ჭდე: ქონების გაყიდვა

თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები 51%-ით გაიზარდა

თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები 51%-ით გაიზარდა

თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები გაიზარდა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული. კერძოდ, მათი ცნობით, 2022 წლის 1-31 მაისის პერიოდში, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობის ზრდა შემცირდა და 2021 წელთან შედარებით – 6%-ს უტოლდება. ამასთან, კვლევის თანახმად, 1-28 მაისის პერიოდში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობის ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 51% შეადგინა. ბიპიენი

მთავრობამ 110 მლნ ლარის სახელმწიფო ქონება გაყიდა და 64 მლნ-ის ინვესტიციას ელოდება

მთავრობამ 110 მლნ ლარის სახელმწიფო ქონება გაყიდა და 64 მლნ-ის ინვესტიციას ელოდება

2018 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, სახელმწიფო ქონების გაყიდვის შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტში 109 803 701.40 ლარის მობილიზება უზრუნველყო. აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-მ ქონების სააგენტოდან გამოითხოვა. სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შედეგად მოსალოდნელი ინვესტიცია 64 000 000 ლარს აჭარბებს. ქონების სააგენტოში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის 9 თვის […]