ჭდე: ჯიქიას ქუჩა

თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე მდებარე კაფე გაქურდეს

კახეთის გზატკეცილზე მანქანა ამოტრიალდა - მისი მძღოლი დაიღუპა

რამდენიმე ხნის წინ, თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კაფე გაქურდეს. მომხდარი ფაქტის შედეგად ჩამსხვრეულია კაფის მინა. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დგინდება ზარალის ზუსტი რაოდენობა. შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმე 177-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს.

ჯიქიას ქუჩაზე 39 წლის მამაკაცი მოკლეს

ჯიქიას ქუჩაზე 39 წლის მამაკაცი მოკლეს

დღეს დილით 39 წლის მამაკაცი ჯიქიას ქუჩის 10 ნომერში  გარდაცვლილი იპოვეს. მეზობლები ამბობენ, რომ მათ სროლის ხმა არ გაუგიათ და ვარაუდობენ, რომ მამაკაცი ცივი იარაღით, ან თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით მოკლეს. ჯიქიას ქუჩაზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის დეტალების შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამ დრომდე არ საუბრობს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. შემთხვევის […]

პოლიციელების შეურაცხყოფა და დაუმორჩილებლობა – ჯიქიას ქუჩაზე ერთი პირი დააკავეს

პოლიციელების შეურაცხყოფა და დაუმორჩილებლობა - ჯიქიას ქუჩაზე ერთი პირი დააკავეს

თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე, საპატრულო პოლიციამ დაუმორჩილებლობისა და სამართალდამცველების შეურაცხყოფისთვის ერთი პირი დააკავა. თვითმხილველების თქმით, მამაკაცმა, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, დააზიანა საპატრულო პოლიციის მანქანა და პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. “იდგა პატრული, მოვიდა ეს მოქალაქე ფეხით, დაუწყო მანქანას წიხლების რტყმა, დედის გინება, აქ რას დგახართო, რას აკეთებთო. თხოვეს ერთხელ თავი გაგვანებეო, თხოვეს მეორედ, თხოვეს მესამედ,“ – ამბობს […]