ჭდე: ხელყუმბარის აფეთქება

ჩხოროწყუში მამაკაცს მანქანაში ხელყუმბარა აუფეთქდა

ჩხოროწყუში მამაკაცს მანქანაში ხელყუმბარა აუფეთქდა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, 40 წლამდე მამაკაცს მანქანაში ხელყუმბარა  აუფეთქდა. „ გაუვარდა თუ თვითონ ააფეთქა ეს გამოძიების დასადგენია, ასევე გასარკვევია თუ რა სახის ნივთიერება იყო, რაც აფეთქდა, ამ წუთებში ის ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება“, – უთხრა „ლაივპრესს“ დათო გოგუამ. მისივე თქმით, დაზარალებულს დაზიანებები აქვს ფეხის არეში. ლაივპრესი

ოზურგეთში მიკროავტობუსში ხელყუმბარა ააფეთქეს

ოზურგეთში მიკროავტობუსში ხელყუმბარა ააფეთქეს

აფეთქება მოხდა წუხელ, გვიან ღამით, ქალაქ ოზურგეთში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე, 12 სართულიან საცხოვრებელ კორპუსთან, ე.წ “ფანტანის” ბინებთან. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. გამოძიებისათვის დაუდგენელმა პირებმა, აღნიშნულ კორპუსთან მდგომი “დელიკას” მარკის მიკროავტობუსში ხელყუმბარა შეაგდეს. ადგილზე ამ წუთებში მუშაობს პოლიცია და კრიმინალისტები. აღნიშნული მიკროავტობუსი ამავე კორპუსში მცხოვრებ კიღურაძეების ოჯახს ეკუთვნის. მიკროავტობუსის მფლობელები აფეთქების სავარაუდო მიზეზს ვერ ასახელებენ.