ჭდე: 3 მინისტრი

სომხეთის მთავრობის შემადგენლობა კიდევ სამმა მინისტრმა დატოვა

სომხეთის მთავრობის შემადგენლობა კიდევ სამმა მინისტრმა დატოვა

სომხეთის მთავრობის შემადგენლობა კიდევ სამმა მინისტრმა, პარტია „დაშნაკცუთიუნის“ წარმომადგენლებმა დატოვეს. კერძოდ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლევონ მკრტჩიანმა, ტერიტორიული მართვისა და განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ლოკიანმა და ბუნების დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა არწვიკ მინასიანმა შესაბამისი განცხადებებით ქვეყნის პრეზიდენტს მიმართეს. აღნიშნული გადაწყვეტილება პარტია „დაშნაკცუთიუნის“ სამთავრობო კოალიციიდან გამოსვლას უკავშირდება. ინტერპრესნიუსი