ჭდე: ჩიკაგო

მესამე სროლა აშშ-ში – ჩიკაგოში მანქანიდან 7 ადამიანი დაჭრეს

მესამე სროლა აშშ-ში - ჩიკაგოში მანქანიდან 7 ადამიანი დაჭრეს

აშშ-ში ბოლო 24 საათში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცეცხლი უკვე მესამედ გახსნეს. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ჩიკაგოში მოქალაქეებს ცეცხლი ავტომანქანიდან გაუხსნეს. დაჭრილია 7 ადამიანი, მათგან ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია. მსროლელი ჯერ არ დაუკავებიათ. შეგახსენებთ, რომ 4 აგვისტოს ოჰაიოს შტატში, დეიტონში მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს. დაღუპულია 10 ადამიანი, მათ შორის თავდამსხმელი. მანამდე, 3 აგვისტოს ტეხასის შტატის ქალაქ ელ-პასოს სავაჭრო ცენტრში […]

ჩიკაგოს მერი შავკანიანი ლესბოსელი გახდა

ჩიკაგოს მერი შავკანიანი ლესბოსელი გახდა

პირველად ისტორიაში ჩიკაგოს მერი აფროამერიკელი ლესბოსელი ქალი გახდა. 2 აპრილს გამართულ არჩევნებში ლორი ლაითფუტმა ასევე აფროამერიკული წარმომავლობის ქალი კონკურენტი, ტონი პრეკვინკლი, დიდი უპირატესობით დაამარცხა. 56 წლის ლორი ლაითფუტი ადრე ფედერალურ პროკურორად მუშაობდა, ასევე იყო პრაქტიკოსი იურისტი და აქამდე არასდროს ეკავა არჩევითი თანამდებობა. 1837 წლიდან ჩიკაგოს მხოლოდ 1 შავკანიანი და 1 ქალი მერი ჰყავდა.

ორი თვითმფრინავი ჩიკაგოში ერთმანეთს შეეჯახა

ორი თვითმფრინავი ჩიკაგოში ერთმანეთს შეეჯახა

როგორც Fox News იუწყება, აშშ-ს ერთ-ერთ აეროპორტში, კერძოდ ჩიკაგოში ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა. შედეგად არავინ დაშავებულა და მხოლოდ თვითმფრინავები დაზიანდა. როგორც ირკვევა, ერთმანეთს Airbus A 320 და Boeing 757 შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად ორივე თვითმფრინავს ფრთები დაუზიანდა. შეჯახების გამო გარკვეული რეისები გადაიდო, რის გამოც რეისების განხორციელება დაგვიანდა. metronome.ge

ჩიკაგოში ერთ დღე-ღამეში სროლებს 6 ადამიანი ემსხვერპლა, 33 კი დაშავდა

ჩიკაგოში ერთ დღე-ღამეში სროლებს 6 ადამიანი ემსხვერპლა, 33 კი დაშავდა

6 ადამიანი გარდაიცვალა და 33 დაშავდა ჩიკაგოში კვირას სხვადასხვა ადგილას მომხდარი სროლების შედეგად. ინფორმაციას Chicago Tribune ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მხოლოდ ერთი დღე-ღამის მანძილზე ქალაქში 10-მდე ინციდენტი დაფიქსირდა. ბოლო სროლა ადგილობრივი დროით, 02:30 საათზე მოხდა, როცა უცნობმა პირმა ღამის კლუბიდან გამომავალ ხალხს ავტომობილიდან ცეცხლი გაუხსნა. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 6-მა კი მძიმე […]

ბასტიან შვაინშტაიგერი კარიერას ჩიკაგოში გააგრძელებს

ბასტიან შვაინშტაიგერი კარიერას ჩიკაგოში გააგრძელებს

მიუნხენის ბაიერნის ყოფილი ფეხბურთელი ბასტიან შვაინშტაიგერი კარიერას აშშ-ში, კერძოდ კი ჩიკაგოში გააგრძელებს სადაც ის ადგილობრივი გუნდის ღირსებას დაიცავს. შვაინშტაიგერმა რამდენიმე წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ის წელიწადში 4 მილიონ ევროს მიიღებს ანაზღაურების სახით. ბასტიანმა განაცხადა, რომ მის კარიერაში ეს ახალი ეტაპია და ის შეეცდება, რომ თავის გუნდს მაქსიმალური სარგებელი მოუტანოს. შვაინშტაიგერი ბაიერნიდან წასვლის შემდეგ მანჩესტერ […]