ჭდე: 14 წლის გოგონა

მარტვილში 14 წლის გოგონა დაიკარგა

ისნის მეტროში ყრუ-მუნჯ მამაკაცზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

მარტვილში 14 წლის გოგონას ეძებენ. არსებული ინფორმაციით, მოზარდი ორი დღეა რაც დაკარგულია. შს სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

“14 წლის გოგონას ცოლად მოყვანას დაპირდა და მასთან სექსუალური კავშირი დაამყარა” – პროკურატურამ ნ.ტ-ს ბრალდება წარუდგინა

"რუსთავი 2"-ის ქვეკონტრაქტორ კომპანიებში პროკურატურა შევიდა

პროკურატურამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ნ.ტ.-ს ბრალდება წარუდგინა. როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ტ.-მ მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ნ.ც. თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი იყო, 2020 წლის ივნისში და დეკემბერში, მოტყუებით, იმ პირობით, რომ მომავალში ცოლად შეირთავდა, სექსუალური კავშირი დაამყარა, […]

“ჩემს შვილს გოგონასთვის თითი არ დაუკარებია” – რას ამბობს ნ.ტ-ს დედა

"ჩემს შვილს გოგონასთვის თითი არ დაუკარებია" - რას ამბობს ნ.ტ-ს დედა

14 წლის გოგოსთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით დაკავებული 23 წლის მამაკაცის ოჯახში ძალადობის ფაქტს გამორიცხავენ. ბრალდებულ ნ.ტ-ს მამა, ტელეკომპანიებისთვის მიცემულ კომენტარში ამბობს, რომ არასრულწლოვანი თვითმკვლელობამდე მისმა ოჯახმა მიიყვანა. „ის გოგო იმ დონეზე მიიყვანეს, რომ გარდაიცვალა. ამ მდგომარეობამდე მიიყვანა ოჯახმა“, – ამბობს ბრალდებულის მამა. „ბაბუა სისტემატიურად ძალადობდა, თვრებოდა და ძალადობდა. ეს ყველაფერი გაუმხილა ჩემს შვილს. უთხრა […]

ქობულეთში 14 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 14 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობდნენ. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ფონიჭალაში 14 წლის გოგონა მე-7 სართულიდან გადავარდა

19 წლის ქუთაისელი თბილისის ღამის კლუბში ნარკოინტოქსიკაციას ემსხვერპლა

ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან მოზარდი გადმოვარდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, 14 წლის გოგო სამედიცინო დაწესებულებაში არის გადაყვანილი. შსს-მ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

“გვხვდება და ვითომ ვერ გვხედავსო… ” – ”ლურჯ ვეშაპთან” დაკავშირებული, კომაში მყოფი 14 წლის გოგონას საქმეზე გამოძიება დაიწყო

"ლურჯი ვეშაპის" სავარაუდო დაზარალებულ 14 წლის გოგონას თავის ტვინის ოპერაცია ჩაუტარდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 14 წლის გოგონას საქმეზე, რომელიც მძიმე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება, გამოძიება სისხლის სამართლისკოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. გოგონას ოჯახის წევრთა ინფორმაციით კი გოგონა, სავარაუდოდ, სახიფათო თამაშის „ლურჯი ვეშაპის“ მსხვერპლია. მშობლების ინფორმაციით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. […]

“ლურჯი ვეშაპის” სავარაუდო დაზარალებულ 14 წლის გოგონას თავის ტვინის ოპერაცია ჩაუტარდა

"ლურჯი ვეშაპის" სავარაუდო დაზარალებულ 14 წლის გოგონას თავის ტვინის ოპერაცია ჩაუტარდა

“ლურჯი ვეშაპის” კიდევ ერთი სავარაუდო დაზარალებული. 14 წლის გოგონა ბავშვთა კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში უკვე მე–5 დღეა მკურნალობს. მას გვიან ღამით თავის ტვინის ოპერაცია ჩაუტარდა. ოჯახის წევრების განცხადებით, მოზარდი უკვე 2 კვირაზე მეტია უცნაურად იქცეოდა, ჰქონდა შიშები და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცდილობდა ფიზიკური დაზიანებების მიყენებას საკუთარი თავისთვის. შემთხვევის დღეს მოზარდს ხელზე აღენიშნებოდა ნაჩხვლეტი ჭრილობები, რაც მშობლებს […]

გორში 14 წლის გოგონა ფეხსაცმლის ზონრით დაახრჩვეს

გორში 14 წლის გოგონა ფეხსაცმლის ზონრით დაახრჩვეს

ექსპერტ-კრიმინალისტები გორში, წმინდაწყლის დასახლებაში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. 14 წლის გოგონა საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. ერთ-ერთი ვერსიით, ის ფეხსაცმლის ზონრით არის დამხრჩვალი. გამოძიება გარდაცვალების სხვა შესაძლო ვერსიებზეც მუშაობს. გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, თუმცა გამორიცხული არ არის, ის გადაკვალიფიცირდეს. რუსთავი 2