ჭდე: ხობი

ჩვილი რეანიმობილში დაიღუპა – ხობში ავარია მსხვერპლით დასრულდა

რუსთავში, დედას და ორ მცირეწლოვან ბავშვს ავტომანქანა დაეჯახა

ხობის მუნიციპალიტეტ სოფელ შუა ქვალონში დღის საათებში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები იმერეთიდან, კერძოდ კი ბაღდათის რაიონიდან იყვნენ. არსებული ინფორმაციით, ისინი სტუმრად იმყოფებოდნენ ხობის რაიონში. ავტოსაგზაო შემთხვევას 1 წლის ბავშვი ემსხვერპლა. ჩვილი რეანიმობილში გზაში დაიღუპა, როდესაც ის ქუთაისში გადაჰყავდათ. ცნობისთვის, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სადისტრიბუციო მანქანა შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა სამი პირი: ავტომობილის მძღოლი, […]

ხობში კორპუსი კანალიზაციის გარეშე ააშენეს

ხობში კორპუსი კანალიზაციის გარეშე ააშენეს

ოდიში ტვ. ფოტოს აქვეყნებს და ფეისბუქგვერდზე წერს: „ხობში, ამ ახალაშენებულ კორპუსში ვერცერთი ბინა ვერ გაიყიდა. მიზეზი ისაა, რომ დაპროექტების დროს კანალიზაციის ქსელი გამორჩათ. კორპუსი სამშენებლო კომპანიამ კანალიზაციის გარეშე ააშენა, მერიამაც ასე ჩაიბარა. ახლა კი, სავარაუდოდ, ისეთ უცხოპლანეტელ მყიდველებს ელოდებიან, რომლებსაც ბუნებრივი მოთხოვნილებები არ აწუხებთ.“

“თამუნა ექიმი რეანიმაციაშია” – ქალს ხობში მანქანა დაეჯახა

"თამუნა ექიმი რეანიმაციაშია" - ქალს ხობში მანქანა დაეჯახა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, ქვეით ქალს ავტომობილი მის საცხოვრებელ სახლთან დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი თ.ჯ. ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უკიდურესად მძიმეა. „ერთი ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმები კი იბრძვიან კოლეგის სიცოცხლის გადასარჩენად”, – ამბობს ოჯახის ახლობელი. „გული და სული მეწვის ღმერთო, ეს […]

მგზავრი მანქანაში დაიწვა – ავტოსაგზაო შემთხვევა ხობში

თელავში, სახლის სარდაფში 17 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს

ხობში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, BMW- ს მარკის ჯიპი განათების ბოძს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. თვითმხილველის ინფორმაციით, ავტომანქანაში ერთი პირი დაიწვა, მეორე კი მანქანიდან გადავარდა და მძიმედ დაშავდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი იმყოფება.

ხობის მდინარეში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მდინარეში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობში, მდინარე მუნჩიაში შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მამაკაცს მაშველები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. არსებული ინფორმაციით, ის მდინარეში მაშინ ჩავარდა, როცა ნავით მის გადაკვეთას ცდილობდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი წალენჯიხის მკვიდრია. შსს-მ მომხდარზე გამოძიება დაიწყო. იპნ

„მთელი ხობი გლოვობს”- კორონავირუსს ცნობილი ექიმი ემსხვერპლა

„ხალხო, დარჩით სახლში, ილოცეთ სახლში... საქართველოში ახლა იწყება ის, რაც იტალიაში გამოვიარეთ“

კორონავირუსით ხობელი ცნობილი ექიმი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, 61 წლის მამაკაცი მკურნალობის კურსს სენაკში, კლინიკა “სენა-მედში” გადიოდა. „მთელი ხობი გლოვობს – ქალაქმა დაკარგა ცნობილი ექიმი”,- ამბობს „გურია ნიუსთან” წყარო. ექიმის გარდაცვალების ფაქტს „გურია ნიუსთან” ხობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი შორენა საბახტარაშვილი ადასტურებს. „გარდაიცვალა ჩვენი ყოფილი ექიმი. წლები ეწეოდა სამედიცინო მოღვაწეობას.  იყო მძიმე პაციენტი. გაურთულდა კოვიდი და […]

ხობთან სატვირთო მიკროავტობუსს დაეჯახა – დაიღუპა ტექსტილის სამკერვალოს თანამშრომელი ქალი

ხობთან სატვირთო მიკროავტობუსს დაეჯახა - დაიღუპა ტექსტილის სამკერვალოს თანამშრომელი ქალი

ხობის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა  მსხვერპლით დასრულდა.შემთხვევა სოფელ ბიაში ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახნენ. შედეგად მიკროავტობუსის მგზავრი, ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი პირი კი დაშავდა. გარდაცვლილს ტექსტილის სამკერვალოს თანამშრომელი იყო. მიკროავტობუსს ფოთში სწორედ ტექსტილის თანამშრომლები გადაჰყავდა. დაშავებული სხვადასხვა სახის დაზიანებებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე […]

ხობში დისტრიბუციის და სატვირთო მანქანები შეეჯახნენ – 1 ადამიანი დაიღუპა

ხობში დისტრიბუციის და სატვირთო მანქანები შეეჯახნენ - 1 ადამიანი დაიღუპა

ხობში ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ პირველ მაისთან მოხდა, ერთმანეთს დისტრიბუციისა და სატვირთო მანქანები შეეჯახნენ. დისტრიბუციის მძღოლი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ხობში 12 წლის ბიჭი 40 წლის მამაკაცმა გააუპატიურა

ხობში 12 წლის ბიჭი 40 წლის მამაკაცმა გააუპატიურა

სამეგრელოში, ხობში12 წლის ბიჭი, სავარაუდოდ, 40 წლამდე  კაცმა გააუპატიურა. შემთხვევა  სოფელ ხეთაში მოხდა.  დანაშაულში ბრალდებული დ.ლ. პოლიციამ ბავშვის გამოკითხვის შემდეგ დააკავა. ფაქტის შესახებ პოლიციაში ბავშვის მამამ განაცხადა, რომელის მომხდარს თავად შეესწრო.   არსებული ინფორმაციით,  დაზარალებული და დაკავებული ერთმანეთის მეზობლები არიან. მომხდარ ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით არის აღძრული, რაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური […]

ხობი დაიტბორა

ხობი დაიტბორა

ძლიერი სტიქია ხობის მუნიციპალიტეტში – “ტვ პირველის” კორესპონდენტის ინფორმაციით, სოფელ ჭალადიდსა და შავღელეში  ძლიერი წვიმების შედეგად  ეზოები, ქუჩები და სავარგულები დაიტბორა. უხვმა ნალექმა  საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზეც შეაღწია. ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის. ტვ პირველი