან გაიტაცა 

ფონიჭალაში 16 წლის მოზარდს ეძებენ. „პირველებმა” სკოლის მოსწავლის გატაცების ექსლუზიური კადრები მოიპოვა. გოგონა საკუთარი სახლიდან ექვსმა შენიღბულმა მამაკაცმა გაიტაცა. კადრებში კარგადჩანს, როგორ შედიან თავდამსხმელები გოგონას სახლში და როგორ  მიჰყავთ იძულებით. დანაშაულში მხილებული კაცი რუსეთის მოქალაქეა. გატაცებული გოგონას, პაშაევების ოჯახში ამბობენ, რომ გოგონა ახალგაზრდა კაცზე თვეების წინ დანიშნეს, თუმცა მოზარდმა გათხოვებაზე უარი თქვა. დანიშნული იყო ერთი თეა, არ […]

ფონიჭალაში ავტომობილი სკვერში შევარდა, სადაც ბავშვები თამაშობდნენ – არიან დაშავებულები

„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა ამობრუნდა...“ - ავარია კახეთში

ქვემო ფონიჭალის ერთ-ერთ სკვერში, დიდი სიჩქარით მიმავალი ავტომობილი სკვერში შევარდა, სადაც ბავშვები თამაშობდნენ. შემთხვევის შედეგად ორი ბავშვი დაშავდა. ისინი “ჯეო ჰოსპიტალსში” ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ  გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო ღონისძიებები ნარკოდანაშაულს უკავშირდება. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი და სპეცდანიშნულების რაზმი.

ფონიჭალაში შვილმა დედა მძიმედ დაჭრა და ერთი პირი მოკლა

მკვლელობა მოხდა ფონიჭალაში. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, შვილმა, სავარაუდოდ დედას დანით მძიმე ჭრილობები მიაყენა და მოკლა მასთან ერთად მყოფი ერთი ადამიანი. დაჭრილი ქალი სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა. ადგილობრივების ინფორმაციით, დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.

ფონიჭალაში ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა – 3 ადამიანი დაშავდა

თელავში, სახლის სარდაფში 17 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს

ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

ცხელი ხაჭაპურის რიგში დაღლილმა პოლიციელმა 3 ახალგაზრდას სცემა და ესროლა

ცხელი ხაჭაპურის რიგში დაღლილმა პოლიციელმა 3 ახალგაზრდას სცემა და ესროლა

„ნოდარ მელაძის შაბათის” ჟურნალისტის ინფორმაციით, თბილისში, ფონიჭალაში მდებარე პურ-ფუნთუშეულის საცხობთან დაპირისპირება მოხდა – კრიმინალური პოლიციის თანამშრომელმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი იარაღიდან სამ ახალგაზრდას ცეცხლი გაუხსნა. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ანგარიშსწორებასაც. ფონიჭალელი ახალგაზრდები, რომლებიც ახლა დაკავებულები არიან, ირწმუნებიან, რომ 46 წლის  თამაზ საველიევს ხაჭაპურის რიგში დიდი ხანი დგომა დაეზარა და მის წინ მდგარ ახალგაზრდებს აგინა, რასაც ადგილზე […]

ფონიჭალაში პოლიციელი სასტიკად ცემეს

დიდ დიღომში ქარის გამო პოლიციამ ქუჩა გადაკეტა

ფონიჭალაში კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი სასტიკად სცემეს. 45 წლის პოლიციელი გამვლელებმა სცემეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების დროს გომელაურის უწყების თანამშრომელმა გასროლაც მოახდინა. ირკვევა ისიც, რომ ინცინდენტის დროს პოლიციელი სამოქალაქო ფორმაში იყო. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი პოლიციელსა და მოქალაქეებს შორის შუქნიშანზე დაიწყო, შემდეგ კი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. მიყენებული დაზიანებებით კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც “პირველებს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე […]

ფონიჭალაში სომხეთიდან მომავალი ტრაილერი 70 წლის კაცს დაეჯახა

დიდ დიღომში ქარის გამო პოლიციამ ქუჩა გადაკეტა

რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. “მთავარი არხის” ინფორმაციით, საავტომობილო გზის ფონიჭალის მონაკვეთზე სომხეთიდან მომავალი ტრაილერი 70 წლამდე კაცს დაეჯახა, რომელიც ე.წ. ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა. მომხდარის შედეგად კაცი ადგილზე გარდაიცვალა. ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული. ავარიის გამო, დაახლოებით 1 საათის განმავლობაში რუსთავი-თბილისის ცენტრალურ გზაზე მიმოსვლა შეჩერებული იყო.

ფონიჭალაში ამ წუთებში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

საფრანგეთში 16 წლის ქართველი მოკლეს

ამ წუთებში ფონიჭალის დასახლებაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. „კურიერის“ ინფორმაციით, სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს რამდენიმე პირი. საუბარია სავარაუდოდ ნარკოტიკებით სპეციალიზაციის ფაქტზე. შსს-ში ამ დროისთვის კომენტარს არ აკეთებენ.

სპეცოპერაცია ფონიჭალაში – ნარკორეალიზაციაში ბავშვებიც მონაწილეობდნენ

სპეცოპერაცია ფონიჭალაში - ნარკორეალიზაციაში ბავშვებიც მონაწილეობდნენ

“რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, ამ წუთებში თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. გამოვლენილია ნარკორეალიზაციის უპრეცენდენტო სქემა, რომელშიც არასრულწლოვანი ბავშვებიც ჰყავდათ ჩართული. საქართველოში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ნარკორეალიზაციის საქმეში ბავშვები ფიგურირებენ. ჩვენი ინფორმაციით, დაკავებულები ერთი ოჯახის წევრები არიან. “კურიერის” გადამღები ჯგუფი დეტალებს შემთხვევის ადგილზე არკვევს.