ჭდე: ჯარიმა

ზურაბ ჯაფარიძეს 2.000 ლარის გადახდა დაეკისრა

ზურაბ ჯაფარიძე - "დღეს კომენდანტის საათს დემონსტრაციულად დავარღვევთ!"

“მადლობა ბატონო პრემიერო” – “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურა ჯაფარიძე წერს, რომ სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო. პოლიტიკოსს 2. 000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა. მან შესაბამისი დადგენილების ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. დადგენილების მიხდევით, მოსამართლე ციცინო როხვაძემ პოლიტიკოსი საამრთალდამრღვევად ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნო, რაც სამართალდამცავის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მთავარი

სასამართლომ რუსთავი 2-ს ნოდარ მელაძისთვის 80.000, ხოლო ნანუკა ჟორჟოლიანისთვის 82.000 ლარის გადახდა დააკისრა

სასამართლომ რუსთავი 2-ს ნოდარ მელაძისთვის 80.000, ხოლო ნანუკა ჟორჟოლიანისთვის 82.000 ლარის გადახდა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი2“-დან ტელეწამყვან ნოდარ მელაძის გათავისუფლება უკანონოდ ცნო და აღნიშნულ კომპანიას მელაძისთვის კომპენსაციის სახით 80.000 ლარის გადახდა დააკისრა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იურისტმა თეო ზაქარაშვილმა განუცხადა. როგორც ზაქარაშვილი განმარტავს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს. „მოსარჩელე იყო ნოდარ მელაძე, რომლის ინტერესებსაც იცავდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და მისი იურისტი, თეო ზაქარაშვილი. […]

ზურაბ ჯაფარიძე 1.000 ლარით დააჯარიმეს

"ოცნება", გამოექანეთ მთაწმინდიდან" - ზურაბ ჯაფარიძის პარტია 143.000 ლარით დააჯარიმეს

გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ქონებრივი დეკლარაციის არშევსების გამო 1.000 ლარით დააჯარიმეს. “ჯერ შენ ვინ გეკითხება, პარლამენტში უნდა იყოო. მერე, ოკ, არ გინდა და ნუ გინდაო. მერე, სანამ არ გიშვებდით და ფორმალურად აქ იყავი, იქნებ ფული გააკეთე, დეკლარაცია გვანახეო. ახლა, რადგან არ გვანახე, 1.000 ლარი გადაიხადე და ისე გვანახე, თორემ სისხლის […]

ქორწილების და ქელეხების გამართვისთვის ობიექტები 10.000 ლარით დაჯარიმდება

საქართველოში ქორწილები და ქელეხები ისევ აიკრძალა

ქორწილის, ქელეხის, იუბილის და მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის კვების ობიექტებს თუ სხვადასხვა სარიტუალო დარბაზებს პირველ ჯერზე დაეკისრებათ ფინანსური სანქცია – 10 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო მსგავსი ქმედების განმეორებით განხორციელებისთვის აღნიშნული ობიექტები დაილუქება –  ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მთავრობის დადგენილებით მგავსი ღონისძიებების გამართვა […]

მრგვალ ბაღთან აქციაზე დაკავებულ აკაკი ნაკაშიძეს 2.300 ლარიანი ჯარიმა შეეფარდა

ჩანაწერების საქმეზე ზურაბ სოლომნიშვილს პატიმრობა შეეფარდა, 7 პირს - გირაო

მრგვალ ბაღთან მიმდინარე აქციაზე დაკავებულ აკაკი ნაკაშიძეს 2.300-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მანუჩარ ცაცუამ მიიღო და აღნიშნულით მან შსს-ს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სასამართლო პროცესზე განმარტა, აკაკი ნაკაშიძე მოქალაქეების მისამართით იგინებოდა, პოლიციელის მოწოდების მიუხედავად, ის არ გაჩერდა და მან პოლიციელების მისამართითაც გააგრძელა გინება. სამინისტროს წარმომადგენელი ნაკაშიძის მიმართ […]

