ჭდე: შახტა

მეშახტეთა ნაწილი პროტესტის ნიშნად შახტში რჩება

მეშახტეთა ნაწილი პროტესტის ნიშნად შახტში რჩება

ტყიბულში, ძიძიგურის სახელობის შახტში დღეს დილით, ტექნიკური სამუშაოების ჩასატარებლად ჩასული მეშახტეები შახტიდან აღარ ამოვიდნენ. 25-მდე მეშახტე ამ დროისთვის ძიძიგურის შახტში, 300 მეტრ სიღრმეზე რჩება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მეშახტე ხვიჩა გაბუნიამ განუცხადა, მანამდე დარჩებიან შახტში, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ისინი ხელისუფლებისგან ითხოვენ, დაუყოვნებლივ აღდგეს შახტებში საწარმოო პროცესი და მაქსიმალურად იყოს დაცული უსაფრთხოების ნორმები. მეშახტეებს კომპანიის მიმართ პრეტენზია […]

“ვიდრე ტყიბულის შახტი დახურული იქნება, დასაქმებულებს ხელფასი აუნაზღაურდებათ” – მამუკა ბახტაძე

"ვიდრე ტყიბულის შახტი დახურული იქნება, დასაქმებულებს ხელფასი აუნაზღაურდებათ" - მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, ვიდრე ტყიბულის შახტი დახურული იქნება, შახტში დასაქმებულებს ხელფასი აუნაზღაურდებათ. “მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება და ყველა პასუხისმგებელი პირი დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით. შახტი არ განაახლებს მუშაობას, ვიდრე არ დასრულდება როგორც სისხლის სამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. შახტში დასაქმებულებს ამ პერიოდის განმავლობაში აუნაზღაურდებათ ხელფასი” – აღნიშნულია პრემიერისგანცხადებაში.

მკვლელი შახტა ტყიბულში – 8 წელიწადში სამუშაოებისას 16 მუშა დაიღუპა

მკვლელი შახტა ტყიბულში - 8 წელიწადში სამუშაოებისას 16 მუშა დაიღუპა

ტყიბულის შახტაში დღეს გამთენიისას მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, სამი კი მძიმედ დაშავდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა მინდელის სახელობის შახტაში, რომლის შედეგადაც ადამიანები გარდაიცვალნენ: 2018 წლის 5 აპრილი – გარდაიცვალა 6 მუშა და დაშავდა 3 2017 წლის 7 მაისი – დაიღუპა 4 ადამიანი 2016 წლის 10 ოქტომბერი – 51 წლის თემურ კაკაურიძე […]