ჭდე: ცეცხლის გაჩენა

კიევში რუსული საფრენი აპარატი ჩამოაგდეს – 9 სართულიან სახლს ცეცხლი გაუჩნდა

კიევში რუსული საფრენი აპარატი ჩამოაგდეს - 9 სართულიან სახლს ცეცხლი გაუჩნდა

კიევში რუსული საფრენი აპარატის ჩამოგდების შემდეგ 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილს ცეცხლი გაუჩნდა, – ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა. ადგილზე სახანძრო ჯგუფები და მაშველები მუშაობენ. გერაშჩენკოს ინფორმაციით, რუსული თვითმფრინავი კიევის დარნიცკის რაიონში ჩამოაგდეს.

თბილისში ყაზბეგის გამზირზე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა – ვიდეო

თბილისში ყაზბეგის გამზირზე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა - ვიდეო

თბილისში,  ყაზბეგის გამზირზე, მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ფაქტს “ტვ.პირველის” ჟურნალისტი შეესწრო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამაშველო სამსახურია მობილიზებული. ტვ პირველი

თამარ მეფის გამზირზე ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

თამარ მეფის გამზირზე ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

თამარ მეფის გამზირზე მუნიციპალურ ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევამ პანიკა გამოიწვია. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროში „რუსთავი 2-ს“ განუცხადეს, რომ ცეცხლი გაყვანილობას გაუჩნდა, რამაც ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია. ადგილზე მეხანძრეები იყვნენ მობილიზებულები. შსს-ის ცნობით, მომხდარზე პრეტენზია არავის გამოუთქვამს და უწყებას გამოძიება არ დაუწყია.

აღაიანთან სატვირთოს ცეცხლი გაუჩნდა

აღაიანთან სატვირთოს ცეცხლი გაუჩნდა

საქართველოს მთავარ საავტომობილო მაგისტრალზე, სოფელ აღაიანთან, სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. უცნობია, რა გახდა სატვირთოს აალების მიზეზი. ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ არ ვრცელდება. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია. (ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი). პირველი