ჭდე: ჭიათურის მაღარო

ჭიათურის მაღაროში მუშას ტრაქტორმა გადაუარა – კობა ჩაფიძე გარდაიცვალა

ჭიათურის მაღაროში მუშას ტრაქტორმა გადაუარა - კობა ჩაფიძე გარდაიცვალა

ჭიათურაში მაღაროში მუშა გარდაიცვალა. შემთხვევა ოთხი დღის წინ შუქრუთის დასახლებაში, ვაკე ტყე ოთხის მაღაროზე მოხდა სამუშაო პროცესის დროს მუშას ტრაქტორმა გადაუარა. პროფკავშირების  ინფორმაციით, გარდაცვლილი 46 წლის კობა ჩაფიძეა. მას საავადმყოფოში ორი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. რუსთავი 2

ჭიათურაში მაღაროს მუშა ალექსანდრე დეკანოიძე დაშავდა

ჭიათურაში მაღაროს მუშა ალექსანდრე დეკანოიძე დაშავდა

ჭიათურაში კოროხნალის მაღაროში მუშა დაშავდა. შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ალექსანდრე დეკანოიძეს ქვა დაეცა. დაშავებული ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. “პაციენტს ქალა-ფუძის მოტეხილობა, ხერხემლის მალის მოტეხილობა და ტვინის შეშუპება აღენიშნება. ამ წუთებში მას საოპერაციოდ ამზადებენ”, – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ საავადმყოფოს დირექტორმა გიორგი ხვედელიძემ.

ჭიათურის მაღაროში 1 მუშა დაშავდა

ჭიათურის მაღაროში 1 მუშა დაშავდა

ჭიათურის მაღაროში რამდენიმე წუთის წინ ინციდენტი მოხდა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, დაშავებულია ერთი მუშა. მას ხელი აქვს დაზიანებული. ამ დროისთვის მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ზუსტდება. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. დღესვე, დილის 4 საათზე ტყიბულში მინდელის შახტში უბედური შემთხვევა მოხდა. დაიღუპა 6 და დაშავდა 3 ადამიანი. მომხდარზე გამოძიება დაიწყო. 2018 წლის გასულ სამ თვეში საწარმოო […]

მაშველებმა ჭიათურის მაღაროში გარდაცვლილი მუშა ამოიყვანეს

მაშველებმა ჭიათურის მაღაროში გარდაცვლილი მუშა ამოიყვანეს

ჭიათურის მაღაროში გარდაცვლილი მუშა მაშველებმა ამოიყვანეს. წუხელ ჭიათურის შუქრუთის მაღაროში ლოდების ჩამონგრევის შედეგად, 45 წლის მამაკაცი, ზაზა აბრამიშვილი გარდაიცვალა.მუშის სამძებრო სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ცხედრის სამძებრო სამუშაოებში თბილისიდან დამატებითი მაშველები ჩაერთვნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. ნიუპოსტი

აფეთქებას ჭიათურის მაღაროში 45 წლის მუშა ემსხვერპლა

აფეთქებას ჭიათურის მაღაროში 45 წლის მუშა ემსხვერპლა

ჭიათურის შუქრუთის მაღაროში ლოდების ჩამონგრევის შედეგად, 45 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. მუშა ნანგრევების ქვეშ მოყვა. “ნიუპსოტს” ფაქტი შს სამინისტროში დაუდასტურეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.