ჭდე: შეკვეთილი

სკუტერი ზღვიდან ამოჰყავდა და დენმა დაარტყა – შეკვეთილში ლადო გოგუა გარდაიცვალა

სკუტერი ზღვიდან ამოჰყავდა და დენმა დაარტყა - შეკვეთილში ლადო გოგუა გარდაიცვალა

ტრაგიკული შემთხვევა მოხდა შეკვეთილში. 22 წლის ლადო გოგუას, რომელიც შეკვეთილში დასასვენებლად იმყოფებოდა, ზღვაში სკუტერის ამოყვანის დროს დენმა დაარტყა. ამის შედეგად ლადო გოგუა გარდაიცვალა. მას რამდენიმე პირთან ერთად სკუტერი სპეციალური ელექტრომოწყობილობით ზღვიდან ამოჰყავდა, როდესაც წყალში მყოფ ახალგაზრდას დენმა დაარტყა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. რუსთავი 2

ივანიშვილის სახლს შეკვეთილში ბოქლომი დაადეს

ივანიშვილის სახლს შეკვეთილში ბოქლომი დაადეს

ხმაური შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან – აქციის მონაწილეებს სურდათ ივანიშვილის რეზიდენციის ჭიშკარი დაებოქლომებინათ, რისი საშუალებაც მათ ადგილზე მობილიზებულმა პოლიციელებმა არ მისცეს. ადგილი ჰქონდა აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებასაც. შეხლა-შემოხლის შემდეგ, აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები შეთანხმდნენ და საინიციატივო ჯგუფის წევრებს უფლება მიეცათ, ბოქლომი სიმბოლურად რეზიდენციის ღობისთვის დაედოთ. ნიუპოსტი

“გააღვიძე ოლიგარქი” – დაპირისპირება შეკვეთილში

"გააღვიძე ოლიგარქი" - დაპირისპირება შეკვეთილში

“გააღვიძე ოლიგარქი” – შეკვეთილში ივანიშვილის სახლთან პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეების თქმით, საჯარო რეესტრიდან მოიპოვეს დოკუმენტი რომლითაც დასტურდება, რომ ივანიშვილის ეზოს ნაწილი სახელმწიფო საკუთრებაა. სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის კი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო როდესაც მათ პოლიციამ ტერიტორიის დატოვება ძალის გამოყენებით დაიწყო.

შეკვეთილში მოშიმშილეებმა შიმშილობა შეწყვიტეს

შეკვეთილში მოშიმშილეებმა შიმშილობა შეწყვიტეს

შეკვეთილში შიმშილობის აქცია შეწყდა. ორგანიზატორების თქმით, ექიმების მოთხოვნა იყო, რომ შიმშილობა შეეწყვითათ. მათივე ინფორმაციით, აქციები კვლავ გაგრძელდება. „ექიმების დაჟინებული მოთხოვნით, შიმშილობის აქცია შევწყვიტეთ. ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მოგვიხდა ამ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა აქციებში აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას” – აღნიშნა მინდია ადაძემ.

შეკვეთილში მთვრალმა პირმა მომიტინგეებს სცენიდან აგინა

შეკვეთილში მთვრალმა პირმა მომიტინგეებს სცენიდან აგინა

შეკვეთილში მიმდინარე აქციაზე ინციდენტი მოხდა. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი სცენაზე ავიდა და აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფა მიაყენა. სიტუაცია სამართალდამცველების ჩარევის შედეგად განიმუხტა. მათ აღნიშნული პირი ტერიტორიიდან გაიყვანეს. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ეს პროვოკაცია იყო, რომელსაც ხელისუფლება აწყობს. იპნ

შეკვეთილში სამხედროებით სავსე მიკროავტობუსი გადაბრუნდა – 12 ჯარისკაცი დაშავდა

შეკვეთილში სამხედროებით სავსე მიკროავტობუსი გადაბრუნდა - 12 ჯარისკაცი დაშავდა

შეკვეთილში სამხედროებით სავსე მიკროავტობუსი გადაბრუნდა. მძიმედ დაშავდა 12 ჯარისკაცი. მიკროავტობუსს სამხედროები ბათუმიდან სენაკში, სამხედრო ბაზაზე გადაჰყავდა, როცა შეკვეთილის მონაკვეთზე მოსრიალდა და გადაბრუნდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნიუპოსტი

შეკვეთილში ივანიშვილის სახლს მომიტინგეები მიადგნენ – ”გადადგეს გახარია!”

შეკვეთილში ივანიშვილის სახლს მომიტინგეები მიადგნენ - ”გადადგეს გახარია!”

შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები თბილისში მიმდინარე აქციას სოლიდარობას უცხადებენ. ადგილზე პოლიციელების უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია. მთავარი მესიჯი შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომაა. ბიძინა ივანიშვილის სახლთან რამდენიმე მათგანი შიმშილობას აპირებს. რუსთავი 2

ივანიშვილის აგარაკთან შეკვეთილში ექიმი ბენო ჭელიძე შიმშილობას იწყებს

ივანიშვილის აგარაკთან შეკვეთილში ექიმი ბენო ჭელიძე შიმშილობას იწყებს

შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის აგარაკთან ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი ბენო ჭელიძე საინიციატივო ჯგუფთან ერთად ხვალიდან შიმშილობას იწყებს. მისი განცხადებით, ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობა ერთი წლის წინ დასრულდა, თუმცა მედპერსონალს ამ დრომდე მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლევა. ისინი დღემდე საქმიანობას ძველ შენობაში აგრძელებენ. მედპერსონალი ამბობს, რომ კლინიკის გადაცემა ერთ-ერთი კერძო სადაზღვევო კომპანიისთვის იგეგმება, რასაც აპროტესტებენ და ითხოვენ, შენობა სახელმწიფოს […]

შეკვეთილში ზღვამ დელფინი გამორიყა, რომელიც ტყვიით იყო მოკლული – ვიდეო

შეკვეთილში ზღვამ დელფინი გამორიყა, რომელიც ტყვიით იყო მოკლული – ვიდეო

შეკვეთილში ზღვამ დელფინი გამორიყა, რომელიც ტყვიით იყო მოკლული – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “მაესტრო” ავრცელებს და ურთავს ვიდეოს. მარშალპრესი https://www.facebook.com/MaestroTVOfficial/videos/2279070349045203/

შეკვეთილში ზღვაში 7 წლის გიორგი ბერიძე დაიხრჩო

შეკვეთილში ზღვაში 7 წლის გიორგი ბერიძე დაიხრჩო

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში მცხოვრები 7 წლის გიორგი ბერიძე უბედური შემთხვევის შედეგად ზღვაში გუშინ წინ დაიხრჩო. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ბავშვის დაღუპვის მიზეზი შეკვეთილი-დენდროლოგიური პარკის მიმდებარედ ზღვის სანაპიროს მონაკვეთზე, მაშველების არყოფნა გახდა. ერთ ერთი ადგილობრივის თქმით, გვიან მოსულმა მაშველებმა მხოლოდ ორი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, ბავშვი კი დაიღუპა. ბერიძეს დღეს, მშობლიურ სოფელ მთისპირში დაკრძალავენ.