ჭდე: ჩინეთი

ჩინეთში კორონავირუსით დღეში 37 მილიონი ადამიანი ავადდება

„ხალხო, დარჩით სახლში, ილოცეთ სახლში... საქართველოში ახლა იწყება ის, რაც იტალიაში გამოვიარეთ“

ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების ტალღა პიკს აღწევს. დღიური შემთხვევების რიცხვი უკვე 37 მილიონს უახლოვდება. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. გამოცემის ცნობით, ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის დახურულ სხდომაზე კორონავირუსის შემთხვევების არაოფიციალური სტატისტიკა გააჟღერეს. სხდომის ოქმის თანახმად, მიმდინარე კვირის ერთ-ერთ დღეს ახალი შემთხვევების რიცხვმა 37 მილიონს მიაღწია. საერთო ჯამში, დეკემბრის პირველი 20 დღის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით 248 მილიონი ადამიანი, […]

ავტობუსი, რომელსაც კოვიდინფიცირებულები გადაჰყავდა, ავარიაში მოჰყვა

ავტობუსი, რომელსაც კოვიდინფიცირებულები გადაჰყავდა, ავარიაში მოჰყვა

BBC წერს, რომ სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, გუიჯოუს პროვინციაში, ავტობუსი, რომელსაც კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანები საკარანტინო დაწესებულებაში გადაჰყავდა, ავარიაში მოჰყვა. დაღუპულია 27 და დაშავებულია 20 მგზავრი. ავარიამ მოსახლეობის იმ ნაწილის განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია, რომელიც ქვეყნის „ნულოვანი კოვიდპოლიტიკის“ წინააღმდეგია. „მკაცრი პოლიტიკა გულისხმობს მასობრივ ტესტირებასა და მონიტორინგს. მათი ახლო კონტაქტები, ვისაც ვირუსი უდგინდება, სახლში ან საკარანტინო დაწესებულებაში, იზოლაციაში უნდა იყვნენ“, […]

ჩინეთიდან გერმანიაში ტვირთები საქართველოს გავლით უკვე გაიგზავნა

ჩინეთიდან გერმანიაში ტვირთები საქართველოს გავლით უკვე გაიგზავნა

ჩინეთმა რუსეთის გვერდის ავლით ახალი ევროპული სარკინიგზო ხაზი გახსნა, რომელიც ქსიანის საერთაშორისო მშრალ პორტს საქართველოს გავლით გერმანიის მანჰეიმთან დააკავშირებს. ქსიანი ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ პროვინცია შენსში მდებარეობს. ეს ახალი მულტიმოდალური სერვისია, კვეთს როგორც კასპიის, ისე შავ ზღვას და გადის ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთის, უნგრეთის, სლოვაკეთისა და ჩეხეთის ტერიტორიაზე, ხოლო რუმინეთის პორტი, კონსტანცა ევროპისკენ მთავარი კარიბჭე იქნება. ტანსაცმლით, […]

ჩინეთში თვითმფრინავის ავარიას ყველა მგზავრი ემსხვერპლა

ჩინეთში თვითმფრინავის ავარიას ყველა მგზავრი ემსხვერპლა

ჩინეთში 21 მარტს მომხდარ ავიაკატასტროფას თვითმფრინავის ყველა მგზავრი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, “ჩაინა ისთერნ ეარლაინსის“ Boeing 737-ში, რომელიც ქალაქ კუნმინგიდან გუანჯოუში მიფრინავდა, 133 მგზავრი იმყოფებოდა. შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით ცნობილი არაა. სამგზავრო თვითმფრინავი ჩინეთის სამხრეთ ნაწილში, მთებში ჩამოვარდა. იპნ

ჩინეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

ჩინეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

ჩინეთის სამხრეთ ნაწილში მთებში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. “ჩაინა ისთერნ ეარლაინსის“ ბოინგ 737-ში 133 მგზავრი იყო. ის ქალაქ კუნმინგიდან გუანჯოუში მიფრინავდა. ადგილობრივი მედია გარდაცვლილთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაციას ჯერ არ ავრცელებს. ასევე, ჯერ არ სახელდება ავიაკატასტროფის გამომწვევი შესაძლო მიზეზი. ის ქალაქ კუნმინგიდან თბილისის დროით 09:11 საათზე გაფრინდა. მისი დაფიქსირება ბოლოს […]

რუსეთმა ჩინეთს სამხედრო და ეკონომიკური დახმარება სთხოვა

რუსეთმა ჩინეთს სამხედრო და ეკონომიკური დახმარება სთხოვა

ამერიკის ოფიციალური პირების თქმით, რუსეთმა ჩინეთს სთხოვა, უკრაინის ომში სამხედრო აღჭურვილობით დაეხმაროს. ამის შესახებ New York Times წერს. ოფიციალური წყაროს ინფორმაციით, რუსეთმა ჩინეთს, ასევე, სთხოვა დამატებითი ეკონომიკური დახმარება, რათა აღადგინოს ის ეკონომიკური ზარალი, რომელიც რუსეთს შეერთებული შტატების, ევროპისა და აზიის ქვეყნების მიერ დაწესებული ფართო სანქციებისგან მიადგა. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა გააძლიერა პარტნიორობა […]

ჩინეთში 7 ბალიანი მიწისძვრა მოხდა

ჩინეთში 7 ბალიანი მიწისძვრა მოხდა

ჩინეთის დასავლეთ ნაწილში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სიმძლავრემ თითქმის 7 ბალს მიაღწია. დაშავდა 4 ადამიანი. დაზიანდა შენობები და გვირაბები, რის გამოც სარკინიგზო ხაზის ზოგიერთი მონაკვეთი დაიხურა და მიმოსვლა შეწყდა. სტიქიის ეპიცენტრში ასობით მაშველი მოსამსახურე გაიგზავნა. რუსთავი 2

მანქანა უფსკრულზე 3 დღე ეკიდა

მანქანა უფსკრულზე 3 დღე ეკიდა

ინტერნეტში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს სატვირთო მანქანა, რომლის შეჩერებაც მძღოლმა უფსკრულში გადავარდნამდე რამდენიმე წამით ადრე შეძლო. შემთხვევა ჩინეთში მოხდა. ვიწრო გზაზე, რომელიც კლდეებს მიუყვება, მძღოლი ნავიგაციის სისტემამ გაიყვანა. როდესაც გზა იმდენად დავიწროვდა, რომ გასვლა შეუძლებელი იყო, მძღოლმა სცადა უკუსვლით გამოსულიყო, თუმცა ვერ შეძლო, საბურავი გზიდან გადავიდა და სატვირთო მანქანის ნაწილი უფსკრულის თავზე აღმოჩნდა. მძღოლმა და […]

ჩინეთში ესტაკადა საყრდენი ბოძებიდან გადმოვარდა – ვიდეო

ჩინეთში ესტაკადა საყრდენი ბოძებიდან გადმოვარდა - ვიდეო

ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში ჰუანგშის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ნაწილი ჩამოინგრა. ესტაკადაზე რამდენიმე მანქანა მოძრაობდა, რომელიც ავტომაგისტრალის სავალი ნაწილის ბურჯებიდან გადმოვარდნის შედეგად ნანგრევებში მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას მინიმუმ 3 ადამიანი ემსხვერპლა.