ჭდე: 51-ე სკოლა

“ქურდებს სიცოცხლე” – წარწერა 51-ე სკოლაში

"ქურდებს სიცოცხლე" - წარწერა 51-ე სკოლაში

“ქურდებს სიცოცხლე” – მსგავსი შინაარსის წარწერა დაახვედრეს თბილისის 51-ე სკოლის მოსწავლეებმა მანდატურის სამსახურის უფროსს, გელა გელაძეს. “Жизнь ворам” – ეწერა ერთ-ერთი კლასის დაფაზე, მაშინ, როცა გელაძე სკოლაში არსებულ მდგომარეობას ეცნობოდა. ტვ პირველი მანდატურის სამსახურის დაუკავშირდა, თუმცა უწყება ფაქტთან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებს. სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე წერია მხოლოდ ის, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების […]

51-ე სკოლაში ბიოლოგიის მასწავლებელი გარდაიცვალა

51-ე სკოლაში ბიოლოგიის მასწავლებელი გარდაიცვალა

კორონავირუსმა 51-ე სკოლაში იფეთქა. რამდენიმე პედაგოგის დაინფიცირების და ერთი მასწავლებლის გარდაცვალების მიუხედავად, სამინისტროს გადაწყვეტილებით სასწავლო პროცესი  სკოლაში მაინც გრძელდება. სკოლის ადმინისტრაციამ უწყებას ონლაინ რეჟიმზე გადასავლის მოთხოვნით მიმართა, თუმცა სამინისტროსგან უარი მიიღო.  სკოლის დირექცია სკოლაში ეპიდემიას 2 კვირის განმავლობაში მალავდა. ტვ პირველთან საუბარში სკოლის დირექტორი ადასტურებს, რომ სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი, 71 წლის ქალი,  კორონავირუსს ემსხვერპლა.

51-ე სკოლის დირექტორმა მანანა თურქაძემ თანამდებობა დატოვა

51-ე სკოლის დირექტორმა მანანა თურქაძემ თანამდებობა დატოვა

მოზარდების მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – ზაზა სარალიძის მოთხოვნა 51-ე სკოლის დირექტორის თანამდებობიდან წასვლის შესახებ დაკმაყოფილდა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. “კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! #51 სკოლის დირექტორმა, მანანა თურქაძემ სკოლა უკვე დატოვა და განათლების სამინისტრომ ეს ოფიციალურად დაადასტურა პ.ს ყველა სათითაოდ აგებს პასუხს თავისი წილი დანაშაულისთვის! ვინ იქნება შემდეგი?!” […]

დაპირისპირება მოსწავლეებს შორის – 51-ე სკოლის დირექტორი პირველ განმარტებებს აკეთებს

დაპირისპირება მოსწავლეებს შორის - 51-ე სკოლის დირექტორი პირველ განმარტებებს აკეთებს

51- სკოლაში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით სკოლის დირექტორი მანანა თურქაძე პირველ კომენტარს აკეთებს. დირექტორი ადასტურებს, რომ მოსწავლეებს შორის კონფლიქტი ნამდვილად მოხდა, თუმცა ამბობს რომ ეს იმ ვიდეო კლიპის გამო არ მომხდარა, სადაც მოსწავლეები ქურდულ მენტალობას აშარჟებდნენ. „კამათი იყო გუშინ მე-11 კლასელებს შორის, საქმეს იძიებს პოლიცია, მოგახსენებენ ისინი, რაც ხდება, საქმე აღძრულია. რაც შეეხება მე-12 კლასელებს ისინი […]

ჩხუბი 51-ე სკოლაში ვიდეოშარჟის გამო მოხდა?

ჩხუბი 51-ე სკოლაში ვიდეოშარჟის გამო მოხდა?

