ჭდე: შავშვები

შავშვებთან მანქანა ამობრუნდა – 4 ადამიანი დაიღუპა

ისნის მეტროში ყრუ-მუნჯ მამაკაცზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

გორი-იგოეთის მონაკვეთზე, სოფელ შავშვებთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. გარდაცვლილთაგან ერთი 8 წლის ბავშვია. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან. რაც შეეხება დაშავებულს, 9 წლის მოზარდმა ავარიის შედეგად მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ გორში, კლინიკა „გორმედშია“ გადაყვანილი, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება. ავტოსაგზაო შემთხვევისას […]

შავშვებთან ავარიაში დაშავებული გიორგი მურადაშვილი გარდაიცვალა

შავშვებთან მომხდარი ავარიის შედეგად კიდევ 1 ადამიანი გარდაიცვალა

გორი-შავშვების მონაკვეთზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულთაგან კიდევ ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა. გიორგი მურადაშვილის ოჯახის გადაწყვეტილებით, დაშავებული კლინიკა „გორმედიდან“ რეანომობილით თბილისში, სამედიცინო ცენტრ „ჯერარსში“ გადაჰყავდათ. პაციენტი აღნიშნულ კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. შეგახსენებთ, 9 ოქტომბერს, გორი-შავშვების საავტომობილო გზაზე ქორწილის კორტეჟში მყოფი ერთ-ერთი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად ერთი ახალგაზრდა ადგილზევე გარდაიცვალა, 3 კი – მძიმედ დაშავდა, რომელთაგან […]

შავშვებთან მომხდარი ავარიის შედეგად კიდევ 1 ადამიანი გარდაიცვალა

შავშვებთან მომხდარი ავარიის შედეგად კიდევ 1 ადამიანი გარდაიცვალა

შავშვებთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. კლინიკაში მოთავსებული სამი ახალგაზრდა მამაკაციდან ერთი, 30 წლამდე მამაკაცი ცოტა ხნის წინ დაიღუპა. ავტობანზე ქორწილის კორტეჟის მანქანა დღეს გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა. მისი ცხედარი გორის პროზექტურაში გადაასვენეს. მთავარი

ქორწილის კორტეჟის მანქანა გორთან გზიდან გადავარდა – 1 ადამიანი დაიღუპა, 3 დაშავდა

დიდ დიღომში ქარის გამო პოლიციამ ქუჩა გადაკეტა

გორი-იგოეთის საავტომობილო მაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა და სამი დაშავდა. შემთხვევის შედეგად დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, სამივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ შავშვებთან მოხდა, ქორწილის კორტეჟის ერთ-ერთი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. იპნ

ავარია შავშვებთან – 4 ადამიანი დაშავდა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის იგოეთი-გორის მონაკვეთზე, სოფელ შავშვებთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს. „გორმედის“ ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის მერაბ მაისურაძის ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაშავებულ ოთხივე პაციენტს სტაციონარული მკურნალობა უტარდება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

ავარია გორთან – პრიუსი მერსედესის გასწრებას ცდილობდა

ავარია გორთან - პრიუსი მერსედესის გასწრებას ცდილობდა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე, შავშვებთან, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების თქმით,  ,,ტოიოტა პრიუსის” მძღოლი ,,მერსედესის” მარკის ავტომობილისთვის გადასწრებას ცდილობდა, რაც ავარიით დასრულდა. 22 და 26 წლის მამაკაცები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა გორში, კლინიკა “გორმედში” გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დაშავებულებს ჩაუტარდათ ყველა საჭირო კვლევა, გაეწიათ შესაბამისი დახმარება და კლინიკას […]

შავშვებთან მინივენი აუდის შეეჯახა – 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 5 ბავშვია

შავშვებთან მინივენი აუდის შეეჯახა - 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 5 ბავშვია

თბილისი – სენაკი – ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე, სოფელ შავშვებთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათგან 5 მცირეწლოვანი ბავშვია. ერთმანეთს სამგზავრო მინივენი და „აუდის“ მარკის მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად დაშავებული 8-ვე მგზავრი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს. „გორმედის“ ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მერაბ მაისურაძის ინფორმაციით, არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „სასწრაფო […]

შავშვებთან დაღუპულები მამა-შვილი სალომე და ბესო ცეცხლაძეები არიან

შავშვებთან დაღუპულები მამა-შვილი სალომე და ბესო ცეცხლაძეები არიან

ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის, გორი-შავშვების მონაკვეთზე დაღუპული მამა-შვილი სალომე და ბესო ცეცხლაძეები არიან. ,,დიანიუსის” ინფორმაციით, გოგონა 20 წლის იყო და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცეკვის მასწავლებელად მუშაობდა. არსებული ინფორმაციით, მანქანა ქვეითად მოსიარულე მამა-შვილს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორივე ადგილზე გარდაიცვალა. ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვლილები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბანში ცხოვრობდნენ. დიანიუსი

ავარია შავშვებთან – 2 ადამიანი დაიღუპა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ორივე დაღუპული ქვეითად მოსიარულე იყო. არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა. როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 პუნქტით მიმდინარეობს.

ავარია შავშვებთან – რამდენიმე ადამიანი დაშავდა

ავარია შავშვებთან - რამდენიმე ადამიანი დაშავდა

ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე სოფელ შავშვებთან ორი მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, რომლებიც საავამდყოფოში არიან გადაყვანილი. რეზონანსი