ხარაგაულში სასაფლაოზე გადაღებული ფოტოების ავტორები 2.000 ლარით დააჯარიმეს

ხარაგაულში სასაფლაოზე გადაღებული ფოტოების ავტორები 2.000 ლარით დააჯარიმეს

ხარაგაულში, სასაფლაოზე გადაღებული ფოტოების ავტორები 2.000 ლარით დააჯარიმეს, თუმცა ირკვევა, რომ ფოტოები რეალურად შაბათს არის გადაღებული, ანუ მაშინ, როცა შეზღუდვები ჯერ კიდევ არ მოქმედებდა. როგორც დაჯარიმებულები “მთავართან” საუბარში ამბობენ, გადახდას არ აპირებენ, რადგან ჯარიმები უკანონოა. შსს-ში არ ადასტურებენ, რომ პოლიცია მოქალაქეებს ფეისბუქზე გავრცელებული ფოტოების გამო აჯარიმებს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შსს-მ სასფლაოებზე გადაღებული ფოტოების მიხედვით, […]

ნოდარ რუხაძე 2.000 ლარით დააჯარიმეს

ნოდარ რუხაძე 2.000 ლარით დააჯარიმეს

სამოქალაქო აქტივისტი და “მთავარი არხის” ჟურნალისტი ნოდარ რუხაძე სასამართლომ 2 ათასი ლარით დააჯარიმა და გაათავისუფლა. რუხაძე დღეს პარლამენტის შენობასთან დააკავეს. რუხაძე რუპორით ხელში “ოცნების” მთავრობას მიმართავდა, როდესაც პოლიციამ მას ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. ამის შემდეგ ის დააკავეს. მთავარი

ზურაბ ჯაფარიძე 2.000 ლარით დააჯარიმეს – ბარში “ჯაფარასთან” შრომის ინსპექცია შევიდა

ზურაბ ჯაფარიძე 2.000 ლარით დააჯარიმეს - ბარში "ჯაფარასთან" შრომის ინსპექცია შევიდა

„გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურა ჯაფარიძის განცხადებით, ის შრომის ინსპექციამ 2.000 ლარით დააჯარიმა. მისივე თქმით, გააფრთხილეს, რომ განმეორების შემთხვევაში, მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ელის. მისივე თქმით, ჯარიმის მიუხედავად, ბარი არ დაიხურება. “ჩათვალეს, რომ მე აკრძალულ საქმიანობას ვეწევი, შესაბამისად, მე, ფიზიკური პირი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დამაჯარიმეს 2.000 ლარით”, -აცხადებს ჯაფარიძე. ის ასევე დასძენს, რომ გამოწერილ ოქმს […]

გორში 3 ახალგაზრდა ყავის პირბადის გარეშე დალევისთვის დააჯარიმეს

გორში 3 ახალგაზრდა ყავის პირბადის გარეშე დალევისთვის დააჯარიმეს

გორში პატრულმა 3 ახალგაზრდა ყავის პირბადის გარეშე დალევისთვის დააჯარიმა. ამის შესახებ ზურ სუდაძემ ფეისბუქში დაწერა: “მადლობა ბატონ სოსო დემეტრაშვილს, ვეცდებით, ყავის დალევა ვისწავლოთ პირბადით. გიორგი კოშკაძე Giorgi Dodashvili როგორც კი გიორგიმ ჰკითხა სიგარეტი როგორ მოვწიოო პასუხი იყო უნდა დაანებო სიგარეტს თავიო p.s არანაირი სიძულვილის შემცველი კომენტარი არ გააკეთოთ. უბრალოდ ფაქტი იყო სასაცილო და მაგიტომ გაგიზიარეთ“

მთავარ არხს კომუნიკაციების კომისიამ ყვითელი ბარათი ამოუღო – “ამჯერად ამას გაკმარებთ”

მთავარ არხს კომუნიკაციების კომისიამ ყვითელი ბარათი ამოუღო - "ამჯერად ამას გაკმარებთ"

ქართული ოცნების პოლიტიკური რეკლამის არგანთავსების გამო კომუნიკაციების კომისიამ მთავარ არხს მაუწყებლობის კანონის დარღვევისთვის, წერილობითი გაფრთხილება მისცა. კომისიის განცხადებით, მთავარმა არხმა პარტია ქართულ ოცნებას მეორე ტურის დროს უარი უთხრა უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე, რითიც მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონი და საქართველოს საარჩევნო კოდექსი დაარღვია. ქართული ოცნების მიერ კომუნიკაციის კომისიისთვის გაგზავნილ საჩივარში ნათქვამია, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის […]