თურქეთის თასის განმეორებითი ნახევარფინალური მატჩი “ფენერბაჰჩესა” და “ბეშიქთაშს” შორის მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა მიერ მოწყობილი არეულობების გამო მეორე ტაიმში შეწყდა. ამის შესახებ 1TV წერს. შეხვედრის მთავარ არბიტრს მეთ ქალქავანს 0:0-ზე მოუწია თამაშის შეწყვეტა იმის გამო, რომ “ფენერბაჰჩეს” გულშემატკივრებმა ტრიბუნიდან ნასროლი სკამით თავი გაუტეხეს “ბეშიქთაშის” მთავარ მწვრთნელს შენოლ გიუნეშს. შეხვედრა გაურკვეველი ვადით გადაიდო. პირველი მატჩი “ბეშიქთაშის” მოედანზე […]