ჭდე: ხულო

ხულოში, ამწედან მანქანა ჩამოვარდა და 25 წლის ბიჭს დაეცა

თელავში, სახლის სარდაფში 17 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს

 TV25.GE-ის ცნობით, 25 წლის ბიჭი ავტომობილის შეკეთების დროს დაშავდა. ახალგაზრდას ამწედან ჩამოვარდნილი მანქანა დაეცა. ადგილობრივი ბათუმში, კლინიკა BMC-ში მოათავსეს. დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ხულოში ხანძარში 1 ქალი დაიწვა

ხულოში ხანძარში 1 ქალი დაიწვა

ხულოში, სოფელ ბოძაურში სახლი დაიწვა, ხულოს სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დაიწვა ერთსართულიანი ხის სახლი. ხანძრის გაჩენის დროს სახლში ორი პირი იმყოფებოდა, მათ შორის ერთი ეტლით მოსარგებლე, მისი გამოყვანა ადგილობრივებმა შეძლეს, თუმცა 72 წლის ქალის გამოყვანა ვეღარ მოხერხდა. ის დაიღუპა. სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებოდნენ მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები: „ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას ოჯახის წევრებისთვის თავშესაფრის […]

ხულოში მინიტრაქტორით ბაბუა და შვილიშვილი ხევში გადავარდნენ

თბილისის ზღვაზე 36 წლის ნოდარ ცხადაძის ცხედარი იპოვეს

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთში ბაბუა და შვილიშვილი ხევში გადავარდნენ, რის შედეგადაც სამი წლის ბავშვი მძიმედ დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ბაბუა და შვილიშვილი სოფლის გზაზე მინი ტრაქტორით გადაადგილებოდნენ. დაშავებულები ბათუმის კლინიკებში არიან მოთავსებული. “3 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. ბაბუა და შვილიშვილი ბათუმის კლინიკებში არიან გადაყვანილი, თავდაპირევლად ჩვენთან შემოიყვანეს, თუმცა ბავშვს თავის არეში მძიმე ტრავმა ჰქონდა და ბათუმში […]

ნანუკა ჟორჟოლიანი – “ხულოში დავით სოლომონიძეს თითო ლარი მაინც შევუგროვოთ”

ნანუკა ჟორჟოლიანი - "ბერას ირაკლი ღარიბაშვილი ქოლგით დაჰყვებოდა"

ნანუკა ჟორჟოლიანმა ფეისბუქში დაწერა: “ხულოში, ალტ-ინფოსთვის ოფისის მიქირავებაზე უარი რომ თქვა, საამაყო მოქალაქე დავით სოლომონიძეა. დღეს, ამ ურთულეს სოციალურ პირობებში, იდეის გამო უარი თქვა თვეში 1.500 ლარზე, რომელიც შესაძლოა მისი არსებობისთვის ერთადერთი საშუალებაც კი იყო. ანგარიშის ნომრებს დავდებ კომენტარში და ყველამ ერთი ლარი რომ ჩავრიცხოთ, მადლობას ვეტყვით სწორი მოქალაქეობრივი პოზიციისთვის. მიყვარხართ ყველა. ზუსტად ვიცი რამდენიც […]

ხულოში “ალტ ინფოს” ოფისი დაატოვებინეს

ხულოში "ალტ ინფოს" ოფისი დაატოვებინეს

„ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებულ პარტიას „კონსერვატიული მოძრაობა“ ხულოში პარტიის ოფისი დაატოვებინეს. როგორც ხულოს მცხოვრებლები სოციალურ ქსელებში წერდნენ, პარტიამ ოფისი 7 მარტს გახსნა, თუმცა პარტიის წარმომადგენლებს ფართობის მესაკუთრე დაუკავშირდა და ოფისის დაცლა მოსთხოვა. „თავიდან არ ვიცოდი, ვინ ქირაობდა ფართობს, მაგრამ შემდეგ გავიგე, ვინც იყვნენ და მოვთხოვე ოფისის დაცლა“ – თქვა ფართობის მესაკუთრემ, დათო სოლომონიძემ. დათო სოლომონიძე ამბობს, რომ მისთვის […]

ხულოში მანქანა გზიდან გადავარდა – 1 მოზარდი დაიღუპა

ხულოში მანქანა გზიდან გადავარდა - 1 მოზარდი დაიღუპა

19 ნოემბერს ხულოში გზიდან ავტომანქანა გადავარდა, რომელშიც 4 არასრულწლოვანი იმყოფებოდა. ხულოს მერის, ვახტანგ ბერიძის ინფორმაციით, ავარია სოფელ დეკანაშვილებში მოხდა, მსუბუქი ავტომანქანა ხევში გადავარდა. მანქანაში 15-17 წლის მოზარდები ისხდნენ. ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, ერთი ბათუმში გადაიყვანეს, დანარჩენი ორი კი ხულოში მდებარე კლინიკაშია გადაყვანილი. შს სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას […]

ხულოში ხოზრევანიძეების სახლი დაიწვა

ხულოში ხოზრევანიძეების სახლი დაიწვა

ხულოში სოფელ ღურტაში ხოზრევანიძეების საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები იყო მობილიზებული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. ოჯახი უსაფრთხო ადგილზე არის გადაყვანილი. ხულოს მერიაში ავხადებენ, რომ დაზარალებული ოჯახის მდგომარეობას სპეციალური კომისია შეისწავლის და სათანადო დახმარებას გაუწევს. იპნ

ხულოში სატვირთო ხევში გადავარდა – 1 მამაკაცი დაიღუპა, მეორე დაშავდა

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აჭარაში, ხულოში, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. ავარიის შედეგად 60 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მანქანაში მყოფი კიდევ ერთი მამაკაცი მძიმედ დაშავდა. პაციენტი უახლოეს კლინიკაში არის გადაყვანილი და მისი მდგომარეობა ფასდება, როგორც კრიტიკული. შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის […]

“ალბათ საჭესთან ჩაეძინა” – ხულოში ტრაქტორი ხევში გადავარდა, მძღოლი დაიღუპა

"ალბათ საჭესთან ჩაეძინა" - ხულოში ტრაქტორი ხევში გადავარდა, მძღოლი დაიღუპა

ხულოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ტრაქტორის 29 წლის მძღოლი გარდაიცვალა. მძიმე ტექნიკა ხულოს ცენტრალურ გზაზე გადაადგილდებოდა, როდესაც ხევში გადავარდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადას ადგილზე მისვლისას მძღოლი დაღუპული დახვდა. გარდაცვლილი სოფელ პაქსაძეების მკვიდრი იყო. ის გოდერძის უღელტეხილზე გზის გამწმენდ სამუშაოებს ასრულებდა, როდესაც ტრაქტორი ხევში გადაიჩეხა. „ზუსტად რა მოხდა, არავინ იცის, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ჩაეძინა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გურამ […]

ხულოში 7 სახლი დაიწვა

ხულოში 7 სახლი დაიწვა

აჭარაში  ხანძრის შედეგად 7 სახლი დაიწვა. შემთხვევა გვიან ღამით ხულოში, სოფელ მეხალაშვილებში მოხდა. დამწვარია 5 დამხმარე ნაგებობაც. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სამედიცინო ბრიგადამ ადგილზე დახმარება ერთ პირს გაუწია. ხანძრის გამომწვევი მიზეზად გაუმართავი ელექტროსადენები სახელდება.