ჭდე: ხის დაცემა

აფხაზეთში ფსბ-ს 2 რუს თანამშრომელს ხე დაეცა და მოკლა

აფხაზეთში ფსბ-ს 2 რუს თანამშრომელს ხე დაეცა და მოკლა

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფსბ-ს სასაზღვრო სამსახურის ორი თანამშრომელი დაიღუპა, ერთი სამხედრო კი დაშავდა. მიზეზი გულრიფშის რაიონში მომხდარი შემთხვევა გახდა. ავტომობილს, რომლითაც სამხედროები გადაადგილდებოდნენ წაქცეული ევკალიპტის ხე დაეცა. შემთხვევა 4 ოქტობერს მოხდა. ნიუპოსტი

ოსიაურთან მოძრავ მანქანას ხე დაეცა

ოსიაურთან მოძრავ მანქანას ხე დაეცა

ოსიაურთან დღეს „ემელის“ ტიპის მოძრავ მსუბუქ ავტომობილს ხე დაეცა. როგორც “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე საპატრულო და სამაშველო სამსახურის ბრიგადები იყო მობილიზებული. აღნიშნულის გამო ოსიაურთან საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული იყო. ამ მომენტისთვის ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

კახეთში ხის დაცემამ კაცი მოკლა

კახეთში ხის დაცემამ კაცი მოკლა

ხის დაცემის შედეგად თელავის რაიონში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. 35 წლამდე მამაკაცს შუამთის ტყეში ხე დაეცა. “ინტერპრესნიუსის” რეგიონული კორესპონდენტის ინფორმაციით, მამაკაცი ხის მოჭრას ცდილობდა, როდესაც მოჭრილი ხე მას დაეცა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტი ღრმა კომატოზურ მდგომარეობაში იყო და ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ინტერპრესნიუსი