ჭდე: ხაზარაძე

ხაზარაძის, ჯაფარიძის და წერეთლის საქმეზე ხვალ შეიძლება განაჩენი გამოცხადდეს

ხაზარაძის, ჯაფარიძის და წერეთლის საქმეზე ხვალ შეიძლება განაჩენი გამოცხადდეს

ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულების – მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე 11 იანვარს შესაძლოა, განაჩენი გამოცხადდეს. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული. პროცესი მხარეების რეპლიკებით განახლდება, რის შემდეგაც, ბრალდებულები საბოლოო სიტყვებს წარმოთქვამენ. აღნიშნულის შემდეგ, მოსამართლე შესაძლოა, განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდეს, ან ადგილზე თათბირითვე გამოაცხადოს გადაწყვეტილება. ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს […]

გახარია – “ბატონი მამუკა ბოლო დროს ბევრ საოცარ რამეს ამბობს”

ადვოკატი სტივენ ქეი - „გახარიას წერილის“ ექსპერტიზა დასრულდა

საერთოდ ბევრ საოცარ რამეს ამბობს ხოლმე ამ ბოლო დროს ბატონი მამუკა: წერილი, ოქმი და კიდევ ბევრ რაღაც დამადასტურებელს. მოიტანოს, გვანახოს ეს ოქმი,- ასე პასუხობს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მამუკა ხაზარაძის ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ინვესტორი გააქცია და ამის ოქმიც არსებობს. გიორგი გახარიას თქმით, თუ ასეთი დოკუმენტი არსებობს, მამუკა ხაზარაძემ ის უნდა „მოიტანოს და გვანახოს“. „მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არ არის […]

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 700-700 ათასი ლარი გირაო შეეფარდათ

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 700-700 ათასი ლარის სახით გირაო შეეფარდათ – სასამართლომ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. სასამართლომ გაითვალისწინა პროკურატურის შუმადგომლობა და ისინი ქვეყანას თანხმობის გარეშე ვერ დატოვებენ. პროკურატურა ორივე მათგანისთვის 1-1 მილიონი ლარის გირაოს შეფარდებას ითხოვდა. შეგახსენებთ, ბრალდების მხარე ხაზარაძესა და ჯაფარიძეს 16 მილიონ ლარზე მეტი თანხის გათეთრებას ედავება. წინასასამართლო სხდომა 12 სექტემბერს ჩაინიშნა.

მამუკა ხაზარაძე – ”მილიონი ლარი დამაკავებს? ეს ხომ აბსურდია!”

მამუკა ხაზარაძე - ”მილიონი ლარი დამაკავებს? ეს ხომ აბსურდია!”

ეს არის სირცხვილი, ქვეყნის მიმართ მიზანმიმართული, დანაშაულებრივი ქმედება. მე გპირდებით, დადგება დრო, ვინც თქვენ უკან დგას, ვინც ამ დავალებებს გაძლევთ, მათ ძალიან სერიოზული პასუხი მოეთხოვებათ, – ამის შესახებ სასამართლო პროცესზე “თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. როგორც ხაზარაძემ საკუთარ სიტყვაში განმარტა, წარდგენილი ბრალი აბსურდულია. „აბსურდული ბრალია და მიზანმართული შეტევაა ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე და ეს გრძელდება […]

პროკურორი ტყეშელაშვილი – ”ხაზარაძე-ჯაფარიძის ფინანსური მდგომარეობის გამო მილიონ-მილიონი ლარი შემაკავებელი ხასიათისაა”

პროკურორი ტყეშელაშვილი - ”ხაზარაძე-ჯაფარიძის ფინანსური მდგომარეობის გამო მილიონ-მილიონი ლარი შემაკავებელი ხასიათისაა”

„თიბისი ბანკის“ ბრალდებული დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ მილიონი ლარი თითოეულისთვის შემაკავებელი ხასიათის იქნებოდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განუცხადა. როგორც მან განმარტა, სახელმწიფო ბრალდება ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიმართ, თითოეულის შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონი ლარის ოდენობით გირაოს შუამდგომლობას დაააყენებს. „ბრალდების მხარემ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, […]

პროკურატურა ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის მილიონ-მილიონ ლარს მოითხოვს

”მე ვიყავი საბჭოთა პროკურატურაში” - ხაზარაძემ და ჯაფარიძემ პროკურატურა დატოვეს

საქართველოს გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, სავარაუდოდ, მილიონ-მილიონ ლარს მოითხოვს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსისთვის“ არაოფიციალურად გახდა ცნობილი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით დღეს მიმართა. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 16.00 საათზე დაინიშნა. მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 […]

პროკურატურამ ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიება მოითხოვა

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მორიგ განცხადებას ავრცელებენ

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. პროკურატურა არ აკონკრეტებს, აღკვეთის რა ღონისძიებას – პატიმრობას თუ გირაოს მოითხოვენ ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიმართ. მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება […]

აშშ-ის საელჩომ ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენების გამო შეშფოთება გამოთქვა

აშშ-ის საელჩომ ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენების გამო შეშფოთება გამოთქვა

ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, რითაც საელჩო „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებისთვის – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენას ეხმაურება. ამასთან, საელჩო ხაზს უსვამს, რომ აშშ მხარს უჭერს ანაკლიის პორტის პროექტს, რომელიც ამერიკული ინვესტიციის მნიშვნელოვანი წყაროა საქართველოში. “ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ […]

ივანიშვილი ხაზარაძეზე – “რაც მეტი ბიზნესმენი შემოვა პოლიტიკაში, უფრო კარგია”

ივანიშვილი ხაზარაძეზე - "რაც მეტი ბიზნესმენი შემოვა პოლიტიკაში, უფრო კარგია"

რაც უფრო მეტი ბიზნესმენი, რაც უფრო მეტი აქტიური ახალგაზრდა შემოვა პოლიტიკაში, უფრო კარგია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს „თიბისი“ ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. ივანიშვილი მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ აქტიურობას მიესალმება. „მივესალმები. რაც უფრო მეტი ბიზნესმენი, რაც უფრო მეტი აქტიური ახალგაზრდა შემოვა პოლიტიკაში, უფრო კარგია და მე ამას მივესალმები, რომ არჩევანი […]

კიბერთავდასხმა თიბისიზე და 4 წერილი, რომელიც ხაზარაძემ გახარიას მიწერა

კიბერთავდასხმა თიბისიზე და 4 წერილი, რომელიც ხაზარაძემ გახარიას მიწერა

„ტვ პირველი“ 4 წერილს აქვეყნებს, რომელშიც ჩანს, რომ თიბისი ბანკიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში კიბერშეტევის ფაქტზე არაერთი შეტყობინება გაიგზავნა. მესამე წერილში მამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიას წერს, რომ შეტყობინების გაგზავნიდან 2 თვე გავიდა, თუმცა გამოძიების ფარგლებში პროგრესი არ შეინიშნება. მომდევნო წერილში ხაზარაძე გიორგი გახარიას სწერს, რომ პირველი შეტყობინების გაგზავნიდან საკმაო დრო გავიდა, თუმცა გამოძიების მსვლელობის შესახებ ბანკისთვის […]