ჭდე: შეკრება

ევროპის მოედანზე უცნობის მომხრეები იკრიბებიან

ევროპის მოედანზე უცნობის მომხრეები იკრიბებიან

ევროპის მოედანზე, მომღერალი გია გაჩეჩილაძის (უცნობი) თანამოაზრეები იკრიბებიან. ადგილზე შეკრებილები ევროპის მოედნიდან მსვლელობით საპატრიარქოსთან გადაინაცვლებენ, საბოლოოდ კი ღონისძიება “დედაენის ბაღში” დასრულდება. შეკრების ერთ-ერთი ორგანიზატორის ვატო შაქარიშვილის განცხადებით, ისინი დღეს მშვიდობიანი პროტესტით საზოგადოების უდიდესი ნაწილის პოზიციას დააფიქსირებენ. “ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი იკრიბება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ პოლიტიკურ აქტორს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, მკაფიოდ დაუფიქსიროს, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში […]

ნაცმოძრაობის ოფისში ოპოზიციის ლიდერები შეიკრიბნენ – 3 საათზე მთავრობასთან აქცია იქნება

ნაცმოძრაობის ოფისში ოპოზიციის ლიდერები შეიკრიბნენ - 3 საათზე მთავრობასთან აქცია იქნება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, სადაც პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს, ოპოზიციური პარტიების ლიდერები დახურულ კარს მიღმა შეხვედრას მართავენ. არსებული ინფორმაციით, ლიდერები სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით თათბირობენ. გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში კვლავ რჩებიან პარტიის მხარდამჭერები. ოპოზიცია დღეს, 15:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას გამართავს. სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში […]

მამუკა მდინარაძე – “ნაციონალები ბოროტების გამოვლინებაა, ისინი ვირუსის მხარეს დგანან”

მამუკა მდინარაძე - "პარლამენტში ასამბლეის სხდომა აღარ გაგრძელდება"

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების შეკრებას ეხმაურება. მამუკა მდინარაძე აღნიშნულ ხალხმრავალ შეკრებას „ბოროტებისა და მავნებლობის კიდევ ერთ გამოვლინებად“ აფასებს. „ბოროტებისა და მავნებლობის კიდევ ერთი გამოვლინება. მორიგ ჯერზე ამტკიცებენ, რომ „ნაცები“ ვირუსის მხარეს დგანან!“- წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმში მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართა, სადაც აჭარის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები წარადგინა.

„ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის ლიდერები იკრიბებიან

გახარია თუ ცქიტიშვილი - ვინ შეცვლის ბახტაძეს - დღეს 6 საათზე "ქართულის ოცნება" იკრიბება

„ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის ლიდერები იკრიბებიან. პარტიის ცენტრალურ ოფისში უკვე მივიდნენ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერე კახი კალაძე, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი. „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან სამართალდამცავების არიან მობილიზებულნი. პირველი არხი

“რუსთავი 2”-ის შენობასთან ხალხი შეიკრიბა

"რუსთავი 2"-ის შენობასთან ხალხი შეიკრიბა

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის შენობასთან მოქალაქეები იკრიბებიან. ისინი გადაცემა “პოსკრიპტუმის“ წამყვან გიორგი გაბუნიას განცხადებებს აპროტესტებენ. შეკრებილების განცხადებით, არხმა ქვეყანას ომი გამოუცხადა, თუმცა საზოგადოებას სიმშვიდეში ცხოვრება სურს. ამიტომ ისინი „რუსთავი 2“-ს ბოიკოტს უცხადებენ და გიორგი გაბუნიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ შეგახსენებთ, რომ „პოსტკრპტუმის“ წამყვანმა რუსეთის პრეზიდენტს არაეთიკური განცხადებებით მიმართა. იპნ

თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში სტუდენტები იკრიბებიან

თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში სტუდენტები იკრიბებიან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში სტუდენტები იკრიბებიან. როგორც სტუდენტმა ქეთევან კოკაიამ”ინტერპრესნიუსთან” საუბარში განაცხადა, მათი შეკრების მთავარი მიზანია, ხელისუფლებას დაანახონ, რა შეუძლია სტუდენტობას მაშინ, როცა ქვეყნის სათავეში მყოფი პირები უსამართლობებს ჩადიან. სტუდენტები გუშინ პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს და რუსი დეპუტატის პარლამენტში სიტყვით გამოსვლას აპროტესტებენ. „აქ შეკრებით, გვინდა დავანახოთ ხელისუფლებას, თუ რა შეგვიძლია, როდესაც ჩვენს წინააღმდეგ […]

შეძლებს ივანიშვილი “ქართული ოცნების” გაერთიანებას? – ოფისში უმრავლესობა იკრიბება

„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის წევრები იკრიბებიან

“ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის წევრები იკრიბებიან. მთავარი განსახილველი საკითხი ნარკოპოლიტიკის რეფორმაა. დეპუტატების აცხადებენ, რომ ნარკოპოლიტიკის შეცვლას ეთანხმებიან, თუმცა განსხვავებული ხედვები აქვთ. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ დღევანდელ შეხვედრას ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება. ზაზა გაბუნიას განცხადებით, ის პარტიის თავმჯდომარეა და ერთიანი პოზიცია მასთან კონსულტაციებით უნდა შეჯერდეს. “ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭევთ ამ საკითხს და პოზიციების კონსოლიდაციას. გვაქვს მკაფიოდ განსაზღვრული […]