ჭდე: ქართველი კანონიერი ქურდი

ესპანეთში 2 ქართველი და 1 სომეხი კანონიერი ქურდი დააკავეს

ესპანეთში 2 ქართველი და 1 სომეხი კანონიერი ქურდი დააკავეს

ესპანეთის პოლიციამ ქალაქ მარბელიაში ორი ქართველი და ერთი სომეხი „კანონიერი ქურდი“ დააკავა. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია სომხეთის მოქალაქე ა.ს. და საქართველოს მოქალაქეები ლ.ბ. და ი.ფ. სამივე მამაკაცი მარბელიას ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს, სადაც ისინი ერთ-ერთი კონკურენტი დაჯგუფების წევრის მკვლელობას გეგმავდნენ. პოლიციის განცხადებით, დამნაშავეების დაკავება ივნისში ჩატარებული სპეცოპერაციის გაგრძელებაა, როდესაც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობის ბრალდებით 129 ადამიანი დააკავეს.

ნიუ იორკში 15 ქართველ კანონიერ ქურდს ბრალი წაუყენეს

ნიუ იორკში 15 ქართველ კანონიერ ქურდს ბრალი წაუყენეს

ნიუ იორკში ქართული კრიმინალური სამყაროს 15 წარმომადგენელს,  კანონიერ ქურდებს, რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობისთვის ბრალი წაუყენეს. აღნიშნული ბრალდება სულ 33 ადამიანს წაუყენეს. აღნიშნული დაჯგუფების საქმიანობა რეკეტს, ძარცვას, მკვლელობას, თაღლითობას, ნარკოტიკების გავრცელებასა და იარაღის უკანონოდ ტარებას მოიცავდა. ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრო საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე ავრცელებს. გავრცელებულ ინფორმაციაში კანონიერი ქურდის რაჟდენ შულაიას, ასევე ზურაბ ჯანაშვილის, აკაკი […]