ჭდე: წეროვანი

წეროვანში 3 პირის დაჭრისთვის 36 წლის გ.მ. დააკავეს

წეროვანში 3 პირის დაჭრისთვის 36 წლის გ.მ. დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული გ.მ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 11-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ გ.მ.-მ მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, სოფელ წეროვანში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები მიაყენა თავის მეზობლებს: 1983 […]

წეროვანთან ავარიაში 2 ადამიანი დაიღუპა

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

ავტობანზე წეროვანთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა ღამით მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა […]

წეროვანთან 23 წლის ბიჭი დაიღუპა – ჰიუნდაი ჯებირს დაეჯახა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

ავტოსაგზაო შემთხვევას 23 წლის ბიჭი ემსხვერპლა. “დიანიუსის” ინფორმაციით, “ჰიუნდაის” მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და დამცავ ჯებირს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ წეროვაანთან 26 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი თბილისის მიმართულებით, მარტო მიდიოდა. იგი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ახალგაზრდა მძღოლი ცენტრალურ ავტომაგისტრალზე დიდი სისწრაფით მიდიოდა. ,,ჩვენც თბილისისკენ მივდიოდით […]

წეროვანთან ტრაილერი მიკროავტობუსს დაეჯახა – დაიღუპა ახალგაზრდა ბიჭი, 18 ადამიანი დაშავდა

წეროვანთან ტრაილერი მიკროავტობუსს დაეჯახა - დაიღუპა ახალგაზრდა ბიჭი, 18 ადამიანი დაშავდა

დღეს დილით წეროვანთან ტრაილერი თბილისი-ქსანის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს დაეჯახა. ავარიის შედეგად მიკროავტობუსმა ჯებირი გაანგრია, რომლის ნაწილები იქვე მდგომ მსუბუქ ავტომობილს დაეცა. შემთხვევის შედეგად დაშავდა 19 ადამიანი, რომლებიც მცხეთის რაიონულ საავადმყოფოში არიან მოთავსებული. თვითმხილველების ინფორმაციით, დაშავებულებს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ. ექიმების ინფორმაციით კი, დაშავებული პირებიდან 2-ს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. ერთ-ერთი ვერსიით, ტრაილერის მძღოლს საბურავი გაუსკდა, რის გამოც […]

ავარია წეროვანთან – ავტობანზე რამდენიმეკილომეტრიანი საცობია

ავარია წეროვანთან - ავტობანზე რამდენიმეკილომეტრიანი საცობია

რამდენიმე წუთის წინ ავტობანზე, წეროვანთან, ავარია მოხდა, რამაც რამდენიმე კილომეტრის სიგრძის საცობი წარმოქმნა. გურია ნიუსის ცნობით, მსუბუქი მანქანა სამარშრუტო მიკროავტობუსს შეეჯახა, რომელშიც მგზავრები ისხდნენ. შემდეგ კი ეს მიკროავტობუსი საპირისპირო მხარეს მომავალ სატვირთოს შეეჯახა. ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ადგილზე ამ წუთებში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.

წეროვანში ხანძარია ავტობანთან ახლოს

წეროვანში ხანძარია ავტობანთან ახლოს

ხანძარია წეროვანში. „ბერტას“ ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მინდორი იწვის. ცეცხლის ხმელ ბალახს მოედო. საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ცეცხლის კერისკენ ორი სახანძრო ბრიგადა მიემართება. ნიუპოსტი