ჭდე: ცენტრალური პარკი

ძაღლი კატას ვერ შესწვდა – ვიდეო ბათუმის ცენტრალური პარკიდან

ძაღლი კატას ვერ შესწვდა – ვიდეო ბათუმის ცენტრალური პარკიდან

ეს პატარა ვიდეო ბათუმში, ცენტრალურ პარკშია გადაღებული. ძაღლი კატას მისდევდა. კატამ ხეზე აასწრო. ძაღლი ხის ძირას კარგა ხანს ელოდა. მაგრამ კატა ხიდან ჩამოსვლას არ აპირებდა. ბოლოს ძაღლს ლოდინი მობეზრდა და წავიდა. ბათუმელები https://www.facebook.com/batumelebi/videos/791998740999855/

რუსთავში მტკვრის ნაპირზე ქალის ცხედარი იპოვეს

რუსთავში მტკვრის ნაპირზე ქალის ცხედარი იპოვეს

რუსთავში, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვრის ნაპირზე ქალის ცხედარი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ცხედარი მდინარე მტკვარმა გამორიყა. ადგილზე მაშველები, საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა იმყოფებოდა. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ინტერპრესნიუსი