51-ე საჯარო სკოლაში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ჩხუბში მონაწილე მოზრდილებს და თვითმხილველებს კი პოლიციაში კითხავენ. დაპირისპირება კლასელებს შორის ქურდული სამყაროს გაშარჟების გამო დაიწყო. ვიდეო თავად მოსწავლეებმა მოამზადეს, სადაც სკოლის ერთ-ერთი პედაგოგიც ფიგურირებს. თუმცა დაპირისპირებული მოზარდების მშობლები უარყოფენ, რომ ჩხუბი ვიდეოკლიპის გამო დაიწყო. „ჩხუბი იყო, მაგრამ იქ იყო ჩვეულებრივი წალაპარაკება, წაჯიკავება. ისეთი უსამართლობები ხდება ქვეყანაში, რომ სამწუხაროდ  […]

სისხლიანი გარჩევა 51-ე სკოლაში – მე-12 კლასელები ერთმანეთს დანებით დაუპირისპირდნენ

სისხლიანი გარჩევა 51-ე სკოლაში - მე-12 კლასელები ერთმანეთს დანებით დაუპირისპირდნენ

ჩხუბი მოზარდებს შორის – 51-ე საჯარო სკოლაში, სადაც წელიწადნახევრის წინ არასრულწლოვანებს შორის დაწყებული დაპირისპირება ორი მოზარდის მკვლელობით დასრულდა, დღეს კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს დანებით მე-12 კლასელები დაუპირისპირდნენ. ინციდენტი დაახლოებით ერთი საათის წინ სკოლის ეზოში იმ დროს მოხდა, როცა მოსწავლეები სკოლის ბოლო ზარს აღნიშნავდნენ. რა გახდა კლასელებს შორის დაპირისპირების მიზეზი ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს […]

მელიქიშვილზე 51-ე სკოლასთან ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

ზუგდიდში ქუჩაზე მამაკაცი ჭაში ჩავარდა - აქვს სუნთქვის უკმარისობა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა და ფილტვების დაჟეჟილობა

თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე, 51-ე სკოლის წინ არსებულ ავტობუსის გაჩერებასთან ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას “პირველი” ავრცელებს. ,,პირველის” ინფორმაციით, ახალგაზრდამ გონება დაკარგა, რის გამოც გამვლელებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მედიამეილი

“ასეთმა ტკივილმა ალბათ ყველა უფრო კეთილი უნდა გაგვხადოს”- მარგველაშვილი #51 სკოლაში მივიდა

"ასეთმა ტკივილმა ალბათ ყველა უფრო კეთილი უნდა გაგვხადოს"- მარგველაშვილი #51 სკოლაში მივიდა

ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს საქართველოს პრეზიდენტმა მიულოცა. ქვეყნის პირველი პირი 51-ე სკოლაში იმყოფებოდა. მან სკოლის დაწყება მიულოცა მოსწავლეებს, განსაკუთრებით პირველ კლასელებს და ასევე მე-12 კლასელებს. „მინდა პირველ კლასელებს მივულოცო და ვუთხრა, რომ ძალიან საინტერესო პერიოდი იწყება თქვენს ცხოვრებაში. ახალი კლასელები უნდა გაიცნოთ, მასწავლებლები, მეგობრები, რაც მთელი ცხოვრება თქვენი ნაწილი იქნება. მშობლებს მინდა მოგილოცოთ და […]

51-ე სკოლის დირექტორის მოადგილე თინათინ ყენიამ თანამდებობა დატოვა

51-ე სკოლის დირექტორის მოადგილე თინათინ ყენიამ თანამდებობა დატოვა

51-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა. ამ დრომდე თანამდებობაზე რჩება თავად სკოლის დირექტორი მანანა თურქაძე. ყენიას თქმით, მან ეს თანამდებობა სასწავლო წლის დასრულების შემდეგ დატოვა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ამის შესახებ თინათინ ყენიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ყენია აცხადებს, მან სკოლა სასწავლო წლის დასრულების შემდეგ დატოვა. “მე არ ვმუშაობ სკოლაში […]

ინციდენტი 51-ე საჯარო სკოლაში – მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირების დაკითხვა გრძელდება

ინციდენტი 51-ე საჯარო სკოლაში - მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირების დაკითხვა გრძელდება

51-ე საჯარო სკოლაში მომხდარ კიდევ ერთ ინციდენტში მონაწილე არასრულწლოვანები და სკოლის მასწავლებლები დღეს დილიდან დაკითხვაზე იმყოფებიან. მოსწავლეებმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს. ხოლო მასწავლებლები აცხადებენ, რომ დღის ბოლოს მათ სამართალდამცავებმა და მანდატურებმა უამბეს ინციდენტის შესახებ. შეგახსენებთ, რომ მოსწვალეების დაპირისპირების მიზეზად სოციალურ ქსელში, სკოლის მოსწავლეებს შორის უცენზურო მიმოწერა სახელდება, რასაც ჩხუბი მოყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვანები ერთმანეთს […]