ჭდე: ჩერნიგოვი

ჩერნიგოვში დაბომბილი კორპუსის ნანგრევებიდან 33 ცხედარი ამოიყვანეს

ჩერნიგოვში დაბომბილი კორპუსის ნანგრევებიდან 33 ცხედარი ამოიყვანეს

ჩერნიგოვში კორპუსის ნანგრევებიდან 33 ადამიანის ცხედარი და 18 დაშავებული ამოიყვანეს. კორპუსი რუსეთის საავიაციო თავდასხმის შედეგად ჩამოინგრა. სამაშველო ოპერაციის გაგრძელება ინტენსიური დაბომბვის გამო ვერ ხერხდება. რუსულმა ავიაციამ ჩერნიგოვში 2 სკოლა და კერძო საცხოვრებელი სახლი დაბომბა. ტვ პირველი

უკრაინაში სამხედრო საწყობი აფეთქდა – ევაკუირებულია 10.000 ადამიანი

უკრაინაში სამხედრო საწყობი აფეთქდა - ევაკუირებულია 10.000 ადამიანი

ძლიერი აფეთქება მოხდა უკრაინაში, ჩერნიგოვის ოლქში მდებარე სამხედრო საწყობში. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, 3 საათსა და 30 წუთზე ინფორმაცია მიიღეს, მე-6 არსენალის ხელმძღვანელისგან, რომ იჩნიას დასახლებულ პუნქტში, ჩერნიგოვის ოლქში აფეთქება მოხდა. დაშავებულებზე და დაღუპულებზე ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, ევაკუირებულია დაახლოებით 10 ათასი ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურები. […]