ჭდე: შეძენა

ევროკავშირი BioNTech-Pfizer-ის კოვიდ 19-ის ვაქცინის 300 მილიონ დოზას შეიძენს

ევროკავშირი BioNTech-Pfizer-ის კოვიდ 19-ის ვაქცინის 300 მილიონ დოზას შეიძენს

ევროკავშირმა გადაწყვიტა, BioNTech-Pfizer-ის ვაქცინის 300 მილიონზე მეტი დოზა შეიძინოს, ინფორმაციას BBC ავრცელებს. მწარმოებელ კომპანიებში აცხადებენ, რომ ქვეყნები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას წლის ბოლოდან მიიღებენ. თუმცა ევროკავშირში  დეტალებზე არ საუბრობენ. წინასწარი მონაცემებით, ვაქცინამ “კოვიდ-19”-ის სიმპტომების გამოვლენისგან ადამიანების 90 პროცენტზე მეტი დაიცვა. ორშაბათს მწარმოებლებმა განაცხადეს, რომ 43.500-ზე მეტი ადამიანი გატესტეს და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არანაირი ეჭვის საფუძველი არ არსებობს. რუსთავი 2

“მეღვინეობა ხარებამ” მეღვინეობა “მარანული” შეიძინა

"მეღვინეობა ხარებამ" მეღვინეობა "მარანული" შეიძინა

“მეღვინეობა ხარებამ” მეღვინეობა “მარანული“ შეიძინა, რითაც კომპანიის წარმადობა წელიწადში 1 მილიონი ბოთლით გაიზრდება – ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ეზუგბაიამ განუცხადა. “მარანული“ საქართველოს ბაზარზე 2012 წლიდან ფუნქციონირებს, ამიერიდან კი ის “ხარება ჯგუფში“ შემავალი ერთ-ერთი კომპანია გახდება. მარანი კახეთის რეგიონში, მუკუზანის მიკროზონაში მდებარეობს. “მარანული“ ახალგაზრდა კომპანიაა, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებდა. კომპანიას საკმაოდ დიდი წარმადობის მარანი […]