ჭდე: ცოლი

ბორჯომში კაცმა ცოლს 16 ჭრილობა მიაყენა

ბორჯომში კაცმა ცოლს 16 ჭრილობა მიაყენა

ბორჯომში 40 წლამდე ქალი ქმარმა დაჭრა, მას 16-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული, დაჭრილს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია. ამ ეტაპზე იგი კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. შემთხვევა ბორჯომში  1 მაისს მოხდა. კონკრეტულად რა გახდა დაჭრის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. „ჩვენთან ქალბატონი მრავლობითი დაზიანებით 13:45 საათზე შემოიყვანეს. 16-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული. დაზიანებული იყო შინაგანი ორგანოები,  ჩაუტარდა ოპერაცია, ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. […]

მამაკაცმა ცემა ცოლი, შვილი და სიდედრი

ისნის მეტროში ყრუ-მუნჯ მამაკაცზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2000 წელს დაბადებული დ.გ. მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლეზე ძალადობის, მცირეწლოვანი შვილის მიმართ ძალადობის, ოჯახის წევრისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, მის მიმართ განხორციელებული ძალადობის, მუქარის და ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დ.გ. მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, […]

ირაკლი ოქრუაშვილი – “1999 წელს თბილისიდან ცოლს მაიამიში ინტერნეტით ყვავილები გავუგზავნე…”

ირაკლი ოქრუაშვილი - „უკრაინაში წასულ ქართველებს მხოლოდ ოსები, რუსები და ქოცები გვლანძღავენ“ - ვიდეო

ირაკლი ოქრუაშვილმა ფეისბუქში დაწერა: “არაფერი არ გვეშველება, 1999 წელს თბილისიდან ინტერნეტით, ონლაინ, მაიამიში ცოლს ყვავილები გავუგზავნე. 23 წელი გავიდა და კიევიდან თბილისში ყვავილები ვერ გამიგზავნია. ქვის ხანაში ვართ ისევ.”

იტალიის პრემიერი დრაგი და მისი ცოლი ასტრაზენეკათი აიცრნენ

იტალიის პრემიერი დრაგი და მისი ცოლი ასტრაზენეკათი აიცრნენ

იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ და მისმა მეუღლემ მარია სერელა კაპელომ „ასტრაზენეკას“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთეს. პრემიერ-მინისტრის ოფისის ინფორმაციით, 73 წლის პრემიერსა და მის მეუღლეს, რომელიც ასევე 73 წლისაა, ვაქცინაცია რომის მთავარ სარკინიგზო სადგურზე გახსნილ ვაქცინაციის ცენტრში ჩაუტარდათ. აღსანიშნავია, რომ იტალია ერთ-ერთი იყო იმ ქვეყნებისგან, რომლებმაც მიმდინარე თვის დასაწყისში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება შეაჩერეს. თუმცა იტალიამ, […]

ხაშურში ქმრის მიერ დაჭრილ ქალს გული რამდენჯერმე გაუჩერდა, მაგრამ ექიმებმა აუმუშავეს

ხაშურში ქმრის მიერ დაჭრილ ქალს გული რამდენჯერმე გაუჩერდა, მაგრამ ექიმებმა აუმუშავეს

ხაშურში, ქმრის მიერ დაჭრილ ახალგაზრდა ქალს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. ქალს რამდენიმე ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. მას რამდენიმე წამის განმავლობაში გული გაუჩერდა, თუმცა ექიმებმა მისი ამუშავება შეძლეს. ექიმების თქმით, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებით ინფორმაციას ოპერაციის შემდეგ გაავრცელებენ. “გულ-მკერდის და მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობები გახლდათ. ასევე, სხვადასხვა ორგანოს დაზიანებით. დაუყოვნებლივ მოვათავსეთ საოპერაციო ბლოკში და ახლა […]

“ქალი დაეცა, კაცმა დანა დაარტყა და წიხლებით სცემდა” – ხაშურში დაჭრის ახალი დეტალები

"ქალი დაეცა, კაცმა დანა დაარტყა და წიხლებით სცემდა” - ხაშურში დაჭრის ახალი დეტალები

ხაშურში, ერთ-ერთ ქუჩაზე, ქმრის მიერ ყოფილი ცოლის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით თვითმხილველები დეტალებზე საუბრობენ. თვითმხილველები იხსენებენ, რომ ქალს მუცლის არეში ცივი იარაღით მიყენებული დაზიანებები აღენიშნებოდა და ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. „ხალხმრავლობა იყო, მივედი და გოგო იყო დაჭრილი. ორჯერ ჰქონდა მუცელში დანა დარტყმული. ძმაკაცები მომეხმარნენ და საავადმყოფოში გადავიყვანეთ“,-აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი. მომხდარის დეტალებს იხსენებს ასევე ერთ-ერთი ადგილობრივი. „ადგილზე […]

რუსთავში ცოლმა ქმარი არასასურველი სექსის გამო დააჭერინა

რუსთავში ციხის მორიგე ხაჩატურ მანკასარიანმა თავის მოკვლა სცადა - ვიდეო

რუსთავში ცოლმა ქმარს უჩივლა. ცოლ-ქმარი 30 წლამდე ახალგაზრდები არიან. ინტიმური ურთიერთობისას ქმარმა სავარაუდოდ ცოლის თხოვნა არ გაითვალისწინა, რასაც კამათი მოჰყვა. “ინფო რუსთავის”- ინფორმაციით ქალმა 112-ში მეუღლესთან მისითვის არასასურველი სქესობრივი კავშირის გამო დარეკა. შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ მამაკაცი დააკავა, მოსამართლემ კი დაკავებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე მიუსაჯა. შსს-ში “ინფო რუსთავს” განუცხადეს რომ – “მომხდარზე გამოძიება სსკ […]

ბოლნისში ქმარმა ცოლი ქამრით გაგუდა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლი ქამრით გაგუდა. მათ სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდათ. დანაშაულის თაობაზე ქმარმა სამართალდამცავებს თავად აცნობა. როგორც „ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია. სისხლის სამართლის საქმე 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ვ- ქვეპუნქტითაა აღძრული.

ბათუმში ქმარმა ცოლი კისერში დაჭრა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

ბათუმში გვიან ღამით ქმარმა ცოლი დაჭრა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განაცხადეს, 30 წლამდე ქალს ცივი იარაღით ჭრილობა კისრის არეში აქვს მიყენებული. ბათუმში ცოლის დაჭრის ფაქტზე მამაკაცი დაკავებულია. შსს-განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117 მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის გ.ჯ. დააკავეს

ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის გ.ჯ. დააკავეს

ახალგაზრდა ქალის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის ფაქტზე, პოლიციამ მისი მეუღლე დააკავა, დედამთილს კი ბრალი წარედგინა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული გ.ჯ. მეუღლის მიმართ ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ნიშნით თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით დააკავეს. მათივე ცნობით, დანაშაული […]