ჭდე: ციანიდის საქმე

ციანიდის საქმის მოსამართლე ბუგიანიშვილი – დახურული სხდომის მასალები ჟურნალისტებისთვის მე არ გადამიცია

ციანიდის საქმის მოსამართლე ბუგიანიშვილი - დახურული სხდომის მასალები ჟურნალისტებისთვის მე არ გადამიცია

თბილისის პროკურატურაში ციანიდის საქმის მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი საქმის მასალების მედიაში გავრცელების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა. როგორც გამოკითხვის შემდეგ ბესიკ ბუგიანიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ დახურული სხდომის ოქმი მესიის წარმომადგენლებისთვის მას არ გადაუცია. – დამიბარეს პროკურატურის წარმომადგენლებმა. პატივს ვცემ სახელმწიფო ინსტიტუტებს, შესაბამისად, გამოვცხადდი სათანადო დროს, სათანადო ადგილზე და გავეცი ყველა დასმულ შეკითხვას პასუხი. კითხვები იყო იმასთან […]

მეუფე დიმიტრი – ციანიდის საქმე პატრიარქთან ჩემ დასაპირისპირებლადაა მოფიქრებული

მეუფე დიმიტრი - ციანიდის საქმე პატრიარქთან ჩემ დასაპირისპირებლადაა მოფიქრებული

– ეს იყო შეთქმულება არა მხოლოდ ჩემ წინააღმდეგ, არამედ ეკლესიის წინააღმდეგ და ვინც ეს დაგეგმა, ძალიან ბოროტი ადამიანია. ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ მამა გიორგი მამალაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მეუფე დიმიტრის აზრით, ციანიდის საქმე გარკვეულწილად პატრიარქთან მის დაპირისპირებას ისახავდა მიზნად. – მამა გიორგი არის ისევ თავის აზრზე, რომ ეს იყო შესრულება ჩემ წინააღმდეგ. […]

ციანიდის საქმის ექვსივე ადვოკატი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული

ციანიდის საქმის ექვსივე ადვოკატი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული

ციანიდის საქმის ექვსივე ადვოკატი საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქმის ერთ-ერთმა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განუცხადა. მისი თქმით, ადვოკატების ნაწილი მთავარ საგამოძიებო უწყებაში ხვალ, ნაწილი კი, სავარაუდოდ, ხუთშაბათს გამოცხადდება. მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე ხვალ 12:00 საათზე მივა ადვოკატი მიხეილ რამიშვილი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უფლებადამცველმა განუცხადა, მას ზუსტი ინფორმაცია არ აქვს, თუ რაზე დაიბარეს გამომძიებლებმა საგამოძიებო […]

ზვიად ძიძიგური ციანიდის საქმეზე – ”სასამართლოს გადაწყვეტილება არის მოცემულობა, რომელსაც ყველა უნდა შევეგუოთ”

ზვიად ძიძიგური ციანიდის საქმეზე - ”სასამართლოს გადაწყვეტილება არის მოცემულობა, რომელსაც ყველა უნდა შევეგუოთ”

– სასამართლოს გადაწყვეტილება, მოგვწონს ის თუ არა, არის მოცემულობა, რომელსაც ყველა უნდა შევეგუოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა ე.წ. ციანიდის საქმის განაჩენის კომენტირებისას განაცხადა. – დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა პროცესი. ამ პროცესთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი იყო. აქედან გამომდინარე, ამ საქმესთან დაკავშირებით საქმის კურსში იყო საეკლესიო წრეები, ასევე ყველა დაინტერესებული ადამიანი. დღეს […]

დეკანოზ მამალაძეს გერმანიიდან მეუფე დიმიტრიმ დაურეკა – “ციანიდის საქმის” ვიდეომასალა

დეკანოზ მამალაძეს გერმანიიდან მეუფე დიმიტრიმ დაურეკა - "ციანიდის საქმის" ვიდეომასალა

„ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით კურიერის მიერ მოპოვებული ვიდეოჩანაწერებით ირკვევა, რომ მღვდელმთავარი, რომელმაც დეკანოზ გიორგი მამალაძეს დაურეკა და გერმანიაში ჩასვლა სთხოვა, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი იყო: ირაკლი მამალაძე : ის ვინები წავიდნენ. შორენაა წასული ხო? და სოსოს და ისა. გიორგი მამალაძე: თორმეტი კაცი, მეუფე დიმიტრი.. ირაკლი მამალაძე : დიმიტრი წავიდა, იქ არი? გიორგი მამალაძე: მეც […]

თორნიკე მამალაძე – ”ციანიდის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება”

თორნიკე მამალაძე - ”ციანიდის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება”

მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული სასულიერო პირის დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე განაჩენს მოსამართლე ხვალ 12:00 საათზე გამოაცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე ფეისბუკზე ავრცელებს. სასულიერო პირს ბრალი სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ედება, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მომზადებას ანგარებით. ბრალდების მხარის მტკიცებით გიორგი მამალაძემ ანგარებით განიზრახა ძლიერმოქმედი მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებით პატრიარქის მდივან […]

ციანიდის საქმის განხილვა დასრულდა – მოსამართლე სათათბიროდ გავიდა

ციანიდის საქმის განხილვა დასრულდა - მოსამართლე სათათბიროდ გავიდა

რამდენიმე წუთის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოში ციანიდის საქმის განხილვა დასრულდა. მას შემდეგ რაც სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ წარმოთქვა, მოსამართლე სათათბიროდ გავიდა. – ჯერ არ ვიცით განაჩენის შესახებ. წინასწარ გვაცნობებენ როდის იქნება განაჩენი. ვიმედოვნებ, რომ მოსამართლე იქნება დამოუკიდებელი და სამართლიანი. მას ექნება შინაგანი რწმენა, ის არ იქნება არავისზე დამოკიდებული და გამოიტანს გამამართლებელ განაჩენს, […]

სოსო ოხანაშვილი საქართველოში ჩამოსვლასა და სასამართლოში დაკითხვაზე უარს აცხადებს

სოსო ოხანაშვილი საქართველოში ჩამოსვლასა და სასამართლოში დაკითხვაზე უარს აცხადებს

დეკანოზის საქმის პროკურორის ზვიად გუბელაძის განცხადებით, ილია მეორის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი სასამართლოში დაკითხვაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ipn ავრცელებს. – დავუკავშირდით ოჯახის წევრს, რომელმაც გვითხრა, რომ იმყოფება გერმანიაში და არ აპირებს ჩამოსვლას. ჩვენ ვიშუამდგომლებთ, რომ რაც გამოძიების ეტაპზე აქვს მიცემული ჩვენება, იმის გამოქვეყნება მოხდეს სასამართლოზე, – განაცხადა ზვიად გუბელაძემ. მისივე თქმით, ოხანაშვილის […]

დღეიდან ციანიდის საქმეზე საპატრიარქო შეფასებებს აღარ გააკეთებს

დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოს იურისტისგან 50 ათას ლარს და მის მიერ გაკეთებული განცხადებების უარყოფას მოითხოვს

ციანიდის საქმესთან დაკავშირებით საპატრიარქოს ოფიციალური პირები შეფასებებს და კომენტარებს აღარ გააკეთებენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა გაუცხადა. – პატრიარქის ადმინისტრაციაში შევთანხმდით, რომ დღეიდან ციანიდის საქმესთან დაკავშირებით საპატრიარქოს ოფიციალური პირები შეფასებებს, კომენტარებს და მითუმეტეს ბრიფინგებს აღარ გავაკეთებთ. მოთმინებით დაველოდებით და თვალს მივადევნებთ სასამართლო სხდომებს, – განაცხადა პატრიარქის მდივანმა.

“ციანიდის საქმეში ინტიმური მასალა დევს, რომელიც როგორც ბრალდებულ დეკანოზს, ასევე მესამე პირს ეხება”

"ციანიდის საქმეში ინტიმური მასალა დევს, რომელიც როგორც ბრალდებულ დეკანოზს, ასევე მესამე პირს ეხება"

თბილისის საქალაქო სასამართლოში ციანიდის საქმის განხილვა დღეს შეწყდა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი გადაწყვეტილების მიზეზად ბრალდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის მიერ პროტესტის ნიშნად, სხდომის დატოვებას ასახელებს. სასულიერო პირმა სასამართლო სხდომის დახურვის გამო პროტესტი ამ ფორმით გამოხატა. მან ადვოკატებსაც მოუწოდა, დარბაზი დაეტოვებინათ. პროცესის დახურვა ბრალდების მხარემ მოითხოვა, პროკურორის თქმით, ციანიდის საქმეში დევს ინტიმური მასალა, რომელიც როგორც ბრალდებულ გიორგი მამალაძეს, ასევე […]