ჭდე: შიმშილობა

გლდანის ციხეში 5 პატიმარი მე-12 დღეა, შიმშილობს

გლდანის ციხეში 5 პატიმარი მე-12 დღეა, შიმშილობს

პატიმრების პროტესტი  გლდანის ციხეში – უკვე 12 დღეა, 5 მსჯავრდებული  პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს. ისინი ციხის ადინისტრაციას არაადამიანურ მოპყრობაში, ძალადობაში და ზეწოლაში ადანაშუალებენ. ოჯახის წევრების ინფორმაციით, პატიმრებზე ძალადობა მას შემდეგ დაიწყო,  რაც მათ პროკურატურამ წარდგენილი ბრალდება  ვერ დაუმტკიცა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, მოშიმშილე პატიმრები ამ დროისათვის  დეესკალაციის ოთახებში არიან გადაყვანილები. პატიმრების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს ერთ-ერთი […]

სააკაშვილის თხოვნით, ნაციონალებმა შიმშილობა შეწყვიტეს

სააკაშვილის თხოვნით, ნაციონალებმა შიმშილობა შეწყვიტეს

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან მყოფი მოშიმშილეები მოინახულა და მათ მესამე პრეზიდენტის გზავნილი გააცნო. მიხეილ სააკაშვილმა თხოვნით მიმართა მოშიმშილეებს, რომ იგი თავად მიმართავს შიმშილობას, თუკი ისინი არ შეწყვეტენ პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას. როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ აღნიშნა, მესამე პრეზიდენტის თხოვნას ითვალისწინებენ და შიმშილობას წყვეტენ, თუმცა ამავე დროს, ბრძოლის ახალ […]

ნაციონალების ოფისთან მოშიმშილეებისთვის კარვები გაშალეს

ნაციონალების ოფისთან მოშიმშილეებისთვის კარვები გაშალეს

პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალური ოფისის ეზოში კარვებს შლიან, სადაც პარტიის წევრები პროტესტის ნიშნად დღეიდან შიმშილობას გეგმავენ. ამ დროისთვის ტერიტორიაზე ორი კარავია გაშლილი. მასობრივი შიმშილობის დაწყების შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, შიმშილობის აქცია იქამდე არ შეწყდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება. ამ დროისთვის პარტიის ოფისში იკრიბებიან პარტიის წევრები და მხარდამჭერები. კონკრეტულად ვინ შეუერთდება პროტესტის […]

სააკაშვილი ნაციონალებს – “თუ არ იშიმშილებთ, დაფინანსება შეგიწყდებათ!”

სააკაშვილი - "ბევრი იტყვის, რომ სრულ ჭკუაზე არ ვარ... მექსიკაში 600 მილიონერს ლექცია წავუკითხე...""

პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი თანაპარტიელებისგან შიმშილობის დაწყებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში პარტიას და მის მხარდამჭერ რამდენიმე ორგანიზაციას, დაფინანსება შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაცია “კურიერისთვის” გახდა ცნობილი. მიხეილ სააკაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს მისი გათავისუფლების მოთხოვნით, უფრო ქმედითი და რადიკალური ნაბიჯების გადადგმას სთხოვს, მათ შორის შიმშილობის დაუყოვნებლივ დაწყებას. ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარტია მიხეილ სააკაშვილის ულტიმატუმის საპასუხოდ.

პაატა ბურჭულაძემ სააკაშვილის ბიბლიოთეკაში შიმშილობა დაიწყო

ოპერის მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ შიმშილობა მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში დაიწყო. მისი მოთხოვნაა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა. როგორც ბურჭულაძემ “ტვ. პირველის” ეთერში განაცხადა,სიმბოლურია, რომ შიმშილობა მან სწორედ სააკაშვილის ბიბლიოთეკაში დაიწყო და “ამით უფრო მეტ ყურადღებას მიიპყრობს საზღვარგარეთიდან”. “მგონი, ჩემი შიმშილობით უფრო მივიქცევ მსოფლიო ყურადღებას, ვიდრე მიტინგებზე სიტყვით გამოსვლით”, – განაცხადა ბურჭულაძემ.

სააკაშვილმა ციხეში 12 კილოგრამი დაიკლო – შიმშილობის მე-8 დღე

სააკაშვილმა ციხეში 12 კილოგრამი დაიკლო - შიმშილობის მე-8 დღე

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველების ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა რუსთავის ციხეში შიმშილობის მერვე დღეს წონაში 12 კილო დაიკლო. ადვოკატები აცხადებენ, რომ სააკაშვილი ამის მიუხედავად თავს მხნედ გრძნობს. მათივე ინფორმაციით, ციხის ადმინისტრაციამ სააკაშვილის ოჯახის წევრებს, დედასა და შვილებს, ორშაბათს მისი მონახულების უფლება მისცა. გარდა ამისა, ადვოკატები ელოდებიან სასამართლო პროცესის ჩანიშვნას, რათა სააკაშვილს მიეცეს საშუალება, ქართველ ხალხს მიმართოს. დღეს ველოდებით […]

“სამ დღეში თუ არ დაგირეკე, მკვდარი ვიქნებიო” – გლდანის ციხეში პატიმარი შიმშილობს

გლდანის ციხესთან ძველი სამარხები იპოვეს

არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის სავარაუდო ფაქტები გლდანის ციხეში. პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას პატიმარი ადანაშაულებს. 34 წლის გულადი ჭანტურიას დედა ირწმუნება, რომ მისი მსჯავრდებული შვილი თვეებია, ციხეში ზეწოლის და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია, რის გამოც ჭანტურია, ოჯახის მტკიცებით, მეათე დღეა, შიმშილობს. – გაუსაძლის მდგომარეობაში ვარ, სამ დღეში თუ არ დაგირეკე, მკვდარი ვიქნებიო. ძალიან დიდი უყურადღებობაა, ზეწოლა მიმდინარეობს […]

“ქუთაისიდან 3 დღით რომ წაჰყვა, რა ეგონა იმ ქალს, ჭადრაკის სათამაშოდ მიჰყავდა?” – გოგი წულაიამ შიმშილობა დაიწყო

გოგი წულაიას გულის ოპერაცია გაუკეთეს - მისი მდგომარეობა სტაბილურია

გოგი წულაიამ შიმშილობა დაიწყო. პოლიტიკოსის მეგობრის, ლევან ჟღენტის თქმით, პროტესტის უკიდურეს ფორმას,  წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფმა წულაიამ მისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად მიმართა. პოლიტიკოსის განმარტებით, მას აღნიშნული ქალი მიუგზავნეს და პროვოკაციას წამოეგო. “ბატონმა გოგიმ შიმშილობა დაიწყო, მას სურს მისი უდანაშაულობა დაამტკიცოს. ბოდიში მაგრამ ქუთაისიდან თბილისში სამი დღე რომ წაყვა, რა ეგონა, ჭადრაკის სათამაშოდ მიჰყავდა?!”-განაცხადა წულაიას მეგობარმა, ლევან […]

“თეონა თამაზაშვილი შიმშილობას აპირებს”

თეონა თამაზაშვილი - "თამარს ბოლო ღამეს ჩემ გვერდით ეძინა, სულ ძილში კრთოდა..."

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გარდაცვლილის დედას, თეონა თამაზაშვილს, რომელიც გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას ითხოვდა, ჯერჯერობით პასუხი არ მიუღია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულის გამო, თეონა თამაზაშვილი მკაცრი ნაბიჯების გადადგმას გეგმავს. მიხეილ რამიშვილი არ გამორიცხავს, რომ თეონა თამაზაშვილმა შიმშილობაც დაიწყოს. „როგორც ჩემთვის არის ცნობილი, აღნიშნულთან დაკავშირებით მისი მხრიდან იქნება ძალიან მკაცრი ნაბიჯი. არ […]

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 3 არასრულწლოვანი შიმშილობს

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 3 არასრულწლოვანი შიმშილობს

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ბრალდებულ მოშიმშილე არასრულწლოვნებს კიდევ ერთი დაემატა და ამ ეტაპზე,  3 შიმშილობს. ამის შესახებ არასრულწლოვნის ადვოკატმა განაცხადა. ბრალდებული არასრულწლოვნების – ზ.ხ. ა.ქ. და ლ.შ. მოთხოვნაა, რომ ისინი სიცრუის დეტექტორზე გამოიკითხონ. როგორც ადვოკატები აცხადებენ, ბრალდებულების დაკითხვას სიცრუის დეტექტორზე სახელმწიფო უსაფრთხოების ნებართვა სჭირდება.