ჭდე: ქარელი

ქარელში, 74 წლის ქალის გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე 26 წლის მამაკაცი დააკავეს

თელავში, სახლის სარდაფში 17 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორში, 74 წლის ქალის გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე 26 წლის მამაკაცი ვ.ყ დააკავა. გამოძიებით გაირკვა, რომ ბრალდებულმა ასაკოვანი ქალბატონის სახლში მალულად შეაღწია და  მისი გაუპატიურება სცადა. ფაქტზე გამოძიება 19/137 -ე და 160-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურების მცდელობას და კერძო საკუთრებაში უკანონოდ შეღწევას გულისხმობს. დაკავებულს რვა წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„ღამის შოუს ბენდს” 17.000 ლარს ამჯერად ქარელის მერია ჩაურიცხავს

„ღამის შოუს ბენდს" 17.000 ლარს ამჯერად ქარელის მერია ჩაურიცხავს

„ღამის შოუს ბენდი” ქარელის ბიუჯეტისგან 17 000 ლარს მიიღებს – “მოზაიკას” ინფორმაციით, 5 ნოემბერს, “ქარელობის” გალა კონცერტზე სწორედ ისინი იმღერებენ და ქარელის მერია ამისთვის მათ 17 000 ათას ლარს გადაუხდის. „გადაწყვეტილება მიღებულია, შესყიდვების სააგენტომ ნებართვა მოგვცა 17 000 ლარის დახარჯვაზე”, – ამბობს ქარელის მერიის სპორტისა და კულტურის სამსახურის უფროსი ვახო თურქაძე. შეგახსენებთ, „იმედის” მომღერლებმა კასპის […]

„ქარელის დღე” 5 ნოემბერს აღინიშნება – ,,ღამის შოუს ბენდი” 17.000 ლარს მიიღებს  

„ქარელის დღე'' 5 ნოემბერს აღინიშნება - ,,ღამის შოუს ბენდი'' 17.000 ლარს მიიღებს  

ქარელის დღე 5 ნოემბერს აღინიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას ქარელის მერის კულტურის სამსახურის უფროსი ვახტანგ თურქაძე ავრცელებს. მან თავის მოხსენებით ბარათში ქარელის მერს აცნობა, რომ მიწვეული იქნება ტელეკომპანია ,,იმედის” ღამის შოუს ბენდი – გელა გნოლიძის ხელმძღვანელობით. თურქაძემ ქარელის მერს სთხოვა, რომ ბენდის მომსახურებისთვის 17.000 ლარი გამოიყოს. ქარელობა ბოლო ორი წელია აღარ ტარდებოდა პანდემიის გამო. შიდა ქართლში […]

ტრაგედია ქარელში – 12 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა ამობრუნდა...“ - ავარია კახეთში

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურში მანქანა 12 წლის ბავშვს დაეჯახა. მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. სოფელ საციხურის წარმომადგენლის ცნობით, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. „ძალიან მძიმე ფაქტი მოხდა სოფელში, პოლიციელებმა გამოძიება დაიწყეს, სხვას ვერაფერს გეტყვით“, – ამბობს რწმუნებული. როგორც ამბობენ, მოზარდი საციხური-აბანოს გზაზე მოძრაობდა. მანქანის სარკე ველოსიპედს მოედო. მოზარდი წაიქცა და მძიმე ტრავმა თავის არეში […]

ავარია ქარელთან – რამდენიმე ადამიანი დაშავდა

ავარია ქარელთან - რამდენიმე ადამიანი დაშავდა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის ქარელის მონაკვეთზე მომხდარი ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა ნაწილს სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა ადგილზე გაუწიეს ამბულატორიული დახმარება, ერთ-ერთი დაშავებული კი, ბელარუსის მოქალაქე, ორსული ქალი გორში, კლინიკა ,,გორმედში” გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, პაციენტს უტარდება ყველა საჭირო კვლევა, ამ ეტაპზე, ორსულის და ნაყოფის მდგომარეობა სტაბილურია. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. იპნ

ავარია ქარელში – 1 ადამიანი დაიღუპა

ისნის მეტროში ყრუ-მუნჯ მამაკაცზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

ქარელის რაიონის სოფელ საღოლაშენთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ქვეითად მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. იპნ

ქარელში 3 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს

ქარელში 3 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს

ქარელის მუნიციპალიტეტში 26 აპრილს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა, მათ შორის ერთ-ერთი სატვირთო მიკროავტობუსია. როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, დაშავებულებს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნებათ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური. ინფორუსთავი

ქარელში 22 წლის ბიჭი მოკლეს

ისნის მეტროში ყრუ-მუნჯ მამაკაცზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში ახალგაზრდებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას ერთი ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 22 წლის ახალგაზრდაა, რომელსაც ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანება მიაყენეს. ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაჭრილი ქარელის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა დაშავებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. “მთავარის” ინფორმაციით, გარდაცვლილი ადგილობრივი არაა და ის დღესასწაულთან დაკავშირებით სოფელში სტუმრად იმყოფებოდა. როგორც შსს-ში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება […]

ავარია ქარელთან – 3 ადამიანი დაშავდა

ავარია ქარელთან - 3 ადამიანი დაშავდა

საავტომობილო გზის ქარელის მონაკვეთზე, სოფელ რუისთან ახლოს, ერთმანეთს ავტომობილები შეეჯახნენ. სამი ადამიანი დაშავდა, თუმცა მათგან არცერთის მდგომარეობა არაა მძიმე. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „პრაიმტაიმს“ უთხრეს მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. პრაიმ ტაიმი

სპეცოპერაცია ქარელში – პოლიციამ 2 პირი გამოკითხვაზე გადაიყვანა

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

სპეცოპერაცია ქარელის მუნიციპალიტეტში – სოფელ მოხისში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ორ საცხოვრებელ სახლში იარაღს რამდენიმე საათის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ. ჩხრეკის დასრულების შემდეგ კი, ორი პირი პოლიციის განყოფილებაში, გამოკითხვაზე გადაიყვანეს. მათ წინააღმდეგ პროკურატურას საჩივრით იმ მიწების ახალმა მეპატრონემ მიმართა, რომელსაც ისინი წლების განმავლობაში ამუშავებდნენ, თუმცა, ეკონომიკის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ აუქციონის წესით გაასხვისა. მაშინ ფაქტი ადგილობრივებმა […]