ჭდე: ცხედარი

ჭოროხში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

ჭოროხში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მდინარე ჭოროხში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მამაკაცი ადიდებულმა მდინარემ დილით გაიტაცა. ადგილზე შესაბამისი სამსახურები იყვნენ მობილიზებული. ფაქტის შესწავლა მიმდინარეობს.

მდინარეში ჩავარდნილი 17 წლის სოსო მანაგაძის ცხედარი იპოვეს

მდინარეში ჩავარდნილი 17 წლის სოსო მანაგაძის ცხედარი იპოვეს

17 წლის მოზარდი, რომელიც ფოტოს გადაღებისას გუშინ მდინარეში ჩავარდა, სოსო მანაგაძეა. ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ 17 წლის ბიჭი მდინარის პირას ფოტოს გადასაღებად ჩავიდა, როდესაც ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა. მოზარდის გაუჩინარება ოჯახის წევრებმა მალევე შენიშნეს, მისი წყლიდან გამოყვანა მამა სცადა, თუმცა ბიჭი წყლის დინებამ გაიტაცა. წყალტუბოში, ორდღიანი ძებნის შემდეგ, ბიჭის ცხედარი იპოვეს – ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების […]

მუხიანში სახლის ეზოში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ისნის მეტროში ყრუ-მუნჯ მამაკაცზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

მუხიანში ახალგაზრდა კაცის  ცხედარი იპოვეს – გამოძიებამ უნდა დაადგინოს უბედურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე თვითმკვლელობასთან. “ტვ პირველის” კორესპოდენტის ცნობით, გომბრონიძის ქუჩის მაცხოვრებლებმა 35  წლის მამაკაცის ცხედარი დღეს დილით, ეზოში იპოვეს და პოლიცია გამოიძახეს. გარდაცვლილი ამავე ბინაში ცხოვრობდა. ცნობილია, რომ გარდაცვლილი “ვაგზლის მოედანზე” მცირე ბიზნესის მფლობელი იყო. მეზობლები ამბობენ, რომ მას სუიციდის არანაირი მოტივი არ ჰქონდა. ვრცელდება […]

ბოლნისში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს

დიდ დიღომში ქარის გამო პოლიციამ ქუჩა გადაკეტა

ბოლნისში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს – სოფელში თვითმკვლელობის ვერსიაზე საუბრობენ. ირკვევა, რომ ქალი  ერთი თვის წინ გათხოვდა. ქალის ცხედარი ახლობელმა წყალში იპოვა. მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის არ ვრცელდება. ტვ პირველი

მტკვარში 54 წლის რუსთაველი ლამზირა ლობჯანიძის ცხედარი იპოვეს

მტკვარში 54 წლის რუსთაველი ლამზირა ლობჯანიძის ცხედარი იპოვეს

მტკვარში რუსთაველი ქალის ცხედარი ნახეს. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, ორ კვირიანი ძებნის შემდეგ ლამზირა ლობჯანიძის ცხედარი მტკვარში, ფონიჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს. ქალი წყალში მეთევზემ დაინახა და პოლიციაში დარეკა. 54 წლის ქალი სახლიდან 2 აპრილს გავიდა და მას შემდეგ მისი საძიებო სამუშაოები რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობდა.

საბურთალოზე, კომაროვის სკოლასთან, მანქანაში ცხედარი იპოვეს

საბურთალოზე, კომაროვის სკოლასთან, მანქანაში ცხედარი იპოვეს

კომაროვის სკოლის მიმდებარედ, მანქანაში ცხედარი იპოვეს. “რუსთავი 2” დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში აზუსტებს.

გუდაურთან მოთხილამურის ცხედარი იპოვეს

გუდაურთან მოთხილამურის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა გუდაურის მიმდებარედ, თოვლიდან მოქალაქის ცხედარი ამოიყვანეს. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა განცხადება გაავრცელა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ გუდაურის მიმდებარედ მოქალაქე სრიალებდა გაუკვალავ თოვლში და ახლობლები ვერ ახერხებდნენ მის პოვნას. შეტყობინებაზე რეაგირება დაუყონებლივ მოახდინეს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყაზბეგის სწრაფი რეაგირების სამმართველოს მაშველებმა. ახლობლების მიერ მითითებულ […]

კასპში მდინარეში მსხვილი კომპანიის უფროსის ცხედარი იპოვეს

კასპში მდინარეში მსხვილი კომპანიის უფროსის ცხედარი იპოვეს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს. ცხედარი იდენტიფიცირებულია. ის პროზექტურაში გადაასვენეს. სოფლის წარმომადგენლის თქმით, გვამი მდინარეში იპოვეს და პოლიციამ სხეულზე დაზიანების კვალი ვერ აღმოაჩინა. მიმდინარეობს გამოძიება. გარდაცვლილი მამაკაცი წარმოშობით კასპიდან იყო და ერთ-ერთ მსხვილ კომპანიას ხელმძღვანელობდა. ქართლი

თბილისის ზღვაზე მანქანაში ცხედარი იპოვეს

თბილისის ზღვაზე მანქანაში ცხედარი იპოვეს

თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მანქანაში ცხედარი იპოვეს. სამართალდამცველებს მანქანის შემოწმება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მიიჩნიეს, რომ ის ზღვასთან საეჭვოდ დიდი ხნის განმავლობაში იდგა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ქუთაისის კლინიკიდან დაკარგული მამაკაცის ცხედარი ტყეში იპოვეს

ქუთაისის კლინიკიდან დაკარგული მამაკაცის ცხედარი ტყეში იპოვეს

ქუთაისში კლინიკიდან დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც “კურიერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პაციენტის ცხედარი კლინიკასთან ახლოს, ტყეში სამართალდამცველებმა იპოვეს. ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. 76 წლის მამაკაცი ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან  27 ნოემბერს გაუჩინარდა. მან კლინიკა უკანა კარიდან დატოვა. კლინიკაში აცხადებდნენ, რომ მამაკაცს კლინიკა 28 ნოემბერს უნდა დაეტოვებინა, თუმცა ღამით კლინიკიდან გაიპარა. მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.