ჭდე: წალენჯიხა

წალენჯიხის მერის პირველი მოადგილე ავარიაში მოყვა

წალენჯიხის მერის პირველი მოადგილე ავარიაში მოყვა

წალენჯიხის მერის პირველი მოადგილე, ივანე ბურდული სამსახურებრივი მანქანით ავარიაში მოყვა. ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდი-წალენჯიხის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, წუხელ, გვიან ღამით მოხდა. წალენჯიხის მერიის ბალანსზე არსებულ ავტომანქანას ივანე ბურდული თავად მართავდა, რა დროსაც ის ცხენს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მერის პირველი მოადგილე და მასთან ერთად მანქანაში მყოფი მგზავრი არ დაშავებულან. ბურდულის განცხადებით, მაღალი სიჩქარით არ მოძრაობდა. მან […]

წალენჯიხაში მცხოვრებ 27 წლის ჰეიდარ ალასკაროვს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

წალენჯიხაში მცხოვრებ 27 წლის ჰეიდარ ალასკაროვს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

წალენჯიხაში მცხოვრებ 27 წლის ჰეიდარ ალასკაროვს,  ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა და სასწრაფოდ საზღვარგარეთ ოპერაციას და მკურნალობას  საჭიროებს. ჰეიდარს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ოჯახი სოციალურად დაუცველია და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. მიმღები დემურ ფიფია – პირადი ნომერი – 19001084353 საქართველოს ბანკი: #GE17BG0000000683022900 თიბისი ბანკი: GE74TB7248845068100017 რუსთავი 2

სუსმა გახარიას პარტიის წევრი წალენჯიხაში გელა აბულაძე თაღლითობისთვის დააკავა

სუსი - "ადვოკატმა რამაზ რ.-მ ირანელს საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად 10.000 დოლარი მოსთხოვა"

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, გელა აბულაძის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, წალენჯიხის საკრებულოს წევრი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზეა დაკავებული. მათივე განმარტებით, გამოძიებით დადგინდა, რომ საკრებულოს წევრმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს მოსთხოვა, მასთან დაახლოებულ პირებზე საკუთრების უფლებადამდგენი დოკუმენტის ყალბად დამზადება, რის საფუძველზეც მერის წარმომადგენელმა შეადგინა მიწის იდენტობის დამდგენი ყალბი ცნობები. […]

წალენჯიხაში დეპუტატ ზაზა უბილავას დისშვილი ხანძარში დაშავდა

ნაძალადევში სახლს ხანძარი გაუჩნდა

წალენჯიხაში, ჭალე-მუჟავას დეპუტატის ზაზა უბილავას სახლის გვერდით დამხმარე ნაგებობა დაიწვა და მისი დისშვილი მძიმედ დაშავდა. “7 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა, ის ჯერ ზუგდიდში, კლინიკაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, თუმცა მას თბილისში, შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანენ”, – თქვა სოფლის რწმუნებულმა. ირკვევა ისიც, რომ იმის გამო, რომ წალენჯიხაში საკმარისი რაოდენობის რეანომობილები არ არის, სასწრაფო დახმარების ზუგდიდიდან ჩასვლა გახდა […]

ავარია წალენჯიხაში მსხვერპლით დასრულდა – ვ.უბილავა დაიღუპა

ავარია წალენჯიხაში მსხვერპლით დასრულდა - ვ.უბილავა დაიღუპა

ავტოსაგზაო შემთხვევა წალენჯიხის მუნიციპალიტეტ სოფელ ჭალეში მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 40 წლამდე კაცის გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს. იგი თბილისში მცხოვრები ვ.უბილავაა. ინფორმაციას სოფელ ჭალეს რწმუნებული ავთანდილ მანია ადასტურებს. მისივე თქმით, მერსედესის მარკის ავტომობილს მსუბუქი მანქანა შეეჯახა. მეორე მანქანაში სამი მცირეწლოვანი ბავშვი იჯდა. ერთი მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკის დირექტორის სულხან […]

“ტირის თოფს წმენდდა” – წალენჯიხელი მაია ფიფია შვილის შემთხვევით ნასროლს ემსხვერპლა

"ტირის თოფს წმენდდა" - წალენჯიხელი მაია ფიფია შვილის შემთხვევით ნასროლს ემსხვერპლა

წალენჯიხაში, შვილის მიერ შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ საკუთარი დედა, 53 წლის ქალი იმსხვერპლა. მაია ფიფია წალენჯიხის მეორე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის სერტიფიცირებული პედაგოგი იყო. ქალი თავის არეში ტირის თოფით დაიჭრა. “უჭკვიანესი და დაფასებული ქალი სკოლაში, უდიდესი დანაკლისი. ასეთი უბედური შემთხვევა დატრიალდა. შვილი პნევმატური ტირის თოფს წმენდდა და ლულაში ტყვია ყოფილა გაჩხერილი, ხელი რომ გამოსდო, გაისროლა და […]

ტყვია კისერში მოხვდა – წალენჯიხაში ბავშვს 50 წლის დედა შემოაკვდა

დიდ დიღომში ქარის გამო პოლიციამ ქუჩა გადაკეტა

წალენჯიხაში არასრულწლოვანი შვილის მიერ გასროლილი ტყვიით დედა, 50 წლამდე ქალი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ბავშვმა ტირის თოფიდან გაისროლა, ტყვია კი ქალს კისრის არეში მოხვდა. დაჭრილი ქალი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობით მუხლით დაიწყო.

ნიკა გვარამია – “მთავარი არხი წალენჯიხაში გადადის”

"ჩემ წინააღმდეგ ტერაქტია დაგეგმილი" - ნიკა გვარამიამ სუსი დატოვა

ნიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა: “მთავარი არხის მთავარი ღირებულება თავისუფლებაა. საქართველოში კი ერთადერთი ადგილი, სადაც ხალხმა მოიპოვა თავისუფლება, წალენჯიხაა. არხის გადაწყვეტილებით, სათანადო პროცედურების გავლის შემდეგ, ჩვენ შევიცვლით იურიდიულ მისამართს და გადავიტანთ იქ, სადაც უკვე მოიპოვეს თავისუფლება – წალენჯიხაში.”

წალენჯიხის მერი ნაციონალი გია ხარჩილავა გახდა

წალენჯიხის მერი ნაციონალი გია ხარჩილავა გახდა

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, წალენჯიხის მერი ენმ-ის კანდიდატი, გია ხარჩილავა გახდა. დათვლილია ხმების 100%. “ნაციონალური მოძრაობის წევრს, გია ხარჩილავას 51.107% აქვს, ხოლო მის კონკურენტს, “ქართული ოცნებიდან”,  გოგა გულორდავას – 48.893%. წალენჯიხის საკრებულოში “ქართულმა ოცნებამ” დაკარგა უმრავლესობა – ნაციონალურ მოძრაობას საკრებულოში 37.78% აქვს; ქართულ ოცნებას – 34.79%; გახარიას პარტიას “საქართველოსთვის” – 18.96%, ხოლო ლელოს – 3.35%.

წალენჯიხაში მანქანა მოტოციკლს დაეჯახა – 1 ადამიანი დაიღუპა

წალენჯიხაში მანქანა მოტოციკლს დაეჯახა - 1 ადამიანი დაიღუპა

წალენჯიხაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად დაიღუპა მანქანის ერთი მგზავრი. მოტოციკლის მძღოლი გადაყვანილია საავადმყოფოში. მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქრთველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ლაივპრესი