ჭდე: ძარცვა

იმერეთში 1 ღამეში 35 მანქანა გაძარცვეს

იმერეთში 1 ღამეში 35 მანქანა გაძარცვეს

იმერეთში ერთ ღამეში 35 მანქანა გაძარცვეს. დაზარალებულები ამბობენ, რომ პოლიციას არცერთ ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენია. ყველა ფაქტს ერთი ხელწერა აქვს: ჩამსხვრეულია მინები, წაღებულია მაგნიტოფონები, აუდიო აპარატურა და ნივთები. დაზარალებულები “ტვ პირველთან” ჰყვებიან, რომ რამდენიმე მანქანიდან წაღებულია თანხაც.

საფრანგეთში სამმა ქართველმა ფრანგი მილიონერის გაძარცვა სცადა

საფრანგეთში სამმა ქართველმა ფრანგი მილიონერის გაძარცვა სცადა

საფრანგეთში, მეცერალის დასახლებაში, 31 დეკემბერს ახალი წლის ღამეს, სამმა ქართველმა ფრანგი მილიონერის აგარაკის გაქურდვა სცადა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. მას შემდეგ რაც მეზობლებმა ფრანგი მილიონერის სახლის წინ ქართველები საეჭვო ვითარებაში შენიშნეს, მათ ჟანდარმებს მიმართეს. როგორც ფრანგული გამოცემა წერს, ქურდობის ბრალდებით საფრანგეთში ლეგალურად მცხოვრები სამი საქართველოს მოქალაქეა დაკავებული. მათივე ცნობით, დაკავებულები პრეფექტურის გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ დაკავების […]

თბილისში მოზარდმა 5.000 ლარის ტექნიკა მოიპარა

თბილისში მოზარდმა 5.000 ლარის ტექნიკა მოიპარა

თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე ტექნიკის მაღაზია გაძარცვეს. დანაშაული სავარაუდოდ, არასრულწლოვანმა ჩაიდინა.წაღებულია დაახლოებით 5 ათასი ლარის ტექნიკა. შსს-ში ადასტურებენ რომ ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი.

ქალი გაკოჭეს და გაძარცვეს – მარნეულში 4 პირი დააკავეს

ქალი გაკოჭეს და გაძარცვეს - მარნეულში 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, 4 პირი: 1995 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ფ.ო., 1998 წელს დაბადებული ი.ი., 1985 წელს დაბადებული შ.ჰ. და 1975 წელს დაბადებული ფ.მ. დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის […]

ქართველმა ქალმა ერაყელი შეიხის სახლიდან 2 მილიონ 600.000 დოლარი და 4 კილო ოქრო მოიპარა – ახალი დეტალები

ქართველმა ქალმა ერაყელი შეიხის სახლიდან 2 მილიონ 600.000 დოლარი და 4 კილო ოქრო მოიპარა - ახალი დეტალები

ქართველების მიერ ერაყში განხორციელებული ძარცვის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ქართველმა ქალმა, რომელიც ერაყში შეიხის სახლში დამხმარედ მუშაობდა, 2 მილიონ 600 ათასი დოლარი და 4 კილო ოქრო მოიპარა. პოლიციამ ფული და ოქრო ამოიღო, თუმცა ქალის დაკავება ვერ მოახერხა, რადგან მან ქვეყანა დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. ქალმა, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, ძარცვა 3 სექტემბერს, 3  თანამზრახველთან […]

საფრანგეთში ქართველი მძარცველი დააკავეს – 30 წლის ლევანი ვენსენის ტყეში დააპატიმრეს

საფრანგეთში ქართველი მძარცველი დააკავეს - 30 წლის ლევანი ვენსენის ტყეში დააპატიმრეს

პარიზის პოლიციამ ვალ-დე-მარნში დააკავა ბინების მძარცველი, 30 წლის ქართველი მამაკაცი, სახელად ლევანი. ფრანგული პრესა წერს, რომ ქართველი მძარცველი პირდაპირ დანავარდობდა. პოლიციას ლევანი ადრეც შემჩნეული ჰყავდა, მან 4-ჯერ გაძარცვა ბინა, მაგრამ, როგორც პროფესიონალი მძარცველი, სამართალდამცველებს ხელიდან უსხლტებოდა. 12 ივლისს ბანდიტიზმთან ბრძოლის ჯგუფის თანამშრომლებმა შენიშნეს, რომ ქურდი მაჟენტის ბულვარზე გამოჩნდა და დასეირნობდა, თან იქ მდებარე საიუველირო მაღაზიებში […]

თბილისში ვაკეში მძარცველი ვითიბი ბანკში სავენტილაციო მილიდან შევიდა

თბილისში ვაკეში მძარცველი ვითიბი ბანკში სავენტილაციო მილიდან შევიდა

“კურიერისთვის” ცნობილი ხდება, რომ დღეს თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე  ვითიბი ბანკის ფილიალის გაძარცვა სცადეს. მძარცველმა ბანკში სავენტილაციო მილიდან შეაღწია. როდესაც ის თანამშრომელმა შეამჩნია, მას დაუდგენელი ნივთიერება შეასხა და ბანკი კვლავ იმავე გზით – სავენტილაციო მილიდან დატოვა. მომხდარის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება არავის მიუღია. მამაკაცმა ბანკიდან ფულის წაღება ვერ მოახერხა. შინაგან საქმეთა სამინისტროში “კურიერს” განუცხადეს, რომ ფაქტზე […]

გალფის ოპერატორის გაძარცვისთვის ს.ე-ს 9 წელი მიესაჯა

ჩანაწერების საქმეზე ზურაბ სოლომნიშვილს პატიმრობა შეეფარდა, 7 პირს - გირაო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობაში ბრალდებული ს.ე. დამნაშავედ ცნო. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 1 ოქტომბერს, თბილისში, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ს.ე. დანით თავს დაესხა „გალფის“ ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს და სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგოდ […]

ქუთაისში საქართველოს ბანკის გაძარცვის მცდელობისთვის ვ.ხ. დააკავეს

ქუთაისში საქართველოს ბანკის გაძარცვის მცდელობისთვის ვ.ხ. დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოსა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს ქუთაისის განყოფილების ოპერატიული რეაგირების ჯგუფის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქუთაისში ერთი პირი დააკავეს. 1978 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ვ.ხ.-ს ქურდობის მცდელობაში ედება ბრალი. დანაშაული 3-დან 7 წლამდე […]

საქართველოს მოქალაქემ მადრიდში მაღაზია ერმიტაჟი გაძარცვა

საქართველოს მოქალაქემ მადრიდში მაღაზია ერმიტაჟი გაძარცვა

სროლა და ძარცვა მადრიდში – დაკავებულია საქართველო მოქალაქე. ესპანური მედიის ინფორმაციით, მრავალჯერ ნასამართლევმა მამაკაცმა მადრიდის ცენტრში მდებარე ცნობილი საიუველირო მაღაზია “ერმიტაჟი” გაძარცვა, დაჭრა დაცვის ორი თანამშრომელი. დაკავებული პირი არის საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად სომეხი, რომელიც რამდენიმე წლის წინ ოჯახთან ერთად ესპანეთში საცხოვრებლად წავიდა. დანაშაული, რომელიც 1 კვირის წინ მოხდა, საკმაოდ მძიმეა – დაკავებულს ესპანეთის ციხეში საკმაოდ მძიმე სასჯელი […]