ჭდე: ჩანგრევა

გლდანში სამანქანო ქუჩა ჩაინგრა

გლდანში სამანქანო ქუჩა ჩაინგრა

გლდანში, ახალრეაბილიტირებული ხიზანიშვილის ქუჩის საავტომობილო ნაწილზე ასფალტის საფარი ჩაინგრა. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკური ჯგუფი, რომელიც შესაბამის სამუშაოებს ატარებს. აღნიშნულის გამო, ხიზანიშვილის ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეზღუდულია. დედაქალაქის მერიაში ამ დროისთვის არ აკონკრეტებენ, რამ გამოიწვია ახალდაგებული ასფალტის საფარის დაზიანება.

თელავში საზეიმო სცენა ჩაინგრა

თელავში საზეიმო სცენა ჩაინგრა

თელავში საზეიმო ღონისძიებებისთვის განკუთვნილი სცენა ჩაინგრა. რკინის კონსტრუქცის მონტანჟი თელავის თეატრის წინ წუხელ გვიან ღამით დაიწყო და დღეს დილით დასრულდა. თუმცა კონსტრუქცია მას შემდეგ ჩამოინგრა, რაც რამდენიმე ადამიანი დასრულებულ სამუშაოებს ამოწმებდა. მომხდარზე თელავის მერიაში გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ სცენის მონტაჟი კულტურის სამინისტროს ორგანიზებით მიმდინარეობდა და შესაბამისად, პასუხიმგებელ კომპანიაზე ინფორმაცია არ აქვთ. თელავის მერიის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი […]

მოსკოვში საახალწლო ღამეს საციგურაო მოედანზე ხიდი ჩაინგრა – ვიდეო

მოსკოვში საახალწლო ღამეს საციგურაო მოედანზე ხიდი ჩაინგრა - ვიდეო

მოსკოვში საახალწლო ღამის დროს გორკის პარკში ხის ხიდი ჩამოვარდა, რომელიც ყინულის მოედნის ზემოთ იყო გაშენებული. ამ დროს ხიდი ხალხით იყო სავსე. მერიის ცნობით, 13 ადამიანი დაშავდა. მძიმედ დაშავებული არავინაა. ინციდენტის მიზეზად კონსტრუქციის შეცდომას ასახელებენ. იმედინიუსი

გენუაში ხიდს ჩანგრევამდე მეხი დაეცა – ტრაგედიის ახალი დეტალები

გენუაში ხიდს ჩანგრევამდე მეხი დაეცა - ტრაგედიის ახალი დეტალები

იტალიური მედიის ინფორმაციით, თვითმხილველები აცხადებენ, რომ გენუაში საავტომობილო ხიდის ჩამონგრევამდე მას მეხი დაეცა. იტალიის შს სამინისტრო ბოლო მონაცემებით 11 ადამიანის დაღუპვას ადასტურებს. აღნიშნული ხიდი 60-იან წლებში იყო აშენებული. მისი რეკონსტრუქცია კი 2016 წელს ჩატარდა. სოციალურ ქსელებში იტალიელი მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ხიდი არაერთხელ იყო შეკეთებული. იტალიის შს მინისტრმა მატეო სალვინიმ სამინისტროში საგანგებო თათბირი დანიშნა. მისი თქმით, […]

საშინელი კატასტროფა იტალიაში – გენუაში ხიდი ჩაინგრა – დაიღუპა რამდენიმე ათეული ადამიანი – ვიდეო

საშინელი კატასტროფა იტალიაში - გენუაში ხიდი ჩაინგრა - დაიღუპა რამდენიმე ათეული ადამიანი - ვიდეო

იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ გენუაში საავტომობილო ხიდის ჩანგრევას ათობით ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. ჯერჯერობით დაღუპულებისა და დაშავებულების ზუსტი რაოდენობა უცნობია. ცოტა ხნის წინ იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ გენუაში სავტომობილო ხიდი ჩაინგრა. ადგილზე სამაშველო და სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს. ხიდის ჩანგრევის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.