ჭდე: ყირგიზეთი

ყირგიზეთის დედაქალაქში ქართველი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს

ავტობუსი, რომელსაც კოვიდინფიცირებულები გადაჰყავდა, ავარიაში მოჰყვა

ყირგიზეთის დედაქალაქში ქართველი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს, – ინფორმაციას ბიშკეკის პოლიცია ადასტურებს. დაკავებულია 33 წლის მამაკაცი, რომელიც, ადგილობრივი მედიის ცნობით, ე.წ. კანონიერი ქურდის, ზაზა ელიკაშვილის, მეტსახელად “კარალეიკას” ნათესავი და ახლო გარემოცვის წევრია. ბრალდებული ნაქირავებ ბინაში აიყვანეს. ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკული ნივთიერებები. დაკავებულს ნარკოდანაშაულსა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან.

ყირგიზეთის პრეზიდენტი გადადგა

ყირგიზეთის პრეზიდენტი გადადგა

ყირგიზეთის პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი თანამდებობიდან გადადგა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. “დედაქალაქ ბიშკეკში საზოგადოებრივი და პოლიტიკური სიტუაცია კვლავ დაძაბულია. გუშინ ჟოგორკუ-კენეშმა (პარლამენტმა) დაამტკიცა მთავრობა და მე მათ დანიშვნას ხელი მოვაწერე, თუმცა ამან დაძაბულობა ვერ განმუხტა. სამწუხაროდ, აგრესია არ ნელდება და ჩემი გადადგომის მოთხოვნა გრძელდება. არსებული ვითარება ახლოსაა ორმხრივ კონფლიქტთან. ერთ მხარეს არიან მომიტინგეები, მეორე […]

ყირგიზეთში სპეცრაზმმა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ატამბაევი დააკავა

ყირგიზეთში სპეცრაზმმა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ატამბაევი დააკავა

ცოტა ხნის წინ ყირგიზეთის სოფელ კოი-ტაშში ჩატარდა სპეცოპერაცია ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ალმაზბეკ ატამბაევის დასაკავებლად, რომელსაც ქვეყნის ახალი ხელმძღვანელობა კორუფციასა და სხვადასხვა დანაშაულებს დებს ბრალად. სპეცრაზმი შეიჭრა ატამბაევის სახლში, სადაც ივნისის ბოლოდან მისი მომხრეების შტაბი მუშაობდა და ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი დააკავა. სპეცოპერაციის დროს ძალოვანებმა გახსნეს ცეცხლი, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის, ჟურნალისტებიც. ყირგიზეთის მოქმედმა […]

19 წლის მომღერალს „თავის მოჭრით“ ემუქრებიან

19 წლის მომღერალს „თავის მოჭრით“ ემუქრებიან

ახალგაზრდა ყირგიზი მომღერალი ქალის მუსიკალური კლიპი ინტერნეტში დიდი ვნებათაღელვის მიზეზი გახდა. 19 წლის ზერე ასილბეკს, რომელიც თავის სიმღერის „გოგო“ ვიდეორგოლში ბიუსტჰალტერით გამოჩნდა, ყირგიზი ქალის იმიჯის შეურაცხყოფის გამო „თავის მოჭრით“ ემუქრებიან. ეს ზერეს პირველი სიმღერაა, რომელიც 2 თვის წინ გამოვიდა, თუმცა აქტუალური ვიდეორგოლის გამოსვლის შემდეგ გახდა. ზერე ასილბეკი მღერის იმაზე, რომ არავინ არ უნდა მიუთითოს ქალებს […]

თითქმის 200 ათასამდე ყირგიზს არ გააჩნია შემოსავლის წყარო

თითქმის 200 ათასამდე ყირგიზს არ გააჩნია შემოსავლის წყარო

მალე ყირგიზეთი სამწუხარო თარიღს აღნიშნავს – სატვირთო ბოინგის ბიშკეკთან განცდილი კატასტროფიდან წლისთავს. ამ ტრაგედიის დროს მსხვერპლი 39 ადამიანს შეადგენდა, აქედან-17 ბავშვი. თუმცა, ამ დრომდე, არც დაღუპულთა ახლობლებს, არც ყირგიზელ ხალხს არ მოუსმენია საბოდიშო სიტყვები იმ საშინელ მოვლენებში მთავარი დამნაშავისაგან – ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ალმაზბეკ ატამბაევისაგან. დღეს უკვე არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, თუ ვინ იყო იმ ტვირთის […]

ყირგიზეთში მიწისძვრა მოხდა

ყირგიზეთში მიწისძვრა მოხდა

ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე მაგნიტუდით 6 მიწისძვრა მოხდა. ნგრევისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. მანამდე, 3 მაისს, აღნიშნულ ტერიტორიაზე მაგნიტუდით 6,6 მიწისძვრა დაფიქსირდა. სტიქიის შედეგად 520 სახლი დაინგრა, მათ შორის საზოგადოებრივი სარგებლობის ობიექტები. დაახლოებით, 500 სახლი კი დაზიანდა.