ჭდე: ჩავარდნა

ბორის ჯონსონი – პუტინის აგრესია უნდა ჩავარდეს

ბორის ჯონსონმა ბოდიში მოიხადა - "2020 წლის 20 მაისს რეგულაცია დავარღვიე"

ჩვენ ვერ ვისწავლეთ რუსული აგრესიის გაკვეთილები. ძალიან დიდი ხანია, მეორე ლოყა მივუშვირეთ. ვერავინ იტყვის, რომ არ გაგვაფრთხილეს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა „ნიუ-იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა. ჯონსონის თქმით, უკრაინაზე რუსეთის მხრიდან თავდასხმა დაიწყო შეთხზული საბაბით. მისი თქმით, პუტინი „კიდევ უფრო იძირება, ომის დანაშაულებსა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ წარმოუდგენელი ძალადობის საშინელ კამპანიაში“. „გასული კვირის […]

ნამახვანჰესის კარვებიდან მამაკაცი რიონში ჩავარდა

ნამახვანჰესის კარვებიდან მამაკაცი რიონში ჩავარდა

„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო კარვების ტერიტორიიდან რიონში მამაკაცი ჩავარდა. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მდინარე რიონის ხეობაში იმ ადგილას, სადაც ეგრეთ წოდებული საგუშაგო კარვებია გაშლილი, მდინარეში ბანაკის ტერიტორიიდან სავარაუდოდ, ნასვამი მამაკაცი შევიდა, რომელიც წყალში გაუჩინარდა. პოლიცია შემთხვევის ადგილზე უკვე მობილიზებულია. სამაშველო სამსახურები კომპანია „ენკას“ თანამშრომლებთან ერთად გაუჩინარებულ ადამიანს ეძებენ. პოლიცია კარვებში მყოფების გამოკითხვას აწარმოებს გაუჩინარების მიზეზების დასადგენად.

ვაშლიჯვრის ფერდზე მეწყრის ნაწილი ჩავარდა

ვაშლიჯვრის ფერდზე მეწყრის ნაწილი ჩავარდა

ვაშლიჯვრის ფერდზე მეწყრის ნაწილი ჩავარდა. ამის ამსახველ ფოტოს Facebook-ზე გეოლოგი თეა გოდოლაძე ავრცელებს. “ჩავარდნილა უბრალოდ, მოძრაობს სტაბილურად, მეტი არაფერი”, – წერს გოდოლაძე. მისი თქმით, ჯერჯერობით არაფერი საპანიკო არ არის. “ეს შეიძლება გაგრძელდეს ერთი თვე, ორი თვე ან 20 დღე. ეს არის ჩვეულებრივ, დინამიკაში მყოფი მეწყერი, რომელიც აუცილებლად დაიძვრება და ამისთვის შესაბამისი ზომებია მისაღები, რომ პრევენცია მოხდეს. არ შეიძლება ეს […]

საგარეჯოში 70 წლის ქალი თონეში ჩავარდა და დაიღუპა

საგარეჯოში 70 წლის ქალი თონეში ჩავარდა და დაიღუპა

კახეთში, საგარეჯოში უბედური შემთხვევის შედეგად 70 წლის ქალი დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ვერხვიანში იმ დროს მოხდა, როდესაც ქალი პურის გამოცხობას ცდილობდა. მას სავარაუდოდ, ფეხი აუცდა და ანთებულ თონეში ჩავარდა. მისი დახმარება ოჯახის წევრებმა სცადეს, თუმცა დამწვრობა სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი შავ ზღვაში ჩავარდა

რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი შავ ზღვაში ჩავარდა

რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი სუ-27 შავ ზღვაში ჩავარდა, როდესაც გეგმურ გაფრენას ახორციელებდა. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. უწყების ინფორმაციით, საავარიო სიგნალი თვითმფრინავიდან მაშინ მიიღეს, როდესაც ის ფეოდოსიიდან 50 კილომეტრში იმყოფებოდა. ეს 25 მარტს, ადგილობრივი დროით 20.10 საათზე მოხდა. მიმდინარეობს მფრინავის გადარჩენის ოპერაცია, რაც გართულებულია მეოტეოროლოგიური პირობების გამო.

მეტროსადგურ „ვაგზლის მოედანზე“ ლიანდაგზე მამაკაცი ჩავარდა

მეტროსადგურ „ვაგზლის მოედანზე“ ლიანდაგზე მამაკაცი ჩავარდა

მეტროსადგურ „ვაგზლის მოედნის“ მეორე ხაზზე, მატარებლის ლიანდაგზე მამაკაცი ჩავარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა მგზავრმა განუცხადა, მამაკაცი მგზავრებმა ამოიყვანეს. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ პირს შემთხვევის შედეგად დაზიანებები არ მიუღია და ის შემთხვევის ადგილიდან პოლიციის დახმარებით გაიყვანეს. “როგორც ამბობენ, მემანქანისთვის დროულად მოხერხდა მომხდარის შესახებ სიგნალის გადაცემა და მატარებელი გააჩერეს“, – განაცხადა მგზავრმა.

მეტრო სამგორში ახალგაზრდა მამაკაცი ლიანდაგებში ჩავარდა

მეტროს ვაგონებში წყალი ჩამოვიდა

მეტროსადგურ „სამგორში“ ახალგაზრდა მამაკაცი ლიანდაგებში ჩავარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დაშავებული კონტაქტურია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციითვე, დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

აშშ-ში თვითმფრინავი მდინარეში ჩავარდა

აშშ-ში თვითმფრინავი მდინარეში ჩავარდა

ფლორიდაში სამგზავრო თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და მდინარეში ჩავარდა. ბოინგ 737 ძლიერი წვიმისა და ჭექა-ქუხილის დროს ცდილობდა დაშვებას, როდესაც ინციდენტი მოხდა. ბორტზე 136 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. ისინი, ძირითადად, ამერიკელი სამხედროები და მათი ოჯახის წევრები იყვნენ. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ადგილობრივ საავადმყოფოში 21 დაშავებული გადაიყვანეს. არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია […]

“ელიტ-ელექტრონიქსის” სამტრედიის მაღაზიაში ლიფტი ჩავარდა – დაშავდა 22 წლის მამაკაცი

"ელიტ-ელექტრონიქსის" სამტრედიის მაღაზიაში ლიფტი ჩავარდა - დაშავდა 22 წლის მამაკაცი

სამტრედიაში, “ელიტ-ელექტრონიქსის” მაღაზიაში სატვირთო ლიფტის ჩავარდნის შედეგად, 22 წლის თანამშრომელი ბიჭი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 170-ე მუხლით დაიწყო, რაც შრომის დაცვის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. ნიუპოსტი

ჟინვალის წყალსაცავში სატვირთო ავტომობილი ჩავარდა – 60 წლის მძღოლს მაშველები ეძებენ

ჟინვალის წყალსაცავში სატვირთო ავტომობილი ჩავარდა - 60 წლის მძღოლს მაშველები ეძებენ

ჟინვალის წყალსაცავში სატვირთო ავტომობილი ჩავარდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები და მყვინთავები. ადგილზე მყვინთავების მუშაობა საფრთხის შემცველია, რადგან ჟინვალჰესი სპეციფიკური ადგილია, წყალსაცავის სიღრმეში სხვადასხვა სახის გაყვანილობებია. სამაშველო ოპერაციას კიდევ რამდენიმე გარემოება ართულებს: წყალსაცავის სიღრმე რამდენიმე ათეული მეტრია, ადგილი სპეციფიურია,  ამავე დროს, სიბნელის გამო ხილვადობა ნულია. ჟინვალჰესში ჩავარდნილი მამაკაცი 60 წლამდე ასაკისაა. სატვირთო მანქანაში მხოლოდ […]