ჭდე: ყაზტრანსგაზი

აფეთქება მოხდა სავარაუდოდ მე-6 სართულზე მდებარე 49-ე ბინაში – „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განცხადებას ავრცელებს

გიგლა თამაზაშვილი „ყაზტრანსგაზ თბილისში“ სპეციალურ მმართველად დაინიშნა

დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განცხადებას ავრცელებს. კომპანიაში ადასტურებენ, რომ 16 იანვარს, აფეთქებამდე ბუნებრივი აირის სუნის შესახებ შეტყობინება მიიღეს. „ყაზტრანსგაზის“ ინფორმაციით, შეტყობინებაში მითითებული ადგილები, ასევე ლიფტის შახტი და კორპუსის მიმდებარედ არსებული ჭები შემოწმდა ბუნებრივი გაზის კონცენტრაციის დამდგენი სპეციალური აპარატით. კომპანიის ცნობით, დეტექტორმა გაზის გაჟონვა არ დააფიქსირა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კორპუსის რამდენიმე ბინაში დამონტაჟებული ბუნებრივი გაზის გაჟონვის დეტექტორები […]

ჰააგაში საქმე, „ყაზტრანსგაზი“ საქართველოს წინააღმდეგ, მორიგებით დასრულდა

გიგლა თამაზაშვილი - “ჩვენ მიერ მოხსნილ გამათბობლებსა და წყალგამაცხელებლებს მოსახლეობა ისევ ამონტაჟებს“

2017 წლის აპრილში „ყაზტრანსგაზმა“, რომელიც ყაზახეთის ძირითადი გაზოენერგეტიკული და გაზოსატრანსპორტო სახელმწიფო კომპანიაა, საქართველოს მთავრობას საერთაშორისო არბიტრაჟში (UNCITRAL) უჩივლა. დავის საგანი – თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ განხორციელებული ინვესტიციის – 130 მილიონი აშშ დოლარის დაბრუნება და დამატებით, ზარალის 50 მილიონი დოლარის იყო. 1956 წელს დაარსებული „თბილგაზი“ „ყაზტრანსგაზმა” 2006 წელს – 12,5 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა. მათ 2011 […]

კალაძე: ”ყაზტრანსგაზის გადაწყვეტილება, გვიჩივლოს სასამართლოში, მოულოდნელია”

კალაძე: ”ყაზტრანსგაზის გადაწყვეტილება, გვიჩივლოს სასამართლოში, მოულოდნელია”

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, ვიცეპრემიერ კახა კალაძის განცხადებით, “ყაზტრანსგაზის” გადაწყვეტილება, რომ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლოს, მოულოდნელია. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მხრიდან არაერთხელ გაკეთებულა განცხადებები მმართველობაში ყაზახური მენეჯმენტის დაბრუნებასთან დაკავშირებით. კალაძის ცნობით, მოლაპარაკებები გრძელდება და, შესაძლოა, საქმე არბიტრაჟამდე არც მივიდეს. – ყაზტრანსგაზთან დაკავშირებით ძალიან ბევრჯერ გაქვთ მოსმენილი ჩემი განცხადებები, მთავრობის განწყობა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი მოთხოვნა […]