ჭდე: ქუთაისის ტორპედო

ქუთაისის ტორპედომ ფუნქციონირება დროებით შეწყვიტა

ქუთაისის ტორპედომ ფუნქციონირება დროებით შეწყვიტა

ქართულმა საფეხბურთო კლუბმა ქუთაისის „ტორპედომ“ ფუნქციონირება დროებით შეწყვიტა. აღნიშნულის მიზეზი კლუბში არსებული ფინანსური მდგომარეობაა. კლუბი ბიზნესმენმა ზაალ ჩაჩავამ რამდენიმე თვის წინ მიატოვა და ამ ეტაპისთვის გუნდს 3 მილიონ ლარამდე აქვს დავალიანება. ქუთაისის „ტორპედოს“ მოთამაშეებს რამდენიმე თვეა ხელფასი არ აუღიათ. „კლუბში რამდენიმე თვეა ფინანსური პრობლემებია. გუნდის 10-12 ფეხბურთელი საწვრთნელ ბაზაზე ცხოვრობდა, მაგრამ კლუბში იმდენად ცუდი მდგომარეობაა, […]

ქუთაისის ტორპედო – ”მომდევნო მატჩამდე შეიძლება დავიშალოთ”

ქუთაისის ტორპედო - ”მომდევნო მატჩამდე შეიძლება დავიშალოთ”

საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, ქუთაისის “ტორპედო” კატასტროფულ ფინანსურ მდგომარეობაშია. ეროვნული ლიგის მე-13 ტურში “საბურთალოსთან” დამარცხების (2:3) შემდეგ “ტორპედოს” მწვრთნელმა კახაბერ ჩხეტიანმა დაადასტურა, რომ გუნდი სავალალო მდგომარეობაშია. “პრობლემების ფონზე გამოჩნდა, ხასიათი ვერ იყო საბრძოლო. ჩვენს ბიჭებს ყველას მადლობას ვუხდი, რაც მთელი ამ ხნის მანძილზე გუნდისთვის გააკეთეს. რა ვიცი… ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი, მაგრამ ვართ იმის წინაშე, […]

ტორპედო ლუდოგორეცთან დამარცხდა

ტორპედო ლუდოგორეცთან დამარცხდა

ქუთაისის ტორპედო ევროპის ლიგის პირველ მატჩში ლუდოგორეცთან საკუთარ მოედანზე დამარცხდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 45-ე წუთზე ბრაზილიელმა ვანდერსონმა გაიტანა. პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და სახიფათო მომენტები თითქმის არ იქმნებოდა. ტაიმის ბოლოს ქუთაისელთა უყურადღებობით ვანდერსონმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმში ტორპედო ცდილობდა შეტევაში აქტიურად თამაშს, მაგრამ ლუდოგორეცი თავს კარგად იცავდა და ტორპედომ ვერაფერი მოახერხა. საბოლოოდ […]

ქუთაისის ტორპედომ ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩი მოიგო

ქუთაისის ტორპედომ ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩი მოიგო

ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში “ტორპედომ” “შერიფი” 2:1 დაამარცხა. შეხვედრა ქუთაისელთა აქტიურობით დაიწყო, რამაც მალე შედეგი გამოიღო. შეხვედრის მეათე წუთზე მათე ცინცაძემ ლევან კუტალია მეკარესთან ერთი-ერთზე გადაიყვანა, მაგრამ კუტალიამ კარში დარტყმას გიორგი კუხიანიძისთვის პასის მიცემა არჩია, თუმცა კუხიანიძემ კარებში დარტყმა ვერ შეძლო. მალევე როინ კვასხვაძემ კარებიდან ბურთი ცუდად გამოიტანა, რითიც მოლდოველებმა კარგი შეტევის წამოწყება შეძლეს, რაც […]

ქუთაისის ”ტორპედო” საქართველოს ჩემპიონი გახდა

ქუთაისის ”ტორპედო” საქართველოს ჩემპიონი გახდა

საქართველოს ახალი ჩემპიონი ფეხბურთში ქუთაისის “ტორპედო” გახდა. გადამწყვეტი ბრძოლა დინამო არენაზე გაიმართა, რომელშიც თბილისის “დინამო” “ტორპედოსთან” 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი ტორპედოელმა თორნიკე კაპანაძემ 74-ე წუთზე გაიტანა.

ქუთაისის ”ტორპედო” 300.000 ლარად გაიყიდა

ქუთაისის ”ტორპედო” 300.000 ლარად გაიყიდა

საფეხბურთო კლუბი ქუთაისის “ტორპედო” გაიყიდა. kutaisipost.ge-ს ცნობით, 16 ივნისს გამართულ განმეორებით აუქციონზე კლუბი 100%-იანი წილით, 300.000 ლარად, შპს “ინტერნეიშენალ სოქერ ჰაუსზე” გასხვისდა. “ტორპედოთი” მხოლოდ ერთი მსურველი დაინტერესდა, რომელმაც აღნიშნული ფასი აუქციონზე ორი დღის წინ დააფიქსირა. ცნობილია, რომ კლუბის შეძენით ბიზნესმენი ზაალ ჩაჩავა იყო დაინტერესებული. ცნობილი იმერული კლუბი ქუთაისის მუნიციპალიტეტმა აუქციონზე მაისში გაიტანა. მაშინ ლევან სამხარაულის სახელობის